ვინიალესი (ესპ. Viñales) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, პინარ-დელ-რიოს პროვინციაში. მდებარეობს პროვინციიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში.

მუნიციპალიტეტი
ვინიალესი
Viñales
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია პინარ-დელ-რიო
კოორდინატები 22°36′55″ ჩ. გ. 83°42′57″ დ. გ. / 22.61528° ჩ. გ. 83.71583° დ. გ. / 22.61528; -83.71583
დაარსდა 1871 წ
ფართობი 704 კმ²
ცენტრის სიმაღლე 135
მოსახლეობა 27 129 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 38,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-82
ოფიციალური საიტი http://www.vinales.pinar.cu/
ვინიალესი — კუბა
ვინიალესი

ქალაქი ძირითადად ერთსართულიანი ხის სახლებისგან შედგება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დომინირებს კორდილიერა-დე-გუანიგუანიკოს დაბალი ქედები.

 
ვინიალესის ინდიელთა გამოქვაბულები

ევროპელთა მოსვლამდე, ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი ტაინოს ხალხი სახლობდა.[1]

არეალის კოლონიზაცია 1800-იან წლებში მოხდა კანარის კუნძულელი მეთამბაქოეების მიერ, რომლებიც ვუელტა-აბახოს რეგიონში დასახლდნენ.

პირველი დასახლება ვინიალესში 1871 წლით თარიღდება და ეს იყო რანჩო, რომელიც დონ ანდრეს ერნანდეს რამოსს ეკუთვნოდა.

ქალაქი 1878 წელს დაარსდა როგორც ტიპური საზოგადოება ეკლესიით, სკოლით, საავადმყოფოთი და გასართობი პარკით.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 27 129 ადამიანს შეადგენდა, 0.69%-იანი წლიური მატებით[3] 704 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 38,5 ადამიანი კმ²-ზე.[4]

ეკონომიკა

რედაქტირება
 
ვინიალესის ხეობა
 
მანუელ რივერა ორტისი: თამბაქოს აღება, ვინიალესის ხეობა, კუბა 2002

ვინიალესი აგრარული რაიონია, სადაც მოყავთ ხილი, ბოსტნეული კულტურები. ყავას და თამბაქოს ტრადიციული მეთოდებით ზრდიან. ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეთევზეობას.

 
სასტუმრო ვინიალესში

ტურიზმი ძირითადად კონცენტრირებულია ვინიალესის ხეობის გარშემო. ამ არეალს 1976 წლის თებერვლიდან კონსტიტუცია იცავს, 1978 წლიდან კი გამოცხადებულია ეროვნულ მონუმენტად. 1999 წლიდან ვინიალესის ხეობა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში,[5] როგორც თვალსაჩინო კარსტული ლანდშაფტისა და ტრადიციული აგრარული არეალი, რომელიც ასევე გამოირჩევა ადგილობრივი არქიტექტურით, ხელოსნობითა და მუსიკით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Guerrillero:Pinar del Río. "El Templo de los Cimarrones" დაარქივებული 2008-05-08 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
  2. Vinales.cu History დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
  3. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  4. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.
  5. UNESCO World Heritage - Vinales Valley