ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2021/განხილვა:მატილდა გვარლიანი
მომხმარებელი:MIKHEIL/ვიკიპედია:ცნობადობა (ხალხი) — ცნობადობის კრიტერიუმებში ნამდვილად არ ჯდება ეს სტატია. გიო ოქრო 10:41, 6 თებერვალი 2021 (UTC)
ცნობადობის კრიტერიუმის დასაბუთება
რედაქტირებასტატია ნამდვილად აკმაყოფილებს ცნობადობის კრიტერიუმს. ნება მომეცით, დაგისაბუთოთː პიროვნება, რომლის შესახებაც არის სტატიაა. არის ერთერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართველი მოდელი. ამ ასაკში ასეთი მიღწევა მოდის სფეროში ძალიან იშვიათია საქართველოდან. სტატიაში დეტალურად მაქვს მითითებული ამ ფაქტის დამოწმებები სხვადასხვა ოფიციალური საიტიდან. საქმიანობის სფეროსა და მისი ასაკიდან გამომდინარე, დამეთანხმებით, ინფორმაციის დამოწმება სხვა წყაროებიდან, ძველი წიგნებიდან და ენციკლოპედიებიდან შეუძლებელია და ისეთი დამოწმებები შესაძლოა არ გვქონდეს, მაგალითად, ისტორიულ პირებს ექნებოდათ. სქოლიოში დამოწმებული მაქვს ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა იტალიური ვოგი, უკრაინული მარი კლარი, ძალიან ცნობილი ბრენდების ოფიციალური საიტები. ბმულებად მივუთითე ყველა შესაძლო სახელი რაც ქართულ ვიკიპედიაში არსებობდა (და არ არსებობდა). გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაეცნოთ ამ სტატიას და კომენტარები მოგვწეროთ, ან გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ. მადლობა --ქეთევან ასლანიშვილი განხილვაწვლილი 16:18, 6 თებერვალი 2021 (UTC)ქეთი
- აქ ასაკი და წარმოშობა ნამდვილად ზედმეტი და არასაჭიროა. არის რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი: საჭიროა მრავალი (ამას აკმაყოფილებს), ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და საგნისგან დამოუკიდებელი. მოდის სახლები რომ მოდელებზე სწერენ ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა და ვიკიპედიის კრიტერიუმის ჩასათვლელად არ გამოდგება. ათასობით მოდელზე სწერენ ასე და ვიკიპედიაში ყველა მათგანზე სტატიებს არ ვწერთ. ასევე არსებობს დამატებითი კრიტერიუმები, რომლებსაც ასევე არ აკმაყოფილებს (ბმულში მოცემულლია). გიო ოქრო 16:23, 6 თებერვალი 2021 (UTC)
ცნობადობის კრიტერიუმის დასაბუთება
რედაქტირებაამბობთ, "ვოგიც" არ ჩაითვლება სანდო წყაროდ? მოდელის შესახებ მოდის ჟურნალები და მოდის სახლები უნდა წერდნენ, რა თქმა უნდა. მაგალითად, როგორი წყარო იქნებოდა მაშინ თქვენთვის მისაღები? თქვენი განმარტება, სამწუხაროდ, არც ისე ნათელია. ბევრი ისეთი სტატიაა ქართულ ვიკიპედიაში, რომლებსაც ამაზე ნაკლები და ნაკლებავტორიტეტული წყარო აქვთ. ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგისაბუთოთ. სტატიაში მხოლოდ აღწერილია ფაქტებიː რომ მიიღო ამ სარეკლამო კამპანიაში/ან ჩვენებაში მონაწილეობა. რომელსაც აქვს დართული შესაბამისი წყარო იმ ბრენდის საიტის გვერდის, სადაც ეს კოლექცია თუ ხაზი უდევთ, რომელშიც აღწერილია და ფოტოზეც ჩანს რომ ამ კონკრეტულმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა, ამაზე უფრო პირველი და სანდო წყარო რაღა უნდა იყოს. გარდა ამისა, მსგავსი სტატიები, თუნდაც ქართულ ვიკიპედიაში უამრავია. თუნდაც ირინა შეიკი, და სხვ. შეგიძლიათ მაგალითისთვის იხილოთ, რომელიც ამგვარი წყაროებით არის დადასტურებული. დამატებით კითხვაː ასაკი და ეროვნება რატომ არის ზედმეტი? აქაც ნება მომეცით, დაგისაბუთოთ. მოდელების შემთხვევაში ეროვნება ეთითება იმიტომ რომ ეს ფაქტორი გარეგნულ მონაცმებთან კავშირშია. ასაკი კი ყველა პერსონას მითითებული აქვს.
- ასაკი და ეროვნება მითითებასთან დაკავშირებით არ მითქვამს. წყაროების სანდოობაზე არ არის ლაპარაკი — გაეცანით კრიტერიუმებს. ირინა შეიკთან შედარება კი ზედმეტია ისევ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე. გიო ოქრო 16:40, 6 თებერვალი 2021 (UTC)
ცნობადობის კრიტერიუმის დასაბუთება
რედაქტირებათქვენ ახსენეთ ასაკი და წყაროს რედაქტირება. ირინა შეიკთან შედარება ზედმეტი სულაც არ არის. მაგალითად მოვიყვანე რადგან ისიც მოდელია. წყაროები უფრო მეტი და დასაბუთებული მაქვს, ირინა შეიკის სტატიასთან შედარებით. და ის ფაქტი, რომ ირინა შეიკი თქვენთვის უფრო ნაცნობია, ვიდე მატილდა გვარლიანი, ან უნდა ნიშნავდეს იმას რომ ცნობადი არ არის. შეგიძლიათ, დაგუგლოთ. დაველოდები ადმინის ობიექტურ გადაწყვყვეტილებას)) --ქეთევან ასლანიშვილი განხილვაწვლილი 16:55, 6 თებერვალი 2021 (UTC)
- ასაკი და წყარო სხვა მიმართულებით ვახსენე :) ამაზე აღარ ვაპირებ ლაპარაკის გაგრძელებას. წყაროს სიმრავლე არ არის საქმე, მთავარი ამ შემთხვევაში კრიტერიუმებთან შესაბამისობაა (შეიკის სტატიას ავტორი ავსებს). შესაბამისი წყაროები მოყვანილი არ არის და წასაშლელია. გიო ოქრო 16:57, 6 თებერვალი 2021 (UTC)
ისევ ცნობადობაზე
რედაქტირებათქვენნაირების გამოა ასეთი ღარიბი ქართული ვიკიპედია. წარმატებას გისურვებთ დახმარების ნაცვლად სტატიების შლაში))--ქეთევან ასლანიშვილი განხილვაწვლილი 17:10, 6 თებერვალი 2021 (UTC)
განხილვის შესახებ თხოვნა ადმინისტრატორს
რედაქტირებამოგესალმებით, ერთ-ერთი ედიტორის კომენტარის შემდეგ სტატიაში დავამატე წყაროები. იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. პატივისცემით, --ქეთევან ასლანიშვილი განხილვაწვლილი 21:28, 6 თებერვალი 2021 (UTC)
- ადმინისტრაციას რას გულისხმობ? იხ. ვიკიპედია:ადმინისტრატორები--ცანგალა/გ 21:38, 6 თებერვალი 2021 (UTC)
წაშლის წინააღმდეგი
რედაქტირებაამ სტატიის წაშლა არ იქნება სამართლიანი ქართული ვიკიპედიის მხრიდან. პიროვნების საქმიანობის სფეროში ნამდვილად ცნობადია, ამას მოწმობს არაერთი ლინკი და google-ში მოძებნაც კი. შესაბამისად წაშლის წინააღმდეგი ვარ. (წინააღმდეგი)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:45, 6 თებერვალი 2021 (UTC)
- კრიტერიუმები მოყვანილია, რომლებშიც არ ჯდება. კარგად წაიკითხეთ. ცნობადია კიდევ (google-ში მოძებნის მიხედვით) ბევრი მოდელი, რომლებზეც სტატიები უნდა ვწეროთ? კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, გინდ წინააღმდეგი იყავით, გინდ არა. გიო ოქრო 07:59, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- ,,ცნობადია კიდევ (google-ში მოძებნის მიხედვით) ბევრი მოდელი, რომლებზეც სტატიები უნდა ვწეროთ?” ვიკიპედიაზე ,,უნდა ვწეროთ” ანუ რამის დაწერის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ თუ დაიწერება არ უნდა წავშალოთ, თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს პიროვნების ბიოგრაფია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:23, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- ეს არ აკმაყოფილებს და google-ში მოძებნილი კიდევ უამრავი მოდელი. გიო ოქრო 19:25, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- ,,ცნობადია კიდევ (google-ში მოძებნის მიხედვით) ბევრი მოდელი, რომლებზეც სტატიები უნდა ვწეროთ?” ვიკიპედიაზე ,,უნდა ვწეროთ” ანუ რამის დაწერის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ თუ დაიწერება არ უნდა წავშალოთ, თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს პიროვნების ბიოგრაფია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:23, 7 თებერვალი 2021 (UTC)
კრიტერიუმების განხილვა დეტალურად
რედაქტირებასტატიის შექმნამდე დეტალურად გავეცანით ვიკიპედიის წესებს ცნობადობის კრიტერიუმების შესახებ, რომლებსაც სრულად აკმაყოფილებს აღნიშნული სტატია. განვიხილოთ დეტალურად: წესებში წერია: „ძირითადი კრიტერიუმი: პიროვნება ითვლება ცნობადად, თუ იგი მნიშვნელოვნად გააშუქა მრავალმა, მეორადმა წყარომ ნაწილად, რომლებიც არის სანდო, ინტელექტუალურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, და საგნისაგან დამოუკიდებელი. <<< აღნიშნულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს მატილდა გვარლიანის პიროვნება. მის შესახებ გააშუქა მრავალმა წყარომ (სტატიის სქოლიოში და რესურსები ინტერნეტიდან აქ არის წარმოდგენილი). ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყაროებმა -- გააშუქა ქართულმა მარკეტერმა, რეგარდერმა, ჰემოკმა, ფეშენჰოლიკმა, იტალიურმა ვოგიმ, ურაინულმა მარი კლარიმ. ტელევიზიების ხშირი სტუმარია, მათ შორის იმედი, პალიტრა ვიდეო და სხვ. საგნისაგან დამოუკიდებელი წყაროებმა - აქ ისევ მარკეტერი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც მარკეტინგზე სპეციალიზდება და არა მოდაზე, თუმცა იმდენად საინტერესო იყო ეს სიახლე რომ მაინც გააშუქა. ასევე, ჰემოკმა, რომელიც ზოგადად კულტურას აშუქებს, ბომონდმა - რომელიც სელებრითებზე წერს და ტელევიზიებმა -რომლებიც მრავალპროფილურია.
დამატებითი კრიტერიუმი პიროვნება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დამატებით კრიტერიუმებს, მაინც შეიძლება ჩაითვალოს ცნობადად ვიკიპედიის ცნობადობის მიხედვით. ნებისმიერი ბიოგრაფია: პიროვნებას მიღებული აქვს ცნობილი და მნიშვნელოვანი ჯილდო ან აღიარება, ან ასეთ ჯილდოზე რამდენჯერმე იყო ნომინირებული.<<< ამ სფეროში კონკურსები არ ტარდება ამ ტიპის სახით, შესაბამისად წარმატება განისაზღვრება თუ რამდენად დიდი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ბოუზე ან კამპანიაში გამოსულა. შესაბამისად, თავისი საქმიანობის ფარგლებში მატილდა გვარლიანი წარმატებულ და ცნობილ პიროვნებად ითვლება. პიროვნებას აქვს ფართოდ აღიარებული წვლილი, რომელიც მისი სფეროს ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაწილია. <<< პიროვნებას ნამდივილად შეაქვს მოდის სფეროში ისტორიული წვლილი, მას საქართველოს სახელი გააქვს მაღალი მოდის სამყაროში. ძალიან მცირეა ისეთი ქართველების რიცხვი, რომლებიც გამოსულან თუნდაც ისეთ ჩვენებებზე, როგორებიცაა: დოლჩე და გაბანა, ფენდი, ვალენტინო. ეს მოდის სფეროში უდიდეს წარმატებას ნიშნავს. პიროვნების შესახებ წერს ეროვნული ბიოგრაფიული ლექსიკონი.<<<< მოგეხსენებათ, ეს პლატფორმაც ინტერნეტმომხმარებლების მიერ ივსება, და ნებიმსიერს შეუძლია დაამატოს ინფორმაცია კონკრეტული ცნობილი პიროვნების შესახებ. შესაბამისად, თუკი ეს კრიტერიუმი არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება თვენთვის გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ამ საიტზეც განვათავსებთ შესაბამის მასალას.
გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები მსახიობები, გამხმოვანებლები, კომიკოსები, საკუთარი აზრის გამომხატველები, მოდელები და სხვა პოპულარული პიროვნებები:
რომლებიც წარმატებული იყვნენ რამდენიმე ფილმით, სატელევიზიო გადაცემით, სასცენო დაგმით თუ სხვა ფორმატის წარმოებით. <<<< ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რადგან მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ცნობილი ბრენდის შოუსა და სარეკლამო კამპანიაში. მათ შორის, სატელევიზიო გადაცემებში. ჰყავთ მოყვარულების ფართო წრე, ხშირ შემთხვევაში - „კულტი“. <<< მატილდას ნამდვილად ჰყავს მოყვარულთა ფართო წრე. ამის დასასაბუთებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ინსტაგრამის სტატისტიკა. მის პირად გვერდს 93.2 ათასი გამომწერი ჰყავს, მის თოთოეულ ფოტოს საშუალოდ იწონებს 10000 – 20000 მომხმარებელი. გასართობი ინდუსტრიის ამა თუ იმ სფეროში შეიტანეს უნიკალური წვლილი. <<< ეს ზემოთაც დავწერე, თუმცა აქაც განვმეორდები: პიროვნებას ნამდივილად შეაქვს მოდის სფეროში ისტორიული წვლილი, მას საქართველოს სახელი გააქვს მაღალი მოდის სამყაროში. ძალიან მცირეა ისეთი ქართველების რიცხვი, რომლებიც გამოსულან თუნდაც ისეთ ჩვენებებზე, როგორებიცაა: დოლჩე და გაბანა, ფენდი, ვალენტინო. ეს მოდის სფეროში უდიდეს წარმატებას ნიშნავს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ რომ სტატია აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ ბევრი ცნობილი მოდელია და მათზე ხომ არ უნდა წერდეს ვიკიპედია, დამაჯერებელი არ არის. რა არის იმაში ცუდი, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებზეც არსებობდეს ცნობები ქართულ ვიკიპედიაში?!. გარდა ამისა, კატეგორიაში ქართველი მოდელები ისეთ პერსონებზე არის მასალები დადასტურებული, რომლებსაც მატილდა გვარლიანის მსგავსი მასშტაბის მოღვაწეობა არ აქვთ და არც მიღწევები (შესაბამისად წყაროები). გვჯერა, რომ ეს საკითხი სამართლიანად გადაწყდება. პატივისცემით, --ქეთევან ასლანიშვილი განხილვაწვლილი 13:08, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- არგუმენტების უმრავლესობა შეუსაბამოა და არასწორი ინტერპრეტაციითაა გადმოცემული.
- მრავალი, მეორადი, ერთმანეთისგან და საგნისგან დამოუკიდებელი — ამის ცალ-ცალკე გამოყვანა არასწორია, წყაროები ამ ყველას ერთიანად უნდა აკმაყოფილებდნენ, რასაც სტატიაში ვერ ვხედავთ, ამიტომ შეუსაბამო არგუმენტია (მხოლოდ ამის მიხედვითაც კი წასაშლელია).
- პიროვნებას მიღებული აქვს ცნობილი და მნიშვნელოვანი ჯილდო ან აღიარება — რადგანაც არ (ან ვერ) აქვს ასეთი, შესაბამისად ეს დებულება საერთოდ ამოსაღებია.
- სფეროს ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაწილი — საქართველოს სახელის გატანა სფეროს ისტორიული ნაწილი არ არის და შეუსაბამო არგუმენტია.
- პიროვნების შესახებ წერს ეროვნული ბიოგრაფიული ლექსიკონი — აქ წერილობითი ლექსიკონები უფრო იგულისხმება გამომდინარე იქიდან, რაც თვითონვე აღნიშნეთ.
- სამოდელო რეკლამები და გამოსვლები არ არის საფილმო, სასცენო და მისთ. დადგმა — ეს კრიტერიუმი დიდწილად მსახიობებს ეხებათ.
- უნიკალური წვლილი — დოლჩე და გაბანას ჩვენებაზე გამოსვლა უნიკალური წვლილი არ არის და შეუსაბამო არგუმენტია ზემოთ ჩამოთვლილთა მსგავსად.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ რომ სტატია არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. ძირითად კრიტერიუმებშიც არ ჯდება, დამატებითზე რომ არაფერი ვთქვათ. რაც შეეხება ქართველ მოდელებზე სტატიებს, ნებისმიერი მათგანი შეიძლება დაექვემდებაროს წაშლას ნებისმიერ დროს (პირადად არ გადამიხედია ეგ სტატიები), ამიტომ ესეც არ არის არგუმენტი და რაიმეს განმსაზღვრელი. გიო ოქრო 13:33, 7 თებერვალი 2021 (UTC)
მრავალი, მეორადი, ერთმანეთისგან და საგნისგან დამოუკიდებელი — ამის ცალ-ცალკე გამოყვანა არ ყოფილა. და ყველგან ერთი და იგივე წყარო მოიაზრება, და არა ცალკ-ცალკე. წყაროები ამ ყველაფერს ერთიანად აკმაყოფილებენ. მოდის სფეროში წვლილზე უკვე დეტალურად აღვნიშნე. ბეჭდურ ლექსიკონში პიროვნების შესახებ ინფორმაციის განთავსების მოთხოვნა, ამ სფეროს პიროვნების, მითუმეტეს ისეთ გაციფრულებულ სამყაროში, როგორიც დღესაა, ყოველგვარ აზრს მოკლებულია. სამყარო გაციფრულდა, გამოცემებიც გაციფრულდა. თვენი მიდგომა გასაგებია. სუბიექტური ბრძანდებით კონრეტულ სტატიასთან დაკავშირებით და ვიკიპედიის წესების არასწორ ინტერპრეტირებას თქვენვე ახდენთ ისევ თქვენი შეხედულებების სასარგებლოდ. მოდელები მონაწილეობენ სარეკლამო ჩვენებებში, და არა ფილმებში. ამ კრიტერიუმის მოთხოვნა თქვენი მხრიდან შეუსაბამოა. ფილმებში მსახიობები მონაწილეობენ. გარდა ამისა, მანდ აღნიშნული იყო ასევე "სხვა ფაქტორი", რასაც მიესადაგება სრულად სამოდელო საქმიანობა. მანდვე იყო ნახსენები სატელევიზიო გადაცემები, რაშიც მონაწილეობა აღნიშნულ პირს მიღებული აქვს, თან არაერთში. დაველოდები კომპეტენტური რედაქტორების გადაწყვეტილებას, --46.49.19.167 13:50, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- კრიტერიუმის დაკმაყოფილებაზე განხვავებული წარმოდგენა გაქვთ, როგორც ჩანს. მაგ კრიტერიუმებს ყველას ერთად ეგ წყაროები არ აკმაყოფილებენ. აღარ ვაპირებ ამ მიმართულებით საუბრის გაგრძელებას თქვენთან. ბეჭდურ ლექსიკონში განთავსება არც მიხსენებია არსად :) გაურკვეველი მიზნით ცდილობთ ამ ადამიანის ისეთ კრიტერიუმებში გაყვანას, რომელიც მსახიობს ან სხვას შეესაბამება. სუბიექტურობა ეს არის. ასე რომ, სტატია ნამდვილად წასაშლელია. გიო ოქრო 14:00, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- არგუმეტებთან ერთად მოვიყვანე შესაბამისი მაგალითები: წყაროები რომ განსხვავებულია, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, და საგნისგან დამოუკიდებელი ვასაბუთებ შემდეგნაირად: იტალიური ვოგი(მოდა), ჰემოკი(კულტურა), მარკეტერი (მარკეტინგი), ტვ იმედი (მულტითემატური), და სხვ. ბეჭდურის ნაცვლად ახსენეთ წერილობითი ლექსიკონი, რაც იგივეა. მოდელის და მსახიობის საქმიანობა კი პირიქით, მკვეთრად გავმიჯნე. --46.49.19.167 14:19, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- გიორგი, აქ არსებული ყველა სტატია წავშალოთ? და რა შემთხვევაში შეიძლება დავტოვოთ ეს სტატია? კიდევ რა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, სად უნდა დაიბეჭდოს პიროვნების შესახებ, რომ დამოწმებული მასალები საკმარისად მივიჩნიოთ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:20, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- რომელი ყველა სტატია? ეს სტატია ცალსახად self-populating შინაარსისაა და ისევეა წასაშლელი როგორც სხვები წაშლილა (გემახსოვრება). კრიტერიუმებში ნათლადაა მოცემული სად, როგორ, რანაირად და რამდენი უნდა დაიბეჭდოს :) გიო ოქრო 19:24, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- კესარია აბრამიძე, გვანცა ბაგრატიონი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნინა სუბლატი, ჯანეტ ქერდიყოშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თამარ შედანია - მოდელების კატეგორიაში არსებული. მითითება გამომრჩა.შენ რომელ წაშლილებსაც გულისხმობ ყველა უაზროდ იქნა წაშლილი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:29, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- ეგ შენი შეხედულებაა, ჩემი აზრით სრულად საზრიანად წაიშალა. მაგ სტატიებს არ გავცნობივარ, როცა გავეცნობი მათ წყაროებს, მერე ვისაუბროთ განხილვაში მათზე. გიო ოქრო 19:32, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- კესარია აბრამიძე, გვანცა ბაგრატიონი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნინა სუბლატი, ჯანეტ ქერდიყოშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თამარ შედანია - მოდელების კატეგორიაში არსებული. მითითება გამომრჩა.შენ რომელ წაშლილებსაც გულისხმობ ყველა უაზროდ იქნა წაშლილი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:29, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- რომელი ყველა სტატია? ეს სტატია ცალსახად self-populating შინაარსისაა და ისევეა წასაშლელი როგორც სხვები წაშლილა (გემახსოვრება). კრიტერიუმებში ნათლადაა მოცემული სად, როგორ, რანაირად და რამდენი უნდა დაიბეჭდოს :) გიო ოქრო 19:24, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- გიორგი, აქ არსებული ყველა სტატია წავშალოთ? და რა შემთხვევაში შეიძლება დავტოვოთ ეს სტატია? კიდევ რა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, სად უნდა დაიბეჭდოს პიროვნების შესახებ, რომ დამოწმებული მასალები საკმარისად მივიჩნიოთ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:20, 7 თებერვალი 2021 (UTC)
გვანცა ბაგრატიონი - ეს სტატია რომ გვაქვს ერთი წელია, კიდევ რამის წაშლაზე გვაქვს საუბარი? და რამდენია ასეთი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:30, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- ერთი „ცუდი“ მეორეს არ ამართლებს. ეგ არაფრის განმაპირობებელი არ არის. გიო ოქრო 19:33, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- მე ამით სულაც არ ვამბობ, რომ გვარლიანზე სტატია ცუდია. როგორაა ცუდი, როცა მოდის სფეროში წამყვანი სააგენტოები წერენ პიროვნებაზე და სტატია ამ ლინკებითაა დამოწმებული. ამით იმის თქმა მინდა რომ იმ სტატიებში რატომ არ გაქვს ჩასმული წაშლის თარგი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:35, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- ის სტატია არც მინახავა. ახლა ჩავსვი. მოდის სახლები რომ წერენ მოდელზე, ეგ კრიტერიუმების შესრულების წინაპირობა არ არის. გიო ოქრო 19:38, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- გიორგი, ანუ შენთვის ვოგში და სხვა მნიშვნელოვან მოდის მიმართულების გამოცემებში არსებული მასალები არაა მისაღები? აბა მოდელზე ვინ უნდა დაწეროს კიდევ, რომ პირადად შენ მისაღებად მიიჩნიო? ჟურნალი ,,თბილისელები” მისაღებია?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:41, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- გიორგი, კრიტერიუმებს გაეცანი. გიო ოქრო 19:42, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- გიორგი, ანუ შენთვის ვოგში და სხვა მნიშვნელოვან მოდის მიმართულების გამოცემებში არსებული მასალები არაა მისაღები? აბა მოდელზე ვინ უნდა დაწეროს კიდევ, რომ პირადად შენ მისაღებად მიიჩნიო? ჟურნალი ,,თბილისელები” მისაღებია?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:41, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- ის სტატია არც მინახავა. ახლა ჩავსვი. მოდის სახლები რომ წერენ მოდელზე, ეგ კრიტერიუმების შესრულების წინაპირობა არ არის. გიო ოქრო 19:38, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- მე ამით სულაც არ ვამბობ, რომ გვარლიანზე სტატია ცუდია. როგორაა ცუდი, როცა მოდის სფეროში წამყვანი სააგენტოები წერენ პიროვნებაზე და სტატია ამ ლინკებითაა დამოწმებული. ამით იმის თქმა მინდა რომ იმ სტატიებში რატომ არ გაქვს ჩასმული წაშლის თარგი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:35, 7 თებერვალი 2021 (UTC)
უცნაურია, რომ ვიკიპედიის რედაქტორები საკითხის შესახებ საკუთარი განხილვის გვერდებზე წერენ, რომ ეს საკითხი მათი სფერო არაა. არც მე და გიორგი ვართ მოდის ექსპერტები, მაგრამ ასე თუ ისე მისაღებ, თუ არამისაღებ დისკუსიაში ვმონაწილეობთ. ან ვიკიპედიაზე ვინაა ყველაფრის ექსპერტი? არავინ! მე საერთოდ პროფესიით ისტორიკოსი ვარ. დავიჯერო თქვენი პროფესიის მიღმა არაფერზე დაგიწერიათ და აზრი დაგიფიქსირებიათ? მაგრამ სტატიის წაშლასა და არ წაშლაზე და დამოწმებული მასალის რეალურობასა თუ არარეალურობაზე აზრის დაფიქსირება ყველა ვიკიპედიელს შეგვიძლია და მეტიც, რადგან მსგავსი საკითხები ხმათა რაოდენობით წყდება აუცილებლად უნდა ჩაერიოთ კიდეც. რამდენი წელი ველოდოთ მოდის ექსპერტები როდის შემოაღებენ ვიკიპედიის კარს და გასცემენ ნორმალურ პასუხს მომხმარებელს, რომელმაც სტატია დაწერა და შეიძლება წაუშალონ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:52, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- დავამატებდი, რომ ხმათა უმრავლესობით არ წყდება. კრიტერიუმებთან შეუსაბამობაა მთავარი და არა ის, ვის უნდა დატოვება და ვის — არა. ხმათა უმრავლესობით შეგვეძლო კრიტერიუმების არქონის დროს გვემოქმედა. გიო ოქრო 19:54, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- არა გიორგი, შენ გეშლება. ვიკიპედიაზე ერთი პიროვნება არ წყვეტს არაფერს და ეს კარგად უნდა იცოდე და ამას ვებრძვით აქ რა ხანია. ყველაფერი განხილვების და დისკუსიების შედეგად წყდება. ამ კრიტერიუმებში კი მოდელების შესახებ თუ რამ კრიტერიუმს წააწყდი ჩვენც გაგვაგებინე და ზოგადად, ჩემი გამოტანილი აზრით ნამდვილად აკმაყოფილებს (გააზრება ნამდვილად არ მიჭირს). ზოგადად ეს კოპირებული კრიტერეუმები სრულიად უადგილოა ქართული ვიკიპედიისთვის და ჩვენ გვაქვს დასაწერი ქართული ვიკიპედიის წესები, თუნდაც ინგლისურენოვანის საფუძველზე. მორგებული უნდა იყოს ქართულ რეალობას, ქართულ სივრცეში ცნობადობას და ა.შ. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:03, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- მე არაფერიც არ მეშლება :) როცა მივიღებთ მაგ კრიტერიუმებს, მერე ვიმოქმედოთ მათით. ჯერ-ჯერობით არსებობს სხვა კრიტერიუმები. მე არ და ვერ ვწყვეტ წაიშალოს თუ არა. არსებულ კრიტერიუმებში ეს სტატია არ ჯდება — გარკვევითაა აღნიშნული აქაც (ზემოთ) და კრიტერიუმთა გვერდზეც. გიო ოქრო 20:07, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- ჩემს პოზიციას მალე დავაფიქსირებ, იქამდე კი მაინტერესებს, რატომ დამოწმდა სტატია, რომლის ირგვლივაც ამხელა განხილვა მიდის? — Mikheil მიწერა 17:02, 8 თებერვალი 2021 (UTC)
- იმიტომ, რომ შევამოწმე ტექსტიან-სქოლიოიანად, ყოველი ლინკი. ესაა შემოწმების მნიშვნელობაც და თანაც შემოწმდა იმავე წაშლის თარგით, რის ირგვლივაცაა ეს დისკუსია. აბა რა დავარღვიე ამით, იქნებ მითხრათ არის სადმე რაიმე წესი იმაზე რომ არ უნდა შემემოწმებინა?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:06, 8 თებერვალი 2021 (UTC)
- პირადად მე არც ამ პიროვნებას ვიცნობ, არც სტატიის შემომტანს. მომხმარებელმა მომმართა განხილვის გვერზე (და არა მხოლოდ მე), შესაბამისად თავი ვალდებულად ჩავთვალე განმეხილა საკითხი, სტატია მომერგო ვიკიპედიის სტანდარტებს. თარგში დაფიქსირებულ საკითხს - წაშლის მოთხოვნას ხელს არ უშლის სტატიის შემოწმება (შემოწმება შემოწმების შემდეგ), თარგში მითითებულია ,,განხილვის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სტატიის გაუმჯობესება, თუმცა გთხოვთ, თავი შეიკავოთ სახელის შეცვლისა და შინაარსის არამოტივირებული წაშლისაგან. განხილვის დასრულებამდე არ ამოიღოთ ეს თარგი სტატიიდან”. აბა აქედან რომელი დავარღვიე? თუ არცერთი, მაშინ პასუხი გაცემულია და ველით თქვენს მოსაზრებას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:17, 8 თებერვალი 2021 (UTC)
- აჰა, იმასაც ვერ ხვდები, რა დაარღვიე. საერთოდ ვერ აცნობიერებ, რას ემსახურება სტატიების შემოწმების მექანიზმი. კარგად გადახედე შემოწმების კრიტერიუმებს. წაშლის თარგის მქონე სტატიების დამოწმება დაუშვებელია, თუნდაც ეს თარგი საკამათო იყოს. შემოწმებული სტატიები წარმოადგენს ვიკის ერთგვარ სტანდარტს. ფაქტობრივად, ასეთი საქციელი მომხმარებლისთვის შემმოწმებლის სტატუსის მოხსნის საფუძველია. — Mikheil მიწერა 21:01, 8 თებერვალი 2021 (UTC)
- პირადად მე არც ამ პიროვნებას ვიცნობ, არც სტატიის შემომტანს. მომხმარებელმა მომმართა განხილვის გვერზე (და არა მხოლოდ მე), შესაბამისად თავი ვალდებულად ჩავთვალე განმეხილა საკითხი, სტატია მომერგო ვიკიპედიის სტანდარტებს. თარგში დაფიქსირებულ საკითხს - წაშლის მოთხოვნას ხელს არ უშლის სტატიის შემოწმება (შემოწმება შემოწმების შემდეგ), თარგში მითითებულია ,,განხილვის პარალელურად თქვენ შეგიძლიათ სტატიის გაუმჯობესება, თუმცა გთხოვთ, თავი შეიკავოთ სახელის შეცვლისა და შინაარსის არამოტივირებული წაშლისაგან. განხილვის დასრულებამდე არ ამოიღოთ ეს თარგი სტატიიდან”. აბა აქედან რომელი დავარღვიე? თუ არცერთი, მაშინ პასუხი გაცემულია და ველით თქვენს მოსაზრებას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:17, 8 თებერვალი 2021 (UTC)
- იმიტომ, რომ შევამოწმე ტექსტიან-სქოლიოიანად, ყოველი ლინკი. ესაა შემოწმების მნიშვნელობაც და თანაც შემოწმდა იმავე წაშლის თარგით, რის ირგვლივაცაა ეს დისკუსია. აბა რა დავარღვიე ამით, იქნებ მითხრათ არის სადმე რაიმე წესი იმაზე რომ არ უნდა შემემოწმებინა?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:06, 8 თებერვალი 2021 (UTC)
- ჩემს პოზიციას მალე დავაფიქსირებ, იქამდე კი მაინტერესებს, რატომ დამოწმდა სტატია, რომლის ირგვლივაც ამხელა განხილვა მიდის? — Mikheil მიწერა 17:02, 8 თებერვალი 2021 (UTC)
- მე არაფერიც არ მეშლება :) როცა მივიღებთ მაგ კრიტერიუმებს, მერე ვიმოქმედოთ მათით. ჯერ-ჯერობით არსებობს სხვა კრიტერიუმები. მე არ და ვერ ვწყვეტ წაიშალოს თუ არა. არსებულ კრიტერიუმებში ეს სტატია არ ჯდება — გარკვევითაა აღნიშნული აქაც (ზემოთ) და კრიტერიუმთა გვერდზეც. გიო ოქრო 20:07, 7 თებერვალი 2021 (UTC)
- არა გიორგი, შენ გეშლება. ვიკიპედიაზე ერთი პიროვნება არ წყვეტს არაფერს და ეს კარგად უნდა იცოდე და ამას ვებრძვით აქ რა ხანია. ყველაფერი განხილვების და დისკუსიების შედეგად წყდება. ამ კრიტერიუმებში კი მოდელების შესახებ თუ რამ კრიტერიუმს წააწყდი ჩვენც გაგვაგებინე და ზოგადად, ჩემი გამოტანილი აზრით ნამდვილად აკმაყოფილებს (გააზრება ნამდვილად არ მიჭირს). ზოგადად ეს კოპირებული კრიტერეუმები სრულიად უადგილოა ქართული ვიკიპედიისთვის და ჩვენ გვაქვს დასაწერი ქართული ვიკიპედიის წესები, თუნდაც ინგლისურენოვანის საფუძველზე. მორგებული უნდა იყოს ქართულ რეალობას, ქართულ სივრცეში ცნობადობას და ა.შ. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:03, 7 თებერვალი 2021 (UTC)
მიხეილ, არც ის შეიძლება რომ ადმინისტრატორი სამი თვის განმავლობაში შესაბამისი რაოდენობის წვლილს ვერ აგროვებდეს, მაგრამ მაინც ადმინისტრატორი იყოს. როდისმე ეს შენთვის შემიხსენებია? ჯერჯერობით მე არა, მაგრამ სხვებს არაერთხელ, მაგრამ ვინმე ითვალისწინებს? შემოწმება არ შეიძლებ შემდეგ შემთხვევებში: ,,სტატიების შემოწმება არის ქართული ვიკიპედიის სტატიების შემოწმებისა და სრულყოფის პირველი ეტაპი. მისი მთავარი მიზანია ყველაზე სერიოზული დარღვევების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა. შემოწმებული ვერსია აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს ხარისხის მინიმალურ კრიტერიუმებს და არ უნდა შეიცავდეს შემდეგ სერიოზულ დარღვევებს:
- სტატიაში არ უნდა იყოს აშკარა ვანდალიზმი;
- სტატიაში არ უნდა იყოს ცილისწამება ცოცხალ ადამიანთა მიმართ;
- კითხვის კომფორტულობა (სტატიაში არ უნდა იყოს „გიგანტომანია“, სიჭრელე და მისთ.);
- მცდარი ინფორმაციის არ ქონა (ან მისი მონიშვნა შესაბამისი თარგებით: {{წყარო}} და {{ფაქტი}});
- სტატიაში არ უნდა იყოს ვიკიპედიის არამიზანშეწონილად გამოყენება (ე.წ. „სპამი“);
- სტატიაში არ უნდა იყოს აშკარად მოძველებული ინფორმაცია (მაგ. ამით სავსეა ქართული საბჭოთა ენციკლოპედია);
- მინიმუმ ერთი კატეგორიის ქონა;
- სტატიაში უნდა იყოს მითითებული თუნდაც ერთი წყარო;
შემდეგი კრიტერიუმები მიზანშეწონილია, მაგრამ არააუცილებელია —
- სტატიაში არ უნდა იყოს პუნქტუაციური ან ვიკიპედიური შეცდომები;
- სტატია უნდა იყოს კარგად გაფორმებული;
- სტატიაში უნდა იყოს მინიმუმ ერთი ინტერვიკი (თუ იგი არსებობს);
ჩაამატეთ ამ საკითხებში ეგეც, რომ ამ თარგის შემთხვევაში შემოწმება არ შეიძლება და ამის შემდეგ ჩამოართვი შემმოწმებლის სტატუსი დამრღვევს. არადა მაგ თარგში წერია, რომ სტატიის გაუმჯობესება შესაძლებელია და მე ასე მოვიქეცი. თუმცა არ გამიკვირდება შურისძიების მოტივით ეგ სტატუსი ჩამომართვათ.:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:28, 8 თებერვალი 2021 (UTC)
- საკითხი ძალიან მარტივია, დამწყებმა ვიკიპედიელმაც კი იცის, რომ წასაშლელად მონიშნული სტატიების დამოწმება მიუღებელია და მორჩა. უკაცრავად, მაგრამ ამხელა და თან ბოღმით გაძეძგილ პასკვილს ვერ წავიკთხავ. არ გაითვალისწინებ? ნება შენია, პასუხი შესაბამისი იქნება. წარმატებები! — Mikheil მიწერა 22:01, 8 თებერვალი 2021 (UTC)
სტატიის წაშლის წინააღმდეგ ვარ, თუნდაც Imdb-ზე პიროვნების ყოფნა საკმარისია ჩემთვის --M. განხილვაწვლილი 05:17, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- IMDb-ზე წერია ზუსტად ერთი წინადადება :) გიო ოქრო 05:44, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- იხ. Memento Mori (2021) ფილმში მონაწილეობს. კადრი ფილმიდან--ცანგალა/გ 08:12, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- თუ ეს სტატია შენარჩუნდება სტატია „თაკო ნაცვლიშვილი“ აუცილებლად უნდა აღდგეს, ნამდვილად არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს დისკუსია, მაგრამ თუ ეს სტატია ენციკლოპედიურად ჩაითვლება და შენარჩუნდება ანალოგიური უნდა გაიზიაროს იმ სტატიამაც (თაკო ნაცვლიშვილი) რომელზეც დავა ერთ თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა და ბოლოს წაიშალა----ჯეო2007განხილვაწვლილი 08:32, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- @Zangala ერთი ფილმის ნაწყვეტში გამოჩენა საერთოდ არ ნიშნავს, რომ ცნობადობას აკმაყოფილებს. კრიტერიუმებში ნათლადაა მოცემული. გიო ოქრო 13:33, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- მე მხოლოდ მაგალითი მოვიყვანე. რისი უფლებაც მქონდა. წაშლა/დატოვებაზე არაფერი მითქვამს.--ცანგალა/გ 13:45, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- არაფრისმომცემია, ეს ავღნიშნე. გიო ოქრო 13:56, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- მე მხოლოდ მაგალითი მოვიყვანე. რისი უფლებაც მქონდა. წაშლა/დატოვებაზე არაფერი მითქვამს.--ცანგალა/გ 13:45, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- @Zangala ერთი ფილმის ნაწყვეტში გამოჩენა საერთოდ არ ნიშნავს, რომ ცნობადობას აკმაყოფილებს. კრიტერიუმებში ნათლადაა მოცემული. გიო ოქრო 13:33, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- აღნიშნულ ფილმში "მემენტო მორი" მატილდა გვარლიანი ფილმის ნაწყვეტში კი არ ჩნდება, არამედ ფილმის მთავარი გმირია. როლზე შეირჩა თავისი უნიკალური და სახასიათო გარეგნობის გამო. რასაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში - მაღალი მოდის ბრენდები აფასებენ და საკუთარ სახედ გაიხადეს მატილდა. --212.72.143.62 14:25, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- ეს რეალურად არაფერს ცვლის, ისევ კრიტერიუმებიდან გამომდინარე :) გიო ოქრო 14:40, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- აღნიშნულ ფილმში "მემენტო მორი" მატილდა გვარლიანი ფილმის ნაწყვეტში კი არ ჩნდება, არამედ ფილმის მთავარი გმირია. როლზე შეირჩა თავისი უნიკალური და სახასიათო გარეგნობის გამო. რასაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში - მაღალი მოდის ბრენდები აფასებენ და საკუთარ სახედ გაიხადეს მატილდა. --212.72.143.62 14:25, 9 თებერვალი 2021 (UTC)
დამატებითი არგუმენტები
რედაქტირებამოგესალმებით, მეგობრებო. მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩაერთეთ დისკუსიაში. მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე საკითხზე:
წყაროებად დამოწმებული მაქვს საქართველოში წამყვანი და რეიტინგული ტელევიზიების სიუჟეტები. მაგალითად, რუსთავი 2, ტელეკომპანია იმედი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 1 tv.ge. ასევე, ავტორიტეტული ონლაინგამოცემები. ყველა ეს მედიასაშუალება მაუწყებლობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული უფლებით. ყველა ეს მედიასაშუალება აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ იკვლევენ და მათ შესახებ ანგარიშებს წარადგენენ ყოველწლიურად. მაგალითად, Humans Rights Watch და სხვ. ამრიგად, ამ მედიასაშუალებებს და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე მეტი დამაჯერებლობა გააჩნია, ვიდრე უბრალოდ პერსონალურ ბლოგებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტელევიზიებისა თუ ონლაინგამოცემების მიერ მომზადებული ჟურნალისტური მასალები კონკრეტულად მიძღვნილია მატილდა გვარლიანის პერსონის მიმართ, ინტერვიუების მთავარი თემა სწორედ მატილდა გვარლიანის სამოდელო კარიერაა. აღსანიშნავია, ასევე, რომ ეთერები, რომლებშიც მატილდა მთავარ სტუმრად არის მიწვეული, წარმოადგენს კულტურულ-სოციალური თემატიკის სატელევიზიო გადაცემებს, და არა ე.წ. ყვითელ შოუებს.
ისევ წყაროებთან დაკავშირებით, მინდა, პარალელი გავავლო რამდენიმე სტატიასთან ქართული ვიკიპედიიდან უცხოელი მოდელების შესახებ. მაგალითისთვის, ადრიანა ლიმა. სტატიის წყაროებია: Vogue Italy, Fashion Model Directory, Models.com, IMDb - ეს ყველა წყარო, ასევე, წერს მატილდა გვარლიანზე, და ყველა ეს აღნიშნული წყარო ჩემს სტატიაშიც არის მითითებული. მსგავსი წყაროები (ვგულისხმობ, მოდის საიტებსა და ჟურნალებს) გამოყენებულია ასევე სტატიაში „კაროლინა კურკოვი“, რომლის ავტორიც არის ოქროს ბოტი (რომელიც ეკუთვნის მომხმარებელ გიო ოქროს). ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდელების საქმიანობის დასადასტურებლად ე.წ. აკადემიური წყაროები აუცილებლობას არ წარმოადგენს (მაშინ გამოდის, რომ ყველა სტატია მოდელების შესახებ წასაშლელია). გარდა ამისა, მოგეხსენებათ, მოდის სფეროზე, ყოველშემთხვევაში საქართველოში, კლასიკური გაგებით კვლევები, სადისერტაციო ნაშრომები და სხვ. არ იწერება. ორმაგი სტანდარტების დაწესება კი, უსამართლობა იქნება - როცა ერთსა და იმავე კატეგორიის სტატიებს შორის ერთს გაცილებით მკაცრ და შეუსაბამო მოთხოვნებს უყენებ.
აქ ერთმა ვიკიპედიელმა ახსენა, და არ შემიძლია, არ შევეხო სტატიას თაკო ნაცვლიშვილის შესახებ. თაკო ნაცვლიშვილი, ისევე, როგორც მატილდა, არის ქართული მოდის ინდუსტიის გამოჩენილი და საამაყო სახე. შეიძლება ითქვას, პიონერი ამ მიმართულებით. იგი გახდა არმანის სახე, რაც უდიდესი წარმატებაა. თაკო ნაცვლიშვილის შესახებ სტატია დადასტურებულია ინგლისურენოვან ვიკიპედიაში, ქართულში კი რატომღაც წაშლილია (იმ სტატის შექმნაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც განხილვა მინახავს). გამოდის, რომ ქართული ვიკიპედია მოდის ინდუსტრიას არ ცნობს? მაშინ გადავარქვათ სახელი და დავარქვათ ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობარი.
გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა მოდის სფეროში ვერ ერკვეოდეს, თუმცა, ალბათ, განხილვის გვერდიც ამიტომ არსებობს - დისკუსიის საფუძველზე მივიღოთ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. --46.49.19.167 19:42, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- ერთი პირობითად „ცუდი“ სტატია არ ამართლებს მეორეს. საერთოდ არაფერ შუაშია ზემოხსენებული სტატიები თუკი წასაშლელია, არგუმენტების მოყვანა განხილვის გვერდზე ყველას შეუძლია. რაც შეეხება ოქროს ბოტს, სტატია ოქროს ბოტის შექმნილი არ არის :) უკეთესად გადაამოქმეთ. „მოდის ინდუსტრიას არ ცნობს“ — მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებზე არსებობს კრიტერიუმები (რაც, მაგალითად, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებზე ბევრად მარტივია), რომლებიც სტატიამ უნდა დააკმაყოფილოს. ისევე როგორც წაიშალა თაკო ნაცვლიშვილის სტატია, მისი არაენციკლოპედიურობის გამო (და კიდევ ბევრი სხვა), ესეც წასაშლელია. „ორი ქართველი მოდელი გამოვიდა დოლჩე-გაბანას ჩვენებაზე“ — ეს ენციკლოპედიურობის გნმსაზღვრელი არ არის. ვიკიპედია არის ენციკლოპედია და არა ბლოგი და ყველაფრის საცავი. გიო ოქრო 19:51, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- მატილდა მხოლოდ ერთ ჩვენებაზე არ გამოსულა. ვინც ამ განხილვას გაეცნობით, გთხოვთ, გადახედოთ სტატიაში მოყვანილ წყაროებს და დააფიქსიროთ თქვენი ობიექტური შეხედულება. მომხმარებელ გიო ოქროს დამოკიდებულება გასაგებია. ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ მაინც მოსაზრებაა და მადლობა მას დაფიქსირებისთვის. მიმაჩნია, რომ მატილდას სტატია არსებობას იმსახურებს, მისი წარმატებული გზა კი დაფასებას იმით, რომ ვიკიპედიაზე მისმა სტატიამ იარსებოს. არამხოლოდ წარმატებული გზის გამო, არამედ მისი დადასტურებული ცნობადობის გამოც. გთხოვთ, ყველამ გადახედოთ ზემოაღნიშნულ არგუმენტებსა და წყაროებს, რომელიც სტატიაშია (ზოგი მათგანი მოგვიანებით დავამატე, ჯერ არ არის დადასტურებული და თქვენთან რამდენად ჩანს, არ ვიცი) და რაც შესაძლოა მოკლე ვადაში მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. დიდი მადლობა. --46.49.19.167 20:12, 9 თებერვალი 2021 (UTC)
ჩემი პირადი აზრით აბსოლუტურად სწორი და მისაღები არგუმენტი აქვს მომხმარებელს, რომელიც ითხოვს სტატიის დატოვებას. არ ვიცი, კიდევ რა რესურსით უნდა დამოწმდეს სტატია, რომ გიორგიმ აზრი შეიცვალოს, მაგრამ აზრის შეცვლა არცაა საჭირო, ვფიქრობ ისედაც ნათელია, რომ ასეთი არგუმენტები გათვალისწინებას საჭიროებენ. პიროვნება ცნობადია. ამჟამინდელი მდგომარეობით, არსებული გამოხმაურებებიდან სამი რედაქტორი ვემხრობით სტატიის დატოვებას (თუმცა ცანგალას ზუსტი პოზიცია მაინც არ ვიცი, იმედია უკეთ დაწერს), ერთი ითხოვს წაშლას. ერთიც აზრის მოგვიანებით დაფიქსირებას შეგვპირდა. დანარჩენებიც ჩაერთეთ დისკუსიაში და დააფიქსირეთ პოზიცია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:43, 9 თებერვალი 2021 (UTC)
- ცნობადობა მარტო ის ნუ გგონიათ, ხალხის გარკვეული ნაწილი რომ სცნობს :) ცნობადობის კრიტერიუმები ნათლადაა წარმოდგენილი. ეს სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ძირითადსაც და დამატებითსაც (მოდელებზე), რასაც არ აკმაყოფილებს ამჟამინდელი მდგომარეობით. თუგინდ 10-ნი მიემხრეთ დატოვებას, არ აკმაყოფილებს და რაოდენობა არაფერს ცვლის. კრიტერიუმები ამისთვისაა. მსგავსად წაიშალა უწინ სხვა სტატიები და აქაც იგივე უნდა მოხდეს. გიო ოქრო 09:35, 10 თებერვალი 2021 (UTC)
- ეს სტატია აკმაყოფილებს ყველა ძირითად და დამატებით კრიტერიუმს ცნობადობის შესახებ. (მიუხედავად იმისა, რომ კრიტერიუმებში ხაზგასმულია ყოველი შემთხვევისთვის, რომ დამატებითი კრირეტიუმების დაკმაყოფილება აუცილებელი არ არის (ამიტომაც ჰქვია დამატებითი)). თუმცა ეს სტატია დამატებით კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს. ის ფაქტი, რომ თქვენი მხრიდან მოდის სფერო სერიოზულ საქმიანობად არ აღიქმება, არ ნიშნავს იმას, რომ მოდის სფერო არ არსებობს. როგორც მოიხსენიეთ, რომ "ორი ქართველი დოლჩე და გაბანაზე გამოვიდა" - ეს არაფერს კი არა, ძალიან ბევრს ნიშნავს ამ სფეროში (და მარტო ეს გამოსვლა არ ყოფილა, მაგალითად მოვიყვანე). თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენს შრომობენ მოდელები, ათასობით სხვა მოდელს( მთელი მსოფლიოდან) უწევენ კონკურენციას ქასთინგებზე, რომ თუნდაც ამ ერთი რანვეისთვის შეარჩიონ. და რადგან შეირჩა, ეს ამ სფეროში უკვე ძალიან დიდი მიღწევაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოდელები საქმიანობენ და ცნობილები ხდებიან შოუებსა და ქემფეინებში მონაწილეობით. საკვირველია, რას ითხოვთ სხვას მოდელებისგან? ცნობადობა და აღიარებაც ამ კემფეინებში გამოჩენამ მოუტანა მატილდა გვარლიანს. არც ის ფაქტი ნიშნავს არაფერს, რომ პირადად თქვენ არ გსმენიათ მისი პიროვნების შესახებ (მე რომ რამე არ ვიცი, ეს მხოლოდდამხოლოდ ჩემი ბრალი მგონია, და ასეც უნდა იყოს). მოდისა და, ზოგადად, კულტურის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის(სულ ცოტა) მატილდა გვარლიანი კარგად ნაცნობი პერსონაა. ზემოთ ბევრი მაგალითი მოვიყვანე, მათ აღარ გავიმეორებ, თუმცა, დამერწმუნეთ, საქართველოში ყველაზე ცნობილი მოდის ფბ-გვერდის 250 000-ივე გამომწერი (ეს სულ ცოტა/ყველაზე პესიმისტური გათვლებით) მას შესანიშნავად იცნობს. სხვა მოდელების შესახებ სტატიებს კი რაც შეეხება, კი არ უნდა წაიშალოს, არამედ პირიქით, შეივსოს და კიდევ უფრო მეტი დაიწეროს სხვებზეც. ესაა თავისუფალი, თანამედროვე ციფრული ენციკლოპედია. მაშინ დავსხდეთ და ველოდოთ, როდის აღდგება საბჭოთა კავშირი და როდის გამოიცემა საბჭოთა ენციკლოპედიების ტომეული ხელახლა, როდის ჩაიწერება მასში რაღაც, რომ იქიდან გადმოაკოპიროთ და თქვენთვის სანდო წყარო იყოს. მე დავასრულე. თქვენი თვითმიზანი ამ სტატიის წაშლა გახდა, მე მხოლოდ ამას ვხედავ უკვე და აღარ მგონია, აზრი ჰქოდეს რაიმეს განხილვას პირადად თქვენთან. --212.72.143.62 10:19, 10 თებერვალი 2021 (UTC)
- საერთოდ რომ არ გესმით ვიკიპედია, ეს გასაგებია. დამატებითი კრირეტიუმების დაკმაყოფილება აუცილებელი არ არის — ეს საიდან მოიტანეთ? როგორც გაწყობთ ისე ახდენთ ინტერპრეტაციას, თუმცა წარუმატებლად. ეს სტატია და უკვე წაშლილი მრავალი სტატია არ აკმაყოფილებს ცნობადობას (არც ძირთადს და არც დამატებითს). ფბ-, ტიკტოკ- და ინსტაგრამგვერდების გამომწერთა რაოდენობა ქართულ ვიკიპედიაში ცნობადობის განმსაზღვრელი არ არის. რაც შეეხება საბჭოთა ენციკლოპედიას, იქიდან ბევრად ღირებული ენციკლოპედიური მასალის გადმოტანა და მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ამ და უკვე აწ-წაშლილი სტატიებიდან. თან, სანდო წყაროზე არაფერი გვითქვავს, სანდოობა ამ წუთას მთავარი არ არის. ასე რომ, თუკი იცავთ, უკეთესი არგუმენტებია საჭირო და არა თითიდან გამოწოვილი. გიო ოქრო 10:29, 10 თებერვალი 2021 (UTC)
- მატილდა გვარლიანი არის ცნობილი ქართველი მოდელი, ამას მოწმობს არაერთი, სანდო და საგნისგან დამოუკიდებელი წყარო. მარტივი ჭეშმარიტებაა: ორჯერ ორი ოთხია, ჯამი ჭურჭელია, მატილდა გვარლიანი ძალიან ცნობილი და წარმატებული ქართველი მოდელია. თქვენ თუ გინდათ თვალში ნაცარი შეიყაროთ, შეიყარეთ. --212.72.143.62 10:57, 10 თებერვალი 2021 (UTC)
- შესაძლოა არის ცნობილი ქართველი მოდელი, თუმცა ეს ცნობადობა ვიკიპედიის ცნობადობას არ შეესაბამება, ძალიან ნათლად ჩანს. ნაცარს ვინ ვის აყრის, ეს კიდევ საკითხავია. გიო ოქრო 11:00, 10 თებერვალი 2021 (UTC)
გიორგი, მსგავსი ამბავი ატეხე სტატიაზე ნიკა გუჯეჯიანი, მაგრამ სწორედ ვიკიპედიელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დარჩა. ასე რომ განხილვას ყოველთვის აქვს აზრი და მგონი ნამდვილად სხვანაირად გესმის ეგ დაუმთავრებელი ,,კრიტერიუმები" რომლის ამჟამინდელ რედაქციასაც კი ნამდვილად აკმაყოფილებს ეს სტატია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:59, 10 თებერვალი 2021 (UTC)
- @გიორგი ჩუბინიძე მაშინ ეს წესები არ იყო და მიტომ. კრიტერიუმი იმისთვისაა, რომ მის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ და არა „ჩემი აზრით ცნობილია“-თი. არაფერს არ აკმაყოფილებს, ძირითადებსაც კი, დამატებითზე რომ არაფერი ვთქვათ. გიო ოქრო 14:08, 10 თებერვალი 2021 (UTC)
ჩემი აზრით სტატიას აქვს არსებობის უფლება Georgiano განხილვაწვლილი 15:15, 11 თებერვალი 2021 (UTC)
- კრიტერიემების მიხედვით უნდა ვიმსჯერლოთ, და არა „ჩემი აზრით“. გიო ოქრო 16:39, 11 თებერვალი 2021 (UTC)
- გასაგებია. კრიტერიუმებიდან და კომენტარებიდან გამომდინარე დავწერე ჩემი აზრი. სტატიის წაშლას არ ვემხრობი და მხარს ვუჭერ ზოგიერთი მომხმარებლის არგუმენტებს. ყოველი შემთხვევისთვის ხმებით თუ გადაწყდა სტატიის დატოვება არ დატოვების საკითხი, ჩემი ხმა დაფიქსირებული იქნება. ასევე ვფიქრობ რომ სტატია დასახვეწია და ამჟამინდელი ფორმით ნაკლებად აკმაყოფილებს სტანდარტებს Georgiano განხილვაწვლილი 11:54, 12 თებერვალი 2021 (UTC)
- სტანდარტებსაც ნაკლებად აკმაყოფილებს და კრიტერიუმებსაც :) გიო ოქრო 11:57, 12 თებერვალი 2021 (UTC)
- გასაგებია. კრიტერიუმებიდან და კომენტარებიდან გამომდინარე დავწერე ჩემი აზრი. სტატიის წაშლას არ ვემხრობი და მხარს ვუჭერ ზოგიერთი მომხმარებლის არგუმენტებს. ყოველი შემთხვევისთვის ხმებით თუ გადაწყდა სტატიის დატოვება არ დატოვების საკითხი, ჩემი ხმა დაფიქსირებული იქნება. ასევე ვფიქრობ რომ სტატია დასახვეწია და ამჟამინდელი ფორმით ნაკლებად აკმაყოფილებს სტანდარტებს Georgiano განხილვაწვლილი 11:54, 12 თებერვალი 2021 (UTC)
@MIKHEIL--46.49.19.167 09:50, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- სამწუხაროდ, იკვეთება წონადობის დაბალი მაჩვენებელი. არანაირი აკადემიური ლიტერატურა, არ ჩანს მნიშვნელოვნება. ამ ეტაპზე, ამ სტატიის არსებობას ამ ფორმით, აზრი არ აქვს, ამდენად, სტატია წაიშალა. - OTOGI Messages 07:58, 9 აპრილი 2021 (UTC)