ვიკუნია (გვარი)
ვიკუნია (ლათ. Vicugna) — მცოხნელ ძუძუმწოვართა გვარი აქლემისებრთა ოჯახისა. აერთიანებს ორ სამხრეთამერიკულ სახეობას: ვიკუნიასა და ალპაკას. ადრე ეს სახეობები ლამის გვარში შედიოდნენ.
ვიკუნია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ვიკუნია (Vicugna vicugna) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Vicugna (Lesson, 1842) | |||||||||||||
|
ადრე ითვლებოდა, რომ ალპაკა ჰუანაკოსაგან წარმოიშვა, თუმცა 2001 წელს ლონდონის სამეფო საზოგადოების ერთ-ერთ ჟურნალში ალპაკის დნმ-ის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით იგი მიეკუთვნა ვიკუნიის გვარს.[1] დოკუმენტში მითითებულია, რომ ალპაკა ვიკუნიისგანაა წარმოშობილი და არა ჰუანაკოსგან, თუმცა მოგვიანებით მნიშვნელოვანი ჯვარედინი ჰიბრიდიზაცია მოხდა შინაურ ლამასა და ალპაკას შორის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wheeler, Dr Jane; Miranda Kadwell; Matilde Fernandez; Helen F. Stanley; Ricardo Baldi; Raul Rosadio; Michael W. Bruford (December 2001). „Genetic analysis reveals the wild ancestors of the llama and the alpaca“. Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences. 268 (1485): 2575–2584. doi:10.1098/rspb.2001.1774. PMC 1088918. PMID 11749713. 0962-8452 (Paper) 1471-2954 (Online).