ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2011/განხილვა:ჭოღოშვილი, მარინე
რამდენად არის შესატანი ვიკიპედიაში მინისტრის მოადგილეები? რა დამსახურების მიხედვით? --ცანგალა (გ) 19:52, 20 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
იმავე დამსახურების მიხედვით, რა დამსახურების მიხედვითაც შედიან ვიკიპედიაში სხვა ქვეყნის საჯარო მოხელეები. ეს არის ელემენტარული ინფორმაცია სახელმწიფო აპარატზე. — — 178.134.93.221 14:49, 21 ივლისი 2011 (UTC)სლ[უპასუხე]
- ვიკიპედიაში (და ნებისმიერ სხვა ენციკლოპედიაში) შედიან მხოლოდ ის პირები (მათ შორის საჯარო მოხელეები), რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილები არიან. დიდი დამსახურება აქ მეორე ხარისხოვანია -/ შეიძლება პირიქით, ადამიანი თავისი უზნეობით ან რამე უარყოფითი თვისებით იყოს ცნობილი საზოგადოებაში და მასზე დაიწეროს სტატია. მე პირადად ეჭვი მეპარება, ქალბატონი მარინე ფართო საზოგადოებისათვის იყოს ცნობილი. შეიძლება დამსახურება ბევრი აქვს, მაგრამ არაა ცნობილი, ვიკიპედიის ფუნქცია არაა უცნობი ადამიანის ცნობილად ქცევა. თუკი ვინმე დაასაბუთებს, რომ ეს პიროვნება ცნობილია ფართო საზოგადოებისათვის, მაშინ შეიძლება სტატიის დატოვებაზე ფიქრი. — დავით პასუხი 14:58, 21 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- მე ვფიქრობ, რომ წასაშლელია. 2008 წლიდან ყოფილა მინისტრის მოადგილე და მე დღეს პირველად გავიგე მისი სახელი და გვარი--David 15:29, 21 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- გეთანხმებით, წასაშლელია. — მიხეილ (მომწერე) 20:01, 21 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- ჰო, მაგრამ ეს სტატია არ ემსახურება ვინმეს ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ჩვეულებრივი ენციკლოპედიური სტატია, რომელიც შეიცავს კონკრეტული საჯარო პირის შესახებ ინფორმაციას. — 178.134.93.221 22:32, 21 ივლისი 2011 (UTC)სლ[უპასუხე]
- საჯარო პირია ჩემი სკოლისდროინდელი დამრიგებელიც. საჯაროობა არაფერ შუაშია. ცნობილია? — დავით პასუხი 05:22, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- პირადად მე არც კი მსმენია მის შესახებ, ახლა გავიგე პირველად.—G.G. 06:37, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- საჯარო პირია ჩემი სკოლისდროინდელი დამრიგებელიც. საჯაროობა არაფერ შუაშია. ცნობილია? — დავით პასუხი 05:22, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- მე კი დატოვების მომხრე ვარ. ჩვენი მოქმედი პოლიტიკის თანახმად, პარლამენტის ყველა წევრი სტატიას იმსახურებს. გარდა ამისა, კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტიც საკმაოდ მნიშვნელოვანია.--გიორგი; 07:24, 22 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- დავით, თქვენი დამრიგებელი სახელმწიფო აპარატის წევრია? — 178.134.93.221 22:13, 22 ივლისი 2011 (UTC)სლ[უპასუხე]
- «ჩვენი მოქმედი პოლიტიკის თანახმად, პარლამენტის ყველა წევრი სტატიას იმსახურებს» — აი აქ გაჩნდა დიდი კითხვის ნიშანი. გიო, გვაქვს რაიმე პრეცედენტი აქამდე მსგავსი? მე არ მახსოვს... არც წესი მახსოვს, არც პრეცედენტი — შეიძლება უცხოურშია. სხვა საკითხია ის, რომ არც მინისტრი და არც მისი მოადგილე არ არიან პარლამენტის წევრები. რაც შეეხება ჩემს დამსახურებულ, პატივცემულ და პატივსაცემ დამრიგებელს, ის საჯარო მოხელეა, ისევე როგორც ქალბატონი მარინე. და თქვენ ვერაფრით მისაბუთებთ, რომ ქალბატონი მარინე ჩემს დამრიგებელზე ცნობილი პიროვნებაა. და საერთოდ, თუკი მე ეჭვი შემეპარება ან სტატიის შინაარსში ან სულაც ამ პიროვნების არსებობაში, ამასაც ვერ დამისაბუთებთ სავარაუდოდ. — დავით პასუხი 09:31, 23 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- რატომ ვერ დაგისაბუთებთ ვითომ? :) — 178.134.93.221 14:01, 23 ივლისი 2011 (UTC)სლ[უპასუხე]
- სცადეთ. — დავით პასუხი 16:44, 23 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- აუცილებლად :) — 178.134.93.221 22:20, 24 ივლისი 2011 (UTC)სლ[უპასუხე]
- რატომ ვერ დაგისაბუთებთ ვითომ? :) — 178.134.93.221 14:01, 23 ივლისი 2011 (UTC)სლ[უპასუხე]
- წყაროების არ ქონა სხვა საკითხია. სტატიის დასატოვებლად, უპირველეს ყოვლისა მას სანდო წყაროები უნდა მიეთითოს. კამათის გაგრძელება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება.--გიორგი; 04:32, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მეც ვფიქრობ რომ წასაშლელია. პარლამენტართან შედარება არ მეჩვენება სწორად, რადგან პარლამენტარი პოლიტიკოსია, მინისტრის მოადგილე კი მხოლოდ საჯარო მოხელეა და მეტი არაფერი. ჩვენ ხომ აქ საჯარო მოხელეთა (მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს დეპარტამენტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, სსიპ-ების დირექტორები) და მათი მოადგილეები მონაცემთა ბაზას არ ვაკეთებთ. --M. განხილვაწვლილი 05:47, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- გეთანხმები აბსოლუტურად. სტატიის ავტორს კი დასასაბუთებელი აქვს: სტატიის შინაარსის ნამდვილობა და ის, რომ ქალბატონი მარინე ჩემს დამრიგებელზე ცნობილი პიროვნებაა :D. — დავით პასუხი 05:53, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე ვთვლი რომ ჯობია არ წავშლოთ, შეიძლება დიდად გამოსადეგი ინფორმაციის მატარებელი სტატია არაა თუმცა არც არანაირ წესს არ არღვევს, ხოლო რაც აკრძალული არაა ის ნებადართულია ;)--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:25, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- დაველოდოთ დასაბუთებას. ისე ნამდვილად წასაშლელია. «ჩვენი მოქმედი პოლიტიკის თანახმად, პარლამენტის ყველა წევრი სტატიას იმსახურებს» — პარლამენტის წევრობას ნუ ადარებთ მინისტრის მოადგილეს. ყველაზე ძალიან მე მისი ჰობი — სპორტი და მუსიკა მომწონს.ცანგალა (გ) 10:13, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- საღამომდე თუ მაცლით წყაროებით გავამდიდრებ სტატიას. ხოლო, რაც შეეხება მიზეზებს, საქმე ისაა, რომ თვითონ კულტურის სამინისტროს ინიციატივაა თავის მოხელეებზე წარმოადგინოს ინფორმაცია საჯარო სივრცეში, მითუმეტეს თავისუფალ ენციკლოპედიაში და ეს არ არის მგონი ცუდი და რაღაც პიარი. ეს არის ელემენტარული საჯარო ინფორმაცია, რომელიც შეიძლება რაღაც სეგმენტს აინტერესებდეს. — 188.169.87.25 11:54, 27 ივლისი 2011 (UTC)სლ[უპასუხე]
- ჩვენ ხელს არ გიშლით, მაგრამ საქმე ისაა, რომ პირველად აქ არ უნდა დაიწეროს ეს ყველაფერი. ვიკიპედია არასოდეს არ უნდა იქცეს ინფორმაციის პირველად წყაროდ. განათავსეთ ინფორმაცია საკუთარ საიტზე და მერე, კი ბატონო, შემოიტანეთ აქაც. ან თუ არსებობს რაიმე ლიტერატურა, ის მიუთითეთ. დღესდღეობით რაცაა მითითებულ სტატიის წყაროდ, სრულად ვერ იძლევა სტატიის შინაარსის გადამოწმების საშუალებას. დაგელოდებით საღამომდე. — დავით პასუხი 12:07, 27 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
- დავამატე რამდენიმე ლინკი, ნუ რაც მომაწოდეს თვითონ კულტურის სამინისტროდან და რაც სტატიისთვის რელევანტური იყო. ერთს დავამატებ, კულტურის სამინისტროს აქვს სურვილი რომ აქტიურად ჩაერთოს ვიკიპედიის შევსებაში. ამ ახლო მომავალში ისინი აპირებენ შეავსონ (ცხადია წესების დავცით) ძალიან ბევრი სტატია რომელიც შეეხება ქართველ ხელოვანებსა და ხელოვნების ნიმუშებს. ზოგადად ისინი აპირებენ გააქტიურდნენ ამ კუთხით და ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯებისთვის სტრუქტურის ხელმძღვანელთა ბიოგრაფიების შევსება გადაწყვიტეს. ანუ ეს არ არის პიარის და ადამიანის გაპოპულარულების მცდელობა, არამედ გარკვეული ინფორმაციის გენერირებისკენ მიმართული ნაბიჯი, რომელიც სამინისტროსგან მოდის. — 188.169.87.25 10:10, 28 ივლისი 2011 (UTC)სლ[უპასუხე]
ამ თემატიკის სტატიები ქართულ ენაზე ჩვენთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს და თუ თავად კულტურის სამინისტრო იზრუნებს ამაზე, ამაზე მეტი რა უნდა ვიოცნებოთ. ცხადია, ვიკიპედიის პრინციპებსაც კარგად უნდა გაეცნონ. ჩვენთვის და ყველასთვის ნამდვილად სასიხარულო იქნება ეს. — BH განხილვაწვლილი 10:25, 28 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არცერთ წესს არ არღვევსო, ზემოთ თქვა პაატამ და აქვე დავსძენ, რომ ვიკიპედიაში წესების თარგმნას ყურადღება არ ექცევა სათანადოდ და ამის ფონზე ვერც დაარღვევს არ არსებულ წესს პიროვნების ცნობადობის (notability) შესახებ. ეს წესი არსებობს მრავალ ენაზე. მე ერთი კაცი კიდევ ყველაფერს ვერ გავწვდები. წესების თარგმნა ადვილი არ არის (გასათვალისწინებელია ყველა დეტალი, როგორ დაწერ ამა თუ იმ სიტყვას და ა.შ.) და არც ძირითად სახელთა სივრცეში ხდება, ალბათ ამიტომაა, რომ ვიკიპედიელთა 98% სტატიების შექმნაზეა ორიენტირებული და შემდეგ ზუსტად ასეთი საკითხები იწვევს ხოლმე კამათს წესების არ არსებობის გამო. ბოდიშს ვიხდი ოფტოპიკისთვის.—G.G. 08:06, 6 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
რა ვუყოთ სტატიას? მე პირადად ამ სტატიას აღვიქვავ სამინისტროს პიარად, ამის უარყოფა უბრალოდ სისულელეა, თუმცაღა კარგი კუთხით - მნიშვნელოვანი თანამდებობების მქონე საჯარო მოხელეებზე სტატიებს აუცუილებელია და მივესალმები, მაგრამ „მნიშვნელოვნება“, როგორც ჩანს ვერ საბუთდება.--Rastrelli F 08:28, 11 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
- მნიშვნელოვანი თანამდებობების მქონე საჯარო მოხელეებზე სტატიები საკმარისი უნდა იყოს სამინისტროების ვებ-გვერდებზე (ამჟამად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე). ეს სტატია შექმნას ამ სტატიის შემომტანმა, ჩასვას შიგ შესაბამისი ბმულები და ჭოღოშვილიც გამოჩნდება გუგლში. ეს სტატია წასაშლელია. --ცანგალა (გ) 10:24, 11 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
- ისე ამ სტატიის შემომტანი არ გაწითლდა, რომ სადაც ჭოღოშვილი მოღვაწეებს იმ სამინისტროზე ინფორმაცია არ აქვს ქართველ მკითხველს ქართულ ვიკიპედიაში. ჩემი აზრით ჭოღოშვილზე უფრო მეტად ამ სამინისტროზე დააინტერესებს მკითხველს. მოადგილეები მიდიან და მოდიან, ხოლო სამინისტრო რჩება. ამდენ საუბარში შემთხვევით ჭოღოშვილი ხომ არ გაათავისუფლეს? ცანგალა (გ) 10:36, 11 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
არ წამიკითხავს მაგრამ შევნიშნე ტენდენცია რომ მისი ცნობილობის ნაკლებობის გამო უარყვეს სტატიის არსებობის აუცილებლობა. თუმცა უნდა შეგახსენოთ რომ ადე ვიღაც პარლამენტარის შესახებ სტატია მხოლოდ იმიტომ დავტოვეთ რომ პარლამენტარი იყო. ცნობილი არც ის იყო. ამიტომ იმაზე უნდა შეთანხმდეთ ჯერ ცნობილობა მთავარი თუ პოზიცია მთავრობაში(და მისთანებში).— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 10:50, 11 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
- პარლამენტარს (ხალხის რჩეულს) ნუ ადარებს საჯარო მოხელეს.--ცანგალა (გ) 11:11, 11 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
- მაგ. თამარ ყუფუნია - უნდა იყოს.--ცანგალა (გ) 11:36, 11 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხალხნო მოდით ერთ გარემოებაზე შევთანხმდეთ. როდესაც ენციკლოპედიაში აშუქებ ამა თუ იმ ადამიანის ბიოგრაფიას (ამ შემთხევევაში მოღვაწისას) საჭიროა და აუცილებელიც კია მიუთითო მისი დამსახურებანი საერთოდ საზოგადოების წინაშე. ჯერ ერთი რო დარჩეს ეს სტატია, კარდინალურად გადაწერას საჭიროებს; არაფრის მომცემია ის თუ რომელ სკოლაში სწავლობდა იგი. სკოლა და ბარემ ბაგა-ბაღიც ხომ არ მივუთითოთ შემთხვევით. არც ის არის საჭირო რომ ნათქვამია თუ რომელი სკოლის პედაგოგი იყო. იყო 53-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე — უადგილო ტექსტი. და კიდევ ბევრია მსგავსი. მოკლედ სტატიას რომ ვკუთხულობ ვერ ვხდები ამ ადამაინის დამსახურებას საერთოდ ჩვენი ერის წინაშე.
გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაცია რომელ სამეცნიერო ბუბლიკაციებზე მიდის საუბარი ძაან მაინტერესებს. ბროშურები რა მოსატანია ენციკლოპედიაში. მოკლედ მე ვამბობ რომ სტატია უვარგისია, წაშლისა რა მოგახსენოთ, შეიძლება აქვს რაიმე დამსახურება მაგრამ არაფერი ამის შესახებ აქ ნათქამი არ არის. თუ სტატიის ავტორი არ დაამტკიცებს ამ ქალის შესახებ ინფოს საჭიროებას ენიკლოპედიაში სტატია უეჭველად უნდა წაიშალოს. იმედს ვიტოვებ სწორად გამიგებთ. ხო, კიდე, დამსახურება და მეცნიერიო და დამსახურებული იყო მაგ., ქეთო ლომთათიძე «მიმიხვდებით» (ქეთევან ლომთათიძე)--Otogi განხილვაწვლილი 15:43, 11 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
- წაიშალა — მიხეილ (მომწერე) 08:11, 12 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]