ვიტალი ყურაშვილი

ქართველი ექიმი, ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პრო
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვიტალი ყურაშვილი (დ. 8 სექტემბერი, 1920, ჯოლევი) — ქართველი ექიმი, ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.

ვიტალი ყურაშვილი
დაბ. თარიღი 8 სექტემბერი, 1920(1920-09-08) (104 წლის)
დაბ. ადგილი ჯოლევი (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი, ვირუსოლოგი, მიკრობიოლოგი, დოქტორი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიგრაფია

რედაქტირება

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1948-1951 წლებში ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურა ვირუსოლოგიის სპეციალობით. 1942-1948 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1951-1954 წლებში იყო ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ვირუსოლოგი. 1954-1967 წლებში თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის გამგე. 1967-1988 წლებში თბილისის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე. 1988 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა გრიპის, იმუნოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, პოლიომელიტის, ეპიდემიოლოგიის პროფილაქტიკის, მართვადი ინფექციების პროფილაქტიკის საკითხებზე, ზოგიერთ ბაქტერიაზე, მათი ბაქტერიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის პროფილაქტიკის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 14 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაციის თეა — „Влияние нервной системы на течение экспериментальной гриппозной инфекции“, დაიცვა 1953 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „Экспериментальнное изучение патогенеза гриппа и формирования противогриппозного иммунитета“, დაიცვა 1966 წელს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 302

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება