ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო
ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო (ესპ. Violeta barrios de Chamoro; დ. 18 ოქტომბერი, 1929, რივასის დეპარტამენტი) — ნიკარაგუის პირველი ქალი პრეზიდენტი (25 აპრილი, 1990 - 10 იანვარი, 1997). ცნობილი ნიკარაგუელი დისიდენტისა და ჟურნალისტის პედრო ხოაკინ ჩამორო კარდენალის ქვრივი.
ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო | |
ნიკარაგუის 59-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 აპრილი 1990 – 10 იანვარი 1997 | |
წინამორბედი | დანიელ ორტეგა |
მემკვიდრე | არნოლდო ალემანი |
დაბადებული | 18 ოქტომბერი 1929 რივასი ნიკარაგუა |
რელიგია | კათოლიკე |
განათლება
რედაქტირებაჩამორო დაიბადა 1929 წელს ქალაქ რივასში, მდიდარი ნიკარაგუელის ოჯახში. მან საშუალო განათლება მიიღო გრანადის კერძო კათოლიკურ სკოლაში და მანაგუაში. ჩამოროს მშობლებს სურდათ თავიანთ ქალიშვილს სრულყოფილად სცოდნოდა ინგლისური და გაგაზავნეს იგი შეერთებულ შტატებში, სადაც სწავლობდა ორ კათოლიკურ კოლეჯში: ქალაქი სან-ანტონიო (ტეხასის შტატი)და ქალაქი სოუტსაიდი (ვირჯინიის შტატი. 1947 წლის ივნისში ვიოლეტას მამას ფილტვების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელმაც მოუსწრაფა კიდეც სიცოცხლე. მამის გარდაცვალების გამო ნიკარაგუაში დაბრუნდა ადა დაასრულა აშშ-ში განათლების მიღება. 1949 წელს იგი შეხვდა პედრო ხოაკინ ჩამოროს. 1950 წელს კი წყვილმა ჯვარი დაიწერა და მასთან შეეძინა ოთხი შვილი. 1952 წლიდან ჩამოროს მეუღლე ხოაკინი უძღვება სომოსას მოწინააღმდეგე გაზეთ „პრენსა“-ს, რის გამოც არაერთხელ დაუპატიმრებიათ იგი. 1978 წლიდან, (მეუღლის მკვლელობის შემდეგ) ვიოლეტა თავად უძღვებოდა გაზეთს.
წლების განმავლობაში ჩამოროს ოჯახი გაყოფილი იყო პოლიტიკური ძალებისადმი მიკუთვნებულობის თვალსაზრისით. მისი ორი შვილი, პედრო და კრისტინა მუშაობდნენ გაზეთ პრენსაში, თუმცა პედრო 1984 წელს კოსტა-რიკაში გადავიდა კონტრისტებთან შესაერთებლად. დარჩენილი ორი კი სანდინისტების აქტივისტები იყვენენ- კლაუდია იყო ელჩი კოსტა-რიკაში, კარლოსი კი სანდინისტას ეროვნულ-ლიბერალური ფრონტის ბეჭდვით ორგანოს, Barricada, რედაქტორობდა.
კარიერა
რედაქტირებაქალბატონი ვიოლეტას პოლიტიკური კარიერა დაიწყო მას შემდეგ რაც მისი მეუღლე შეიქმნა მსხვერპლი ანასტასიო სომოსა დებაილეს პოლიტიკურმა რეჟიმისა (1978 წლის 10 იანვარს იგი ქუჩაში მუხანათურად მოკლეს). 1979 წლის 18 ივლისს ანასტასიო სომოსა დებაილეს დიქტატურა დაემხო. ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო შეიყვანეს ეროვნული აღორძინების მთავრობის ხელმძღვანელ საბჭოში, თუმცა იგი მალევე დატოვა იმ მოტივით, რომ მთავრობა დაშორდა იმ თავდაპირველ პრინციპებს რომლის შესახებაც მოილაპარაკეს კოსტა-რიკის ქალაქ პუნტარენასში და რომელიც ითვლისწინებდა ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებას. მთავრობის დატოვების შემდეგ სათავეში ჩაუდგა გაზეთ ”პრენსა”-ს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მეუღლისაგან.
მისი პოპულარობა დიდწილად განსაზღვრა "პრენსას" რედაქტორობამ და სანდინისტას რეჟიმის სუსტმა საერთაშორისო მხარდაჭერამ მაშინ როცა, სამოქლაქო ომით გადაღლილიყო ნიკარაგუის მოსახლეობა. ჩამოროს აღიქვამდნენ ერის დედას, გმირს, წამებულს, მაშინ, როცა ორტეგა უბრალო მაჩოსთან ასოცირდებოდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ჯორჯ ბუშ უფროსმა, რომელიც მხარს უჭერდა ნიკარაგუაში დემოკრატიული მთავრობის გამარჯვებას. სანდინისტებს არ ჰყავდათ ძლიერი მოკავშირე, რომელიც მათ დაეხმარებოდა. ამიტომ, ისინი შეერთებული შტატების ხელში აღმოჩნდნენ.
1990 წელს დანიშნულ არჩვენებში გასამარჯვებლად 14 ძირითადი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა კოალიციაში "ეროვნული ოპოზიციური გაერთიანება", რომელმაც თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიოლეტა ჩამორო წამოაყენა. დასაწყისისთვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩამორო დაძლევდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორტეგას საპრეზიდენტო კამპანიას, თუმცა ბოლო დღეებში აშკარა გახდა, რომ მოქმედი პრეზიდნტი უძლური აღმოჩნდა ოპოზიციის რჩეულთან. აშშ-ის საელჩომ $1 მილიონი გაიღო ჩამოროს სასარგებლოდ. არსებობდა დაუოკებელი სურვილი დასრულებულიყო თერთმეტწლიანი სამოქალქო ომი, რამაც ვიოლეტა ჩამოროს მოაპოვებინა უპირატესობა ორტეგასთან შედარებით. აშშ-მა ჩამოროს არჩევის შემდეგ შეწყვიტა მეამბოხეების, ეგრეთ წოდებული კონტრისტების, დაფინანსება.
პრეზიდენტობა
რედაქტირებაეკონომიკური დაღმასვლისა და სამოქალაქო ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ ეროვნული ოპოზიციის გაერთიანების პრეზიდენტობის კანდიდატად გამოაცხადეს ვიოლეტა ჩამორო. ოპოზიციური გაერთიანება შედგებოდა 14 ოპოზიციური პარტიისგან, რომლებიც გაერთიანდენენ სანდინისტების წინააღმდეგ. ჩამორომ 1990 წლის 25 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 54,7 % მოქმედი პრეზიდნეტის დანიელ ორტეგას წინააღმდეგ[1]. არჩვენებს თვალყურს ადევნებდა საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც დადებითად შეაფასა იგი.
ჩამოროს საპრეზიდენტო პოლიტიკა ცნობილი იყო მშვიდობით, რომელიც მოუტანა ომით დანგრეულ ნიკარაგუას. თუმცა, მისი პრეზიდნტობა მხოლოდ მშვიდობაზე ზრუნვით არ შემოფარგლულა. ჩამოროს მშვიდობის დამამკვიდრებელი რეფორმები მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვნად. აღსანიშნავია, მისი ოფიციალური დეკლარაცია, რომელმაც დასრულებულად გამოაცხადა ომი. ასევე, მან შეამცირა ნიკარაგუის სამხედრო ძალებისა და შეიარაღების რაოდენობა. დემობილიზაცია შეეხო ნიკარაგუაში განთავსებულ ამერიკელ კონტრისტებს, რომელთა გარეშეც სანდინისტებს ბრძოლის საშუალება აღარ მიეცათ. ჩამორო დასთანხმდა სანდინისტების აგრარულ რეფორმას, რომლის მიხედვით მიწები ხელახლა უნდა გადანაწილებულიყო და სამხედრო ლიდერად დატოვა დანიელ ორტეგას ძმა უმბერტო ორტეგა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მიაჩნდათ რა რომ ვიოლეტა ჩამორო მხარს უჭერდა სანდინისტებს, აღმოჩნდა რომ ქალბატონი ვიოლეტას ეს ნაბიჯი პოლიტიკურად გამართლებული იყო. გარდა ამისა, ვიოლეტა ჩამორომ პოლიტიკურ პატიმრებს მიანიჭა თავისუფლება, რასაც მოჰყვა პროტესტი სანდინისტების მხრიდან. ჩამოროს ინიციატივით მანაგუის ცენტრში ააშენეს მშვიდობის პარკი (Plaza de la Paz), სადაც განათავსეს ბეტონით დაფარული საბრძოლო საშუალებები.
ნიკარაგუის სამოქალქო ომმა გაანადგურა ეკონომიკა და ჩამორომ წარმატებით შეძლო სტაბილური ეკონომიკის შექმნა. პრეზიდნტი აკონტროლებდა ინფლაციას და დასთანსმდა მაიორხას ნეოლიბერალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ნიკარაგუა კვლავ გაერთიანდებოდა მსოფლიო ბაზარში, გაზრდიდნენ უცხოურ ინვესტიციებს და დაიწყებოდა პრივატიზაცია. რატომღაც ეს გეგმა არაპოპულარული გამოდგა ნიკარაგუაში. ამიტომაც მან ვერ გადაჭრა მზარდი ეკონომიკური კრიზისი და ვერ შეამცირა უმუშევართა რაოდენობა. ჩამოროს განსაკუთრებით აკრიტკებდნენ კონსტიტუციურ რეფორმებზე დაუთანხმებლობის გამო. ეს რეფორმები ითვალისწინებდა საგადასახადო სისტემის შეცვლას, სამოქალქო თავისუფლების გაფართოებასა და საპრეზიდენტო ვადის ექვსიდან ხუთ წლამდე დაყვანას.
ვიოლეტა ბარიოს დე ჩამოროს პრეზიდენტობის დროს ნიკარაგუაში მოეწყო რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრა:
- 1992 წელი, 4-5 ივლისი - ცენტრალური ამერიკის ქვეყნების XII სამიტი.
- 1993 წელი, ივნისი - ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის XVIII გენერალური ასამბლეა.
- 1994 წელი, 12 ოქტომბერი - ეკოლოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი I ამერიკული სამიტი.
- 1996 წელი, 9 მაისი - ანდების პაქტის ქვეყნების XVIII შეხვედრა.
ჩამორო და შეერთებული შტატები
რედაქტირებაშეერთებულმა შტატებმა ჩამოროს პარტიას გადაურიცხა $9 მილიონის ოდენობის დახმარება შესაქმნელად სისტემისა, რომლის საშუალებითაც თვალყურს ადევნებდნენ 1990 წლის არჩევნებს, რომელში ჩამორომ გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც ჩამორო პრეზიდენტად აირჩიეს, ჯორჯ ბუშ უფროსმა ნიკარაგუას მოუხსნა რონალდ რეიგანის მიერ დაწესებული ემბარგო, რომელიც დაუწესა სანდინისტების მთავრობას. ნიკარაგუაში მოელოდნენ, რომ აშშ მათ $1 მილიარდ დოლარამდე გადაურიცხავდა ეკონომიკის გასაძლიერებლად. თუმცა ბუშის ადმინისტრაცია ჩამოროს პრეზიდენტობის პირველ წელს $300 მილიონით, ერთი წლის შემდეგ კი $241 მილიონით დაეხმარა ნიკარაგუას. ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი წარმატებების მისაღწევად.
ჩამოროს პრეზიდენტობა დაემთხვა აშშ-ის შემცირებულ ინერესებსა და ყურადღებას ნიკარაგუისადმი. 1991 წლის აპრილში შეერთებულ შტატებში ჩასულ ნიკარაგუის პრეზიდენტს, რომელიც სენატში გამოვიდა სიტყვით უფრო მეტი ეკონომიკური დახმარების სათხოვნელად, სენატის რამდენიმე წევრი უსმენდა. სანდინისტების დამარცხებისა და ნიკარაგუაში მშვიდობის დამყარების შემდეგ აშშ-სთვის ნიკარაგუა მეტად საინტერესო არ აღმოჩნდა.
1992 წელს სენატორი ხესე ჰელმსი მუშაობდა იმისთვის, რათა შეეწყვიტათ ნიკარაგუისთვის ეკონომიკური დახმარებები. შტატების სენატში სიტყვით გამოსულმა ჰელმსმა განაცხადა, რომ სანდინისტები კვლავ აკონტროლებენ ნიკარაგუის მთავრობას, ყოფილი სანდინისტები კვლავ მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და კვლავ დაიბრუნეს აშშ-ის საკუთრება, რომელიც რევოლუციის პერიოდში წაართვეს აშშ-ის მოქალაქეებს. ჩამოროს ადმინისტრაცია უარყოფდა უსაბუთო მტკიცებას. ჰელმსმა მაინც დაარწმუნა აშშ-ის მთავრობა და შემდეგი წლისთვის გადასაცემი $104 მილონით არ დაეხმარა ნიკარაგუის მთავრობას.
ოჯახი
რედაქტირება1951 წელს ცოლად გაჰყვა პედრო ხოაკინ ჩამოროს, ცნობილი პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელს, ოჯახისა რომელმაც ნიკარაგუას 5 პრეზიდენტი მისცა: ფრუტო ჩამორო (1853-1855), პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო (1875-1879), ემილიანო ჩამორო ვარგასი (1917-1921 და 1926), დიეგო მანუელ ჩამორო ბოლანიოსი (1921-1923) და როსენდო ჩამორო (1923).
დონა ვიოლეტას ჰყავს ოთხი შვილი: 2 ვაჟი (პედრო ხოაკინი და კარლოს ფერნანდო) და 2 ქალიშვილი (კლაუდია ლუსია და კრისტიანა).
ჯილდოები
რედაქტირება- როჩესტერის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ისაია ტომასის სახელობის ჯილდო საგამომცემლო საქმიანობისათვის.
- ლუის ლიონსის ჯილდო პატიოსნებისა და სინდისიერებისათვის ჟურნალისტიკაში
- ფონდის, „გზა მშვიდობისკენ“, ჯილდო
- ჯილდო საერთაშორისო ვაჭრობის წინამძღოლობისათვის
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიოლეტა დე ჩამოროს ფონდი დაარქივებული 2010-06-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Was February 25 a 'triumph'? National Review v. 42“. Tulane University. ციტირების თარიღი: 2007-05-09.
წინამორბედი: დანიელ ორტეგა |
ნიკარაგუის პრეზიდენტი 1990 – 1997 |
შემდეგი: არნოლდო ალემანი |