ვიკიპედია:ყავახანა/უცხო სიტყვები და სახელები

აქ ინახება ყავახანაში გატანილი განხილვა უცხო სიტყვებსა და საკუთარ სახელებზე. ახალი მოსაზრების დასაფიქსირებლად გთხოვთ გახსნათ ახალი ქვესათაური ამავე გვერდის ბოლოს.


utility

ეკონომიკაში როგორ ჯობია ითარგმნოს _ "სარგებელი" თუ "სარგებლიანობა"?--ლთ 19:25, 1 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე სარგებელი მახსოვს, თუმცა ალბათ შესამოწმებელია სახელმძღვანელოში. marginal utility-ს როგორ თარგმნი? - ალ-ო () 19:28, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

Operating System

OS (operating system) ratom itargmneba rogorc "ოპერაციული სისტემა"? "operating" sitkva "operate"(operator) rac martvas nishnavs (am kontekstshi) da ara operacias. anu upro "martavi sistema" unda ikos vidre "ოპერაციული"(an uketesi kartuli sitkva romelic am terminis mnishvnelobas sheepereba ara da pirdapiri rusulidan targmnili - операционной системы).

da shemoklebulad OS (latinur asoebit unda ucodebdet, an , ra tkma unda, tu kartuli variantze shevtanxmdit - kartuli abriviacia ikos)

OS, მე როგორც მესმის, ნიშნავს გარემოს ოპერაციების შესასრულებლად. თქვენი მოსაზრება, მართვასთან დაკავშირებით, მგონი, მცდარია. --Kurashvili Dimitri 21:20, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

CD da DVD

CD - Compact Disc, anu kompakturi diski anu "კდ" (rac namdvilad ar jgers). mgoni ajobebs kompakt disks tu shevamoklebt latinuri asoebit CD davcerod xolme.

DVD - Digital Versatile Disc, anu cipruli (versatile rogor gadavtargmno ar vici - mraval moxmarebis, varirebul danishnulebis....) diski. mgoni am shemtxvevashic shemokleba DVD (anu latinur asoebit) unda ikos da ara "დვდ" (kartuli asoebit)

CD და DVD უნდა გამოიყენოთ, ცალსახაა. ჯერ ეს აბრევიატურები ორიგინალში როგორი დასამახსოვრებელია. მერე კიდევ ქართული იზეპირე! ქარხანა მაინც გვქონდეს, რომ კდ და ცცდ -ს აწერდეს პროდუქციაზე. --Kurashvili Dimitri 21:24, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

cache

cache ქართულად როგორ იქნება, ქეში თუ არსებობს სხვა ტერმინი?ზაური () , 10:32, 3 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

იფსილონი

ნუ, სტატია არსებობს უკვე იფსილონი (ასო), მაგრამ რა მაინტერესებს... საბოლოო სტატია იფსილონ უნდა იყოს თუ როგორც ახალა არის იფსილონი? იგივე ეხება ომიკრონი (ასო) და ეფსილონი (ასო) -საც. :) --გიგა 06:53, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

უცხო დასახელებების განხილვა

განხილვა:ლონდონ გაზეთი - ამ განხილვის შედეგი იყო ჩვენი ქვემოთ დისკუსია პირად გვერდზე, რომელიც ყავახანაში არის გამოტანილი განსახილველად.

შეგეწინააღმდეგები, თანხმოვნით დაუშვებელია, ჩემი აზრით, სტატიის სათაურის დაბოლოება. სათაურები სახელობით ბრუნვაშია, და სახელობითი ბრუნვის ნიშანია ფუძე+ი. --გიგა (პასუხი) 11:27, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

ქსე მოვიშველიებ და შენთან თხოვნა მექნება იქნებ თბილისში დააზუსტო ქსე, ტ. 7 გვ. 446, თბ., 1984 "ნიუ-იორკ დეილი ნიუზ" - გაზეთი, იგივე გვ. 447 - "ნიუ-იორკ ტაიმზ" ; იგივე გვ. 449 - "ნიუს უიკ" ; ადრე ბენკ - ბანკით შევცვალეთ. --ცანგალა (გ) 11:36, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

ქსე მე არ მაქვს და არც ერთ ჩემს ახლობელს :) რა დავაზუსტო არ ვიცი. ისიც არ ვიცი ქსე-ში როგორ იყო სტატიების სათაურები, მაგრამ ვიკიპედიაში ჩვენ ვქმნით სტილს და თუ შენ წინააღმდეგი ხარ, რომ ყველა სტატიის სათაური მკაცრად სახელობით ბრუნვაში იწერებოდეს, მოვიშველიოთ ყავახანა. --გიგა (პასუხი) 11:40, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

ქსე იმიტომ ვიშველიებ, რადგან ეს არის შექმნილი მეცნიერების, ლინგვისტების მიერ, რომლებმაც ალბათ იცოდნენ, თუ როგორ უნდა შეექმნათ. ცუდი არ იქნება, თუ ამ პრობლემას ლიოვა ნორმების კომისიაში გაიტანს. მართალია დრო დასჭირდება, მაგრამ სპრციალისტების მიერ იქნება პასუხი გაცემული. ყავახანაში შეგიძლია პირდაპირ ჩვენი მიწერ-მოწერა გადაიტანო.--ცანგალა (გ) 11:47, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

აქვე, Georgian Times არის ჯორჯიან თაიმსი :) --გიგა (პასუხი) 11:49, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

წესით უნდა იყოს ჯორჯიან ტაიმზ. საქართველოში ყველაფერი იწერება ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე. ვინმე იცნობს ნორმებს? ან ძველს და ან ახალს. ან საერთოდ იციან, რომ ასეთი კომისია არსებობს, სადაც 15 კაციანი ჯგუფია. New York Times - ნიუ-ირკ ტაიმზ (1984 წ. - ქსე) და ამჟამად ჯორჯიან თაიმსი. რომელი ნორმის საფუძველზე შეცვალა გაზეთის პატრონმა - საინტერესოა რა პასუხი იქნება. "ი"-ს რომ თავი დავანებოთ ტ-თ-ზე, ზ-ს-ზე. --ცანგალა (გ) 11:57, 7 ნოემბერი 2007 (UTC)

აქ ვიკიპედია:გვერდების სახელები#რიცხვი და ბრუნვა წერია, რომ სტატიების დასახელება უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში. აქედან გამომდინარე სათაური უნდა იყოს "ლონდონ გაზეთი" და არა "ლონდონ გაზეთ" (თ/ტ-ს საკითხს ჯერ დავანებოთ თავი). ვიკიპედიაში უბრალოდ ქსე-საგან განსხვავებული პრინციპი გვაქვს აღებული და ვერ ვიტყვით, რომელია სწორი. ეს ნორმას არ ეხება.

ჩემი აზრით, ეს პრინციპი, რომ სათაურები სახელბით ბრუნვაში უნდა იყოს, ადვილი გასაგებია და ვიკიპედიისთვის უფრო მისაღები, ვიდრე ქსე-ს პრინციპი. ქსე-ს რომ მივყვეთ, ძნელია განსაზღვრა, თუ როდის უნდა დავურთოთ -ი და როდის არა იმიტომ, რომ -ი-ს არდართვა ყველა უცხო სიტყვაზე არ უნდა ვრცელდებოდეს. - Island 13:26, 7 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:გვერდების სახელები#რიცხვი და ბრუნვა - აი რა წერია:"სტატიების დასახელება უნდა იყოს მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც...:". სამწუხაროდ გამონაკლის შემთხვევებში არ წერია უცხოური გაზეთების, ბანკების და ა. შ. დასახელებების შესახებ. ქსე-სა - და ვიკიპედიას საერთო ის არის, რომ ორივე ენციკლოპედიაა. ენციკლოპედიის პრინციპი კი ერთია - ნორმები (ჩემი აზრით). ვიკიპედიის საშუალებით მომხმარებლებმა ნორმები უნდა ისწავლოს (მაგ. როდესაც გადამისამართება იქმნება არასწორი დაფუძნებული ფორმიდან სწორ ფორმაზე - ამას ვიკიპედია კარგად ასრულებს). რასაკვირველია ქსე ვიკიპედიისთვის სამაგალითო არ არის, მაგრამ ქსე-ს და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონს (ეს ლექსიკონი არის გამოყენებული ქსე-ში) მე ვიყენებ ყოველთვის როგორც ნორმების საფუძველს, რაც სამწუხაროდ საქართველოში ახალი არ არსებობს. და რადგანაც ქსე-ში ნიუ-ირკ ტაიმზ წერია ე. ი. ასეთი ნორმაა მიღებული. London Gazette არის London Gazette და არა ლონდონ გაზეთი, London газета, London Zeitung. მაგ. თურქულ ვიკიპედიაში London Gazette არის დატოვებული.
ამ განხილვის გვერდსაც განხილვა:პოტსდამის მოედანი აქვე დავწერ, რადგან იგივე პრობლემაა. en:Potsdamer Platz (English Potsdam Square), pl:Potsdamer Platz, (pol. Plac Poczdamski) - ამ შემთხვევაში რუს. ვიკიპედიაზე არაფერს არ ვიტყვი, რადგან იქ თარგმანია. თბილისის თავისუფლების მოედანი ყველა ენაზე თავისუფლების მოედანი უნდა იყოს და არა Tawisuflebis Square ან Freedom Square.
თუ წინააღმდეგი არ იქნებით განხილვის გვერდებზე დავამატებ კატეგორია:ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემები - ვიკიპედიის მომხმარებელმა მომხმარებელი:Ljova, რომელიც ამ კომისიის (ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომისია) წევრია.--ცანგალა () 15:08, 7 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჩემს ორ თეთრსაც ჩავაგდებ ამ ყულაბაში :). რამდენიმე მნიშვნელოვანი ზოგადი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ ვიკიპედიაში:

  1. ვიკიპედია ტრადიციული გაგების ენციკლოპედია არ არის. ქსე შედგენილია ჩამონათვალისა (ტერმინების, ცნებების და ა.შ) და მათი განსაზღვრებების სტილში, ვიკიპედიაში კი არის სტატიები, შესაბამისი სათაურებით, შესავლით, ძირითადი ნაწილით, დამატებითი წყაროებით და ა.შ. სტატიების წერას აქვს საკუთარი სტილი, ამიტომ ქსე-ს სათაური სტატიის სათაურისგან განსხვავდება (მოკლედ, "ი" აუცილებელია).
  2. ნორმების კომიტეტი არის ფუნქციადაკარგული ორგანო, რომლისგანაც რაიმე სასარგებლო შედეგი კარგა ხანია არ გვინახავს. ასევე, ბევრი რამ, რაც აქამდე გააკეთეს, საკამათოა და მუდმივი განხილვის საგანი უნდა იყოს. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად ამ ნორმებს ხშირ შემთხვევაში ვერ გადმოვიღებთ. მაგ. ვერცერთმა "სპეციალისტმა" ვერ ამიხსნა, რატომ თარგმნეს რუსული სახელები ქართულად და სხვა კი არა (მაგ. ამ ნორმებით ვწერთ ალექსანდრე პუშკინი და ალექსანდერ ჰამილტონი [ეს მე მგონი მე "გავქართულე"], უფრო უარესი, თედორე დოსტოევსკი... რუსული მშობლიურთან ჰქონდათ გაიგივებული...).
  3. ქსე არის უკიდურესად მოძველებული წყარო, რომლის ციტირებაც მუდმივ პრობლემებს გვიქმნის. გასაგებია, რომ ალტერნატივა არ გვაქვს და ამიტომ ვიყენებთ, მაგრამ კრიტიკის გარეშე არ უნდა გადმოვიტანოთ ყველაფერი.
  4. ვიკიპედია არის პროგრესული პროექტი და აქ უმთავრესად პროგრესულად მოაზროვნე ხალხი მუშაობს (თავსაც ვიქებ :)) ვანდალები და მისთანები აქ დიდხანს ვერ ძლებენ). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავაკნინოთ ჩვენი პროფესიულობა ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ "სპეციალისტებად" თავს არ ვასაღებთ. ცნება "სპეციალისტი" ძალიან სუბიექტურია და ხალხი, რომელიც ამ იარლიყით სარგებლობს ძალიან ხშირად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
  5. ჩვენი კამათი ძალიან გავს მამების და შვილების უთანხმოებას ილია ჭავჭავაძის დროს. მამებს მაშინაც ეგონათ, რომ შვილები ენას აბინძურებდნენ და აუბედურებდნენ, მაგრამ სწორედ შვილების წყალობით გვაქვს დღეს ქართულად ტერმინები თუნდაც მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ან სულ მცირე ყოველდღიურ ყოფაში. (ცანგალა, აპრედელიაისია, მამების მხარეს ხარ თუ შვილების??? :)))
  6. ჯორჯიან თაიმსი კერძო გაზეთია და მის პატრონს სრული თავისუფლება აქვს რა სახელს დაარქმევს, სულ არ სჭირდება რომელიღაც კომისიის დამოწმება (საბაზრო ეკონომიკის მარტივი პრინციპია).
  7. ინგლისურენოვანი სიტყვების უმრავლესობა ნორმებში ე.წ. დედოფლის ინგლისურის გამოთქმაზე გადმოაქართულეს და მგონი მაშინ არც იცოდნენ განსხვავება თუ იყო. ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.
  8. პოტსდამერ პლაცის შემთხვევაში, როდის ვთარგმნით ამათ და როდის არა? (მაგ. კონკორდის მოედანი, ტაიმს-სქვერი). ასეთ სათაურებს ერთ თარგზე ვერ გამოვჭრით და უმრავლესობა ინდივიდუალურად წყდება (ან უკვე დამკვიდრებული ვარიანტით, ან, თუ უცნობია, მაშინ სხვა ენებში დამკვიდრებული პრინციპით და მისთ.).

რვა თეთრი გამომივიდა, ხურდა მეკუთვნის. ამ კამათს ჩვენ მთელი ცხოვრება გავაგრძელებთ, ალბათ სხვა გამოსავალიც არ გვაქვს, მაგრამ კამათი აუცილებელია :) - ალ-ო / 17:56, 7 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

  • მამების და შვილების უთანხმოებას - მხოლოდ ამას მინდა ვუპასუხო. მე პირადად შვილების მხარეს ვარ, მაგრამ... აქ მაგრამ ვთქვი. მამების შექმნილი - ალსანდროს ციტირება: "ქსე არის უკიდურესად მოძველებული წყარო, რომლის ციტირებაც მუდმივ პრობლემებს გვიქმნის. გასაგებია, რომ ალტერნატივა არ გვაქვს და ამიტომ ვიყენებთ, მაგრამ კრიტიკის გარეშე არ უნდა გადმოვიტანოთ ყველაფერი." - ვეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ შვილებს ახალი არ შეუქმნიათ (გარკვეული მიზეზების გამო). აქედან გამომდინარე - აპრედელიტსია მიჭირს (მეჟდუ).
  • ჯორჯიან თაიმსი კერძო გაზეთია, მაგრამ... - კიდევ "მაგრამ" ვთქვი. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში - ეს ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ტაიმზთან მიმართებაში. ეს შვილებმა გააკეთეს ყოველგვარი ნორმის მიღების გარეშე.
  • მომხმარებელი:Ljova - იმედი მაქვს. რატომ? ჯერ ეს ერთი "შვილია" და არა "მამა". მეორე თავისი ინიციატივით დაიწყო მუშაობა ვიკიპედიაში. წელს იგი გავიცანი (მე, მომხმარებელი:Rustavizauri, მომხმარებელი:ლია თოდუა, მომხმარებელი:Felizdenovo) და თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ როგორც კომისიის წევრი გააცნობს ჩვენს დისკუსიებს და შედეგებს გვეტყვის. აქაც "მაგრამ" უნდა ვთქვა. კომისია ხშირად არ იკრიფება.
  • რადგანაც ჩვენ "სპეციალისტები" არ ვართ და სამწუხაროდ ქსე გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ საფუძვლად, რაც "მამებმა" დაგვიტოვეს, რადგან შვილებს ეს საკითხი ჯერ არ აწუხებთ, რადგან საქართველოში სამწუხაროდ სხვა პრობლემებია.
  • თქვენი ნებართვით კატეგორია:ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემები დავუმატებ განხილვის გვერდებს, რომ მივიწყებას არ მიეცეს. ალბათ ამჟამად უმრავლებით გადაწყდება ეს კამათი, მაგრამ მე მაქვს სურვილი, რომ ეს იქნებ ერთი წლის შემდეგ მაინც მივიღოთ პასუხი ნორმების კომისიისგან.--ცანგალა () 19:00, 7 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, გავიწყდება მნიშვნელოვანი: ჩვენ ვართ შვილები, ჩვენ ეს გვაწუხებს, ჩვენ "მამების" დანატოვარი არ მოგვწონს, და ამიტომ გვაქვს აქ ეს დისკუსია. - ალ-ო / 19:07, 7 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიების სათაურები

სანამ ფილოსოფიურ საკითხებზე გადავალთ :), ჯერ კონკრეტულად -ი-ს დართვა-არდართვაზე შევჩერდეთ. მინდა კარგად გაიგოთ, რომ აქ ნორმა არაფერ შუაშია! გაზეთის დასახელება არის, მაგ., "ვაშინგტონ პოსტ", სახელობით ბრუნვაში "ვაშინგტონ პოსტი", მოთხრობით ბრუნვაში "ვაშინგტონ პოსტმა" და ა.შ. ეს ნორმის მიხედვითაც ასეა და ვიკიპედიაშიც და ქსე-შიც ასეა. ვიკიპედიასა (დღევანდელი პრინციპის მიხედვით) და ქსე-ს შორის განსხვავება მარტო იმაშია, თუ რომელ ფორმას იყენებს სტატიის სათაურში. ორივეში სტატიების სათაურები იწერება ძირითადად სახელობითი ბრუნვის ფორმით, ხოლო ქსე-ში "ზოგ შემთხვევაში" ფეძე ფორმით (ბრუნვის ნიშნის გარეშე). ეს ისეთივე საკითხია, როგორც, სათაურში "ჭავჭავაძე, ილია" დავწეროთ თუ "ილია ჭავჭავაძე". ანუ, იმის თქმა მინდა, რომ აქ უბრალოდ რომელიმე პრინციპი უნდა ავიღოთ და ისე არ არის, რომ რომელიღაცა ვარიანტი ნორმას არ შეესადაგებოდეს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ქსე-ს პრინციპს რომ მივყვეთ, მაგრამ მე მეჩვენება, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როდის არის ეს "ზოგი შემთხვევა". ქსე-ში რაც წერია, შეიძლება ვიკიპედიაშიც იმავე ფორმით დავწეროთ, მაგრამ ვიკიპედიაში უამრავი ახალი სტატია გვაქვს და კიდევ გვექნება, რაც ქსე-ს არ მოეპოვება. იმ ახალი სტატიების სათაურებზე წამდაუწუმ რომ არ დაიწყოს მსჯელობა და კამათი, თავიდან აუცილებელია გარკვეული წესი, თუ რა შემთხვევაში იწერება სტატიების სათაურები ფუძე ფორმით და არა სახელობითი ბრუნვის ფორმით.

ქსე-ს გადავხედე. შესავალში ამის შესახებ არაფერი წერია. სამაგიეროდ, გაზეთებისა და ჟურნალების დასახელებების გარდა, შემხვდა ასეთი მაგალითები: "კომედი ფრანსეზ", "სპეის შატლ", "კომერცბანკ" (გერმანული ბანკი), "არმკო სტილ" (ამერიკული კომპანია), "ისთიკლალ" (მოროკოს პოლიტიკური პარტია). ოღონდ რატომღაც "მოსფილმი" და "არმენფილმი" და არა "მოსფილმ" და "არმენფილმ". საყურადღებოა, რომ ესენი სათაურშივე ბრჭყალებშია ჩასმული. ბრჭყალები მიანიშნებს იმაზე, რომ მოცემული სიტყვა საკუთარი სახელია.

შეიძლება ქსე-ში ასეთი პრინციპია: ადამიანებისა და ადგილების სახელების გარდა ყველა უცხოენოვანი საკუთარი სახელი სათაურში ფუძე ფორმით იწერება ბრჭყალებში. მაგრამ, ჯერ ერთი, ჩვენ ვიკიპედიაში სტატიების სათაურებს არ ვწერთ ბრჭყალებში და ამით ვერ ვარჩევთ საკუთარი სახელია თუ არა. მეორე, რამდენად მისაღებია სტატიების სათაურებში "ფორდ", "ეპლ", "ბიდერმაიერ", "ოქტობერფესტ", "მაიკლოსოფტ", "ბოინგ", "ბაიერნ (საფეხბურთო კლუბი)", "მანჩესტერ იუნაიტედ", "გაზპრომ", "თურქსელ" (შდრ. "ჯეოსელი"), "ტემასეკ ჰოლდინგს" (შდრ. "ჯი პი აი ჰოლდინგი" - ქართული კომპანია) და ა.შ.? ესენი თუ მისაღებია მომხმარებლების უმრავლესობისთვის, შეიძლება დახმარების გვერდზე ჩავწეროთ ზემოაღნიშნული პრინციპი (ოღონდ სათაურები არ იწერება ბრჭყალებში). მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ტყუილად გაართულებს წესებს და არც არის ადვილი ამ პრინციპის დაცვა. მაგალითად, McDonalds ქსე-სებრი წესით უნდა იყოს "მაკდონალდს". მაგრამ ეს კომპანია უკვე საქართველოშია და შენობებზე როგორც აწერია, სათაურით "მაკდონალდსი" უნდა შეიქმნას სტატია. - Island 15:39, 8 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრა ასეთი ჩამოყალიბებული და დამაჯერებელი წერილისთვის. რაც შეეხება "მოსფილმი" და "არმენფილმი" და აგრეთვე როგორც ზევით ალსანდროს აღნიშნა ალექსანდრე პუშკინი და ალექსანდერ ჰამილტონი. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ რაც სსრკ-ს ეხებოდა იწერებოდა "ი" დაბოლოებით, ხოლო ზემოთ ხსენებული შენი მაგალითებიდან არა სსრკ-ისა "კომედი ფრანსეზ", "სპეის შატლ", "კომერცბანკ" (გერმანული ბანკი), "არმკო სტილ" (ამერიკული კომპანია), "ისთიკლალ" (მოროკოს პოლიტიკური პარტია) "ი"- გარეშე და აგრეთვე საკუთარი სახელებიც, როგორც ალექსანდერ ჰამილტონი. ალბათ ამჟამად ყველა "ი"-ს გარეშე უნდა იწერებოდეს, რადგან სსრკ აღარ არსებობს.
ერთ რამეში დამარწმუნე. სათაური უნდა იყოს აუცილებლად ბრჭყალების გარეშე (ძიება რომ მოხდეს) - ეს 100%-ით (ამაზე არც ვდაობ და ვიცი) და რადგანაც ბრჭყალების გარეშეა ითხოვს "ი"-ს (აი ამაში კი დამარწმუნე). ხოლო სტატიაში, როდესაც ვხმარობთ ბრჭყალებს მაშინ უკვე "ი" არ სჭირდება, მაგ. "კომედი ფრანსეზ", "სპეის შატლ", "კომერცბანკ" (გერმანული ბანკი), "არმკო სტილ" (ამერიკული კომპანია), "ისთიკლალ" (მოროკოს პოლიტიკური პარტია) - რადგან მათ "ი"-ს გარეშე ჰქვია. --ცანგალა () 17:25, 8 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
kargia, rom ragac konsensusamde davdivart :). zemo paragrafshi rac zangalam axsena, aris gramatikuli cesi imis, tu brunebis formebi brchkals shignit unda daiceros tu garet (mag. "komedi fransezma" tu "komedi fransez"-ma - sasurvelia gadamocmdes). - ალ-ო / 20:02, 8 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ძალიან მიხარია რომ შევთანხმდით. ქსე-ს ტომების გადაქექვაში და წერილის წერაში ორი საათი მაინც დამჭირდა. ტყუილად არ გავრჯილვარ :))) რაც შეეხება იმას, "კომედი ფრანსეზმა" თუ "კომედი ფრანსეზ"-მა, რამე წყაროს მოვძებნი. - Island 04:00, 9 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში ჩავიხედე მაგ. სტატია "სრმკო სტილ" (ტ. 1, გვ. 581) ბრუნების ფორმა წერია ფრჩხილების შიგნით. შეიძლება თუ არა რომ წყაროთ ჩაითვალოს? --ცანგალა () 11:47, 9 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

კარგია. მაშინ აქაც ეგრე დავწეროთ, ესე იგი, "არმკო სტილმა". - Island 16:53, 9 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


პორტალი

მე მგონი პორტალს ქართულად განყოფილება უნდა ერქვას, ან სულაც კარიპჭე? ჭანო 17:02, 12 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

  • Portal - პორტალი, ბჭე (Deutsch-Georgisches Wörterbuch von Yolanda Marchev, Kaukasus-Verlag, 1999);
  • ბჭე(ბჭისა) (ძვ.) - 1. დიდი კარი, შესასვლელი. სასახლის ბჭენი. 2. გადატ. ზღუდე-გალავანი, რაშიც ასეთი შესასვლელია დატანებული ციხის ბჭე

აგრეთვე აქვს სხვა მნიშვნელობაც. (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 1, გვ. 139, თბ., 1990);

  • პორტალი (გერმ. Portal < ლათ. Porta - შესასვლელი, ჭიშკარი), არქიტექტურულად გაფორმებული ღიობი, რომელიც მეტწილად შენობაში შესასვლელად არის გამოყენებული. - ქსე, ტ. 8, გვ. 163, თბ., 1984 . ჩემი აზრით პორტალის გამოყენება შეცდომა არ უნდა იყოს. --ცანგალა () 17:37, 12 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]


Englisch-Deutsch por•tal [ˈpɔːtl] s Portal n, Tor n. მე მემაჩნია რომ იქნებ ქართული შესატყვისი გვეპოვა, თორემ ძალიან ბევრი უცხო სიტყვები შემოგვეჩვია ჭანო 17:53, 12 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

აპოსტროფი

საჭიროა თუ არა აპოსტროფის შენარჩუნება უცხოურ სახლებში? ქართულში მათ არანაირი დატვირთვა არ აქვთ.

მაგალითად, გოა'ულდი თუ გოაულდი? ტაუ'რი თუ ტაური? დ'არტანიანი სხვა რიგის მოვლენაა (აპოსტროფი არტიკლ de-ს შეკვეცის მანიშნებელია) თუმცა მასშიც კი აპოსტროფის დაწერა არაფერს ჰმატებს ქართულს.

ბიბლიის სიტყვები

ხომ არ იცით, ბიბლიის წიგნები Numbers, Deuteronomy, Leviticus როგორ ითარგმნება. და კიდე Exodus - გასვლაა ?--Gaeser 18:39, 6 ნოემბერი 2008 (UTC) კიდევ, Mount Pisgah ითარგმნება? პისგაჰის მთა ? --Gaeser 18:57, 6 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

სახელების ლოკალიზაციის მიმართულებები


ლოკალიზაცია

ლოკალიზაციის ქვეშ აქ იგულისხმება უცხოენოვანი სახელ(ებ)ის მიტანა ქართველი მკითხველისთვის მაქსიმალურად მისაღები ფორმით.

ლოკალიზაციის სინონიმია სიტყვა თარგმნა.

ლოკალიზაციის ანტონიმია სიტყვათა ჯგუფი როგორც გამიხარდეს ისე დავწერ.

ლოკალიზაციის პრინციპები

ლოკალიზაცია რომ წარმატებული იყოს, ის უნდა აკმაყოფილებდეს რაც შეიძლება მეტ ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას.

  • სახელის სინდისიერად გამოყენება
ეს ყველაზე მაღალი პრიორიტეტის მქონე მოთხოვნაა. დასაშვებია ყველა პუნქტის დარღვევა ამ პუნქტის შესრულების ხარჯზე.
სინდისიერებაში იგულისხმება, რომ ჩვენი თარგმნით არ უნდა მივაყენოთ მორალური ზიანი, არ უნდა შეულახოთ იმიჯი, არ უნდა დაუპირისპირდეთ, არ უნდა დავარღვიოთ კანონით დაცული ნორმა ამ სახელის მფლობელის ან სხვა, თარგმანით ასოცირებულ, პირთან მიმართებაში.
  • წყაროს მიბაძვა
თუ წყარომ განსაზღვრა სახელის (მისთვის) უცხო ენებზე ლოკალიზაციის პოლიტიკა, ან ეს პოლიტიკა ადვილი ამოსაცნობია, მაშინ, თუ სხვა წინააღმდეგობა არ არსებობს, უნდა მივბაძოთ წყაროს.
  • არსებული გამოცდილება ან ქართული ენის ნორმა
თუ მოცემული სახელის თარგმნის გამოცდილება ან ნორმა უკვე არსებობს, უნდა ვენდოთ გამოცდილებას ან მიუსადაგოთ ნორმა. ეს ძირითადად ლიტერატურის და გეოგრაფიის დარგებს ეხება. ასე, მაგალითად, Лев Николаевич Толстой (ავტორი) ლოკალიზაციაა ლევ ნიკოლაის ძე ტოლსტოი, ხოლო Илья Петрович (პერსონაჟი) ლოკალიზაციაა ილია პეტროვიჩი. Tip The Mouse ცოტა უცნაური სათარგმნია, მაგრამ არსებობს მისი, საკმაოდ მიღებული, თარგმანი, ტოპო-ტიპი.
  • ორიგინალის მაქსიმალური ცნობადობა
მკითხველი, რომელიც გაეცნობა ლოკალიზებულ შინაარს, შემდგომში ადვილად უნდა აღიქვას ორიგინალი წყარო.
  • ადვილად წასაკითხი, სამეტყველო და დასამახსოვრებელი
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ ენაში კარგად გამჯდარი სიტყვებისგან (ფრაზებისგან) უნდა იყოს შემდგარი.
  • ესტეტიკური
თარგმანი უნდა იყოს ლაღი და ლამაზი. გახსოვდეთ, რომ საწყის ენაზე სახელი ხშირ შემთხვევაში სწორედ სილამაზის და ორიგინალობის გამოა შერჩეული.
  • ტრადიციული
თუ სახელი უკვე დამკვიდრებულია, მაშინ ხშირად ტრადიციის მიბაძვა საუკეთესო მიმართულებაა. ასე, მაგალითად, NATO (ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია), როტომაა ქართულად ნატო? მაგრამ ეს სახელი დამკვიდრებულია, თანაც "სწორი" ვერსია ჩახო უცნაურად ჟღერს.
  • ადვილად აღქმადი, როგორც სახელი
ერთი შეხედვით უნდა ეტყობოდეს, რომ სახელია. მაგალითად მაკ ოს არ აღიქმება როგორც სახელი. სახელის აღქმის სირთულეს ისიც განაპირობებს, რომ ქართულ დამწერლობაში არა გვაქვს სახელების მაღალი ასოთი დაწყების შესაძლებლობა.
  • თანმიმდევრული
სახელი თანმიმდევრულია თუ, ჯერ ერთი, ის კარგად წარმოაჩენს თავს არა მხოლოდ სათაურში, არამედ რთულ ტექსტშიც; და, მეორე, თუ ამ სახელის მონაწილეობით ორიგინალ-ენაზე შედგენილი სხვა რთული სახელი ისე ლოკალიზირდება, რომ ამ სახელის ლოკალიზაციას არ ცვლის.
ასე მაგალითად, განვიხილოთ სახელი Java, როგორც პროგრამირების ენა. თუ მას ვთარგმნით როგორც ჯავა ეს არ იქნება თანმიმდევრული ლოკალიზაცია, რადგან არსებობს სახელი Java SE, რომელიც თარგმანს არ ექვემდებარება. გამოგვდის, რომ ერთ შემთხვევაში Java-ს ლოკალიზაცია მოვახდინეთ ჯავა-ში, ხოლო მეორედ უცვლელი დავტოვეთ. მკითხველი დაინახავს ერთი წყაროს (Java) ორ ვერსიას: ჯავა და Java, რაც არათანმიმდევრულია.

ეს პრინციპები უნდა იყოს გათვალისწინებული ნებისმიერი სახელის ლოკალიზაციისას.

ლოკალიზაციის ტიპები

ლოკალიზაცია გულისხმობს აზრობრივ ან ფონეტიკურ თარგმანს, ან ორივეს ერთად. ასე, მაგალითად, "City Bank"-ის ლოკალიზაცია "სითი ბანკი" შეიცავს როგორც ფონეტიკურ (City - სითი), ასევე აზრობრივ (Bank - ბანკი) თარგმანს.

ლოკალიზაცია შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. სრული ლოკალიზაციაა როდესაც თარგმნის შედეგად მიღებული სიტყვა (ან სიტყვათა ჯგუფი) შეიცავს მხოლოდ ქართული ანბანის ასოების, არაბული და რომაული ციფრების და სხვა სპეციალური ნიშნებისგან შემდგარ სიმბოლოებს. ასე მაგალითად, თარგმანი "აგენტი №007" ლოკალიზებულია სრულად.

ლოკალიზაცია ნულოვანია, თუ დასახელება არ ექვემდებარება თარგმანს. ასე, მაგალითად, CD, როგორც აბრევიატურა, არანაირ თარგმანს არ ექვემდებარება.

სავაჭრო ნიშნების ლოკალიზაცია

ზოგაგდად რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის დასახელების ლოკალიზაცია არაა საჭირო. თუმცა რიგ შემთხვევაში ლოკალიზაცია მაინც შეიძლება იყოს სასურველი.

ლოკალიზაციის პრინციპების გამოყენებით შევეცდებით რამდენიმე საკამათო მაგალითის გარჩევას.

ჯერ დავიწყოთ მაგალითებით რომლებიც თარგმნას არ ექვემდებარება.

  • თუ სავაჭრო ნიშნის მფლობელი წინააღმდეგია სახელის შეცვლის ან ცხადია, რომ მფლობელის ლოკალიზაციის პოლიტიკა მიმართულია სახელის უცვლელად შენარჩუნებაზე, მაშინ სახელის სინდისიერად გამოყენების ან/და წყაროს მიბაძვის პრინციპის თანახმად, სახელი უცვლელი უნდა დავტოვოთ.
ასე მაგალითად, ციფრული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Apple-ის პოლისი საკუთარი სავაჭრო ნიშნების გამოყენების შესახებ საკმაოდ მკაცრადაა ჩამოყალიბებული Apple-ის პოლისი. გარდა ამისა, Apple-ს გააჩნია არაინგლისულენოვანი გვერდები, რომელთა დათვალიერებით ვრწმუნდებით, რომ ამ კომპანიის სახელი და ყველა მასთან ასოცირებული სავაჭრო ნიშანი უცვლელია. ამიტომ სახელები Apple, iPod, iTunes, iPhone, Mac, Macintosh და სხვ. უცვლელად უნდა დავტოვოთ ლოკალიზაციისას.
მეორეს მხრივ, Mozilla კონსორციუმის ლოკალიზაციის პოლიტიკა გაცილებით უფრო შემწყნარებელია Mozilla-ს ლოკალიზაციის პოლისი. თქვენ შეგიძლიათ, მათ შორის, ახალი სახელის შერჩევა მათი სავაჭრო ნიშნებისთვის. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ Mozilla-ს პროგრამული პროდუქტების არც ერთი ლოკალიზებული ვერსია არ გამოიყენებს თქვენს თარგმანს, სანამ არ გაივლით Mozilla-ს მიერ კონტროლირებად ლოკალიზაციის პროცედურას. ასე რომ თუ თქვენ გინდათ ისეთი ლოკალიზაციის დამკვიდრება, როგორიცაა, მაგალითად, FireFox - ცეცხლიმელა; მაშინ მოგეთხოვებათ Mozilla-ს ოფიციალური დასტური.
  • თუ სავაჭრო ნიშნის სახელი შეიცავს აზრობრივად თარგნმად ელემენტებს, მათი თარგმანი დაუშვებელია, თუ ეს არ შეესაბამება დანიშნულებას ან ასახავს დანიშნულების მხოლოდ შეზღუდულ ნაწილს.
ასე მაგალითად Sun Microsystem-ს ლოკალიზაცია მზე მიკროსისტემები დაუშვებელია, რადგან სიტყვა Sun აქ წმინდა სიმბოლურია და არანაირ დანიშნულების მატარებელი არაა. ანალოგიურად, Volkswagen-ის თარგმნა სახალხო მანქანად შესაძლოა არ ასახავდეს მის დანიშნულებას სრულად.
  • აბრევიატურები, შემოკლებული ან შემოკლებებით კომბინირებული სახელები არ უნდა ითარგმნოს.
მაგალითად IBM, NASDAQ და ა.შ.

მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, როდესაც ნაწილობრივი ან სრული ლოკალიზაცია სასურველია.

  • სახელები, რომელთა ქართული ვერსია საყოველთაოდაა ცნობილია ან სახელის მფლობელის მიერ ქართული ვერსია აქტიურად ინერგება, სასურველია სწორედ ქართული ვერსია გამოვიყენოთ.
ეს ხშირად თავად ქართული კომპანიებია. მაგალითად, თუ მაგთიზე წერთ სტატიას, მაშინ უნდა სწორედ სახელი მაგთი გამოიყენოთ და არა, სიტყვაზე, Magti. ზუსტად იგივე ეხება სახელებს თი-ბი-სი ბანკი, ჯეოსელი, ალდაგი, ორისი (საბუღალტრო პროგრამა) და ა.შ.
უამრავი უცხოური ბრენდია, რომელიც ცდილობს ახლოს იყოს მომხმარებელთან, რის გამოც მათი მესვეურები აქტიურად ნერგავენ ქართულენოვან ვერსიებს. ასეთი ბრენდების სია ძალიან გრძელია, მათ შორის, კოკა-კოლა, მაკდონალდსი, პეპსი, ქოლგეითი და ა.შ.
  • თუ სახელი არ არის ჩაწერილი რომანული ასოებით, შესაბამისად არ წარმოადგენს გლობალურ ფენომენს, მაშინ სასურველია ის თარგმნილ იქნას. ეს მით უფრო აუცილებელია, თუ სახელი ჩაწერილია ქართული პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილი ანბანის გამოყენებით.
მაგალითად, Газпром - გაზპრომი.
  • რთული სახელები, რომელთა შემადგენელი ელემენტები ახლოა ქართული ენისთვის.
მაგალითად City Bank - სითი ბანკი, New York Times - ნიუ იორკ ტაიმზი.
  • აბრევიატურის სრული გაშლა.
International Business Machines (IBM) - საერთაშორისო ბიზნესგამოთვლითი მოწყობილობები (IBM).
  • სახელის აზრობრივი თარგმანი, თუ ის შეესაბამება დანიშნულებას.
Бабушкино Масло - ბებოს კარაქი, Dirol Cherry - Dirol ალუბლის, SPARC Server - SPARC სერვერი.

ტექნოლოგიური ტერმინების თარგმნა

ტექნოლოგიური ტერმინების ლოკალიზაცია ხშირად დავის საგანია. აქ რამდენიმე მიმართულებაა ასეთი ტერმინების სათარგმენლად.

  • აბრევიატურები, რომლებიც ხშირია ტექნიკურ ტექსტებში არ უნდა ითარგმნოს. რადგან ეს, როგორც წესი, არღვევს თანმიმდევრულობის პრინციპს.
ისეთი აბრევიატურები, როგორიცაა CD, DVD, OS, EJB და ა.შ. არ უნდა შეიცვალოს. ეს არ ეხება აბრევიატურების გაშლას. სწორია ლოკალიზაცია კომპაქტური დისკი, ოპერაციული სისტემა და ა.შ.
  • თუ ტერმინი არ წარმოადგენს სახელს, არამედ ცნებას, ის სასურველია ითარგმნოს აზრობრივად.
ასე მაგალითად cache ითარგმნება როგორც კეში, cut - ამოჭრა და ა.შ.

წყაროს მითითება

რაგდან ენციკლოპედიური სტატია ყოვლისმომცველი უნდა იყოს, სასურველია ლოკალიზირებული სახელის ტექსტში პირველად გამოყენებისას მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია.

  • თუ სახელი გამოიყენება თარგმანის გარეშე, ფრჩხილებში მიეთითოს თუ როგორ უნდა წარმოითქვას ის.
მაგალითად, Java (წარმოითქმის, ჯავა), SQL (წარმოითქმის, სი-ქიუ-ელან სიკველ)
  • არალოკალიზებული აბრევიატურის შემთხვევაში მიეთითოს აბრევიატურის ქართული გაშლა.
მაგალითად, CD (კომპაქტური დისკი).
  • თუ სახელი ლოკალიზირებულია, მაშინ ფრჩხილებში უნდა მიეთითოს მისი ორიგინალური დასახელება.
მაგალითად, სითი ბანკი (ინგლ. City Bank), გაზპრომი (რუს. Газпром) და ა.შ.

--Dimitri Kurashvili 19:51, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]