ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები/არქივი/2

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


ზედმეტი а

ადრე შემოწმებული სტატიის თავში წერია: გამოქვეყნებული ვერსია იყო შემოწმებულიа ზედმეტ ასოს იმედია მოაშორებთ. --ჯაბა ლაბა 17:00, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ორი გვერდი სხვადასხვა სახელებით

მომღერალ ლედი გაგას თარგში მითითებული იყო სიმღერა "Poker Face"-ზე ბმული ასე >>> Poker Face (ლედი გაგას სიმღერა) რომელიც შემგომ მე შევქმენი და დავწერე ცოტა ინფორმაცია შემდგომ აღმოვაჩინე ამავე სიმღერის ინგლისურ ვიკიპედიაში ქართული გვერდი შედგეგი სახელწოდებით Poker Face (სიმღერა) რომლის შესახებაც მართლა არ ვიცნოდი თორე აქ დავწერი რაც იქ დავწერე და იქნებ გადამისამართება გააკეთოთ— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა GalaKapanadze (განხილვაწვლილი) 09:47, 27 დეკემბერი 2011 (UTC).[უპასუხე]

შემოწირულობები

მთავარ გვერდზე, ჯიმბოს მიმართვაში ასეთი ფრაზა წერია „ამ წერილის თითოეულ მკითხველს $5-ის ოდენობის შემოწირულობის , ჩვენ შევწყვეტდით თანხის შეგროვებას დღესვე“, გაასწორეთ ვისაც შეგიძლიათ. --მიხეილ (მიწერა) 19:02, 28 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა. გამოჩენას დრო უნდა...--Melberg; 19:04, 28 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ეს ფრაზა: „ჩვენ შევწყვეტდით თანხის შეგროვებას დღესვე“ — ახლა ორჯერ წერია. --მიხეილ (მიწერა) 11:43, 29 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვახ, გადავირიე.--Melberg; 11:44, 29 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

შრიფტი

რა უქენით შრიფტი შეიცვალა. საშინელებაა.--ცანგალა () 18:50, 3 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამოსწორდა ჩემი ბრალი ყოფილა. ვიღიმი--ცანგალა () 19:34, 3 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
შრიფტი რატომ შეცვალეთ.?--ცანგალა () 21:13, 3 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

სანამ ჩემი ანგარიშით შევალ ვიკიპედიაში საშინელი შრიფტია. --ჯაბა ლაბა 04:58, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

აშკარად თქვენი ბრალია :). ჩემთან არაფერი არ შეცვლილა. Deu განხილვა 07:24, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
სამსახურის კომპიუტერის ბრალიცააა? --ჯაბა ლაბა 07:26, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. რატომღაც მარტო მაშინ აჩვენებდა, როცა გასული ვიყავი. Sitenotice-ში იყო შეცდომა. გასწორდა. Deu განხილვა 07:30, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

აშკარად გასწორდა, თურმე ჩემი და ცანგალას ბრალი არ ყოფილა. :)--ჯაბა ლაბა 07:44, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

Sitenotice რა შუაშია შრიფთან აშკარად შეცვლილია. ნუ მაბრმავებ. შეხედე ლოგოსთანაც შრიფტს. --ცანგალა () 10:52, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
Sitenotice თავშია :). ზუსტად მანდ იყო პრობლემა და გასწორდა. თუკი კიდევაა რამე, ცანგალა, ეგ უკვე შენი კომპიუტერის ბრალია. Deu განხილვა 16:15, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

math.ge

თვლით, რომ ასეთი ბმული უნდა იყოს სტატიაში, როგორც რესურსი ინტერნეტში? Nodar Kherkheulidze განხილვა 13:57, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფორუმია. ამიტომ არ ვთვლი. მეორად ბმულებშიც კი არ უნდა იყოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:09, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც ვთვლი, რომ ამოსაღებია. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:17, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ფორუმები არ არის სანდო წყარო.— G.G. 14:28, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაშინ დავუვლი და ამოვშლი (თუ ვინმე წინააღმდეგი არაა). Nodar Kherkheulidze განხილვა 14:39, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მოიცადეთ. რატომ არ თვლით? რა მიზეზის გამო? --Paata Ivanishvili
უკვე ითქვა მიზეზი — ფორუმი სანდო წყარო არ არის. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:46, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი მაგრამ, რა შემთხვევაში ითვლება რაიმე წყარო სანდო წყაროდ? --Paata Ivanishvili
აქ წერია, ქართულ ნაწილშივე. — G.G. 14:54, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაგალითად, როდესაც სტატიას წერ საქართველოს პრეზიდენტზე, სანდო ბმული იქნება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი და არა რომელიმე ფორუმი და Facebook-ზე პრეზიდენტის გვერდი. იხილეთ, მაგალითისთვის, ეს სტატია, მასში მოცემული ბმულები და ნახავთ, როგორი საიტები ითვლება სანდოდ. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:57, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ალბათ სქოლიოებში facebook დასაშვები უნდა იყოს - ვთქვათ, ბიძინამ განცხადება გამოაქვეყნა თავის ფეისბუკ გვერდზე (მხოლოდ) და საჭიროა იმის წყაროს სახით მოყვანა --Henry McClean განხილვაწვლილი 14:59, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასაშვებია, რადგან Facebook-ში გამოქვეყნებული განცხადება აღიქმება როგორც, მაგალითად, გაზეთში გამოქვეყნებული სტატია. მე ზოგადად მქონდა საუბარი. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:01, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მოიცადეთ.. ჯერ ერთი ნუ დაგვავიწყდება რომ ვსაუბრობთ მათემატიკაზე, და არა კონკრეტულ კანონზე, რომელიც პრეზიდენტმა დაწერა ან მისმა მოადგილემ გამოაქვეყნა. მათემათიკაში საქმე ცოტო სხვა გვარად არის. მანდ სანდო ითვლება ის წყარო, რომელიც ამოღებულია რომელიმე წიგნიდან, რომელმაც გაიარა რეცენზია, ან რომელიმე მეცნიერის მიერ, რომელსაც აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში სტატიები, ან კიდევ, თუკი ეგ ინფორმაცია ამოღებულია რომელიმე სტატიიდან (ეგეც სამეცნიერო, რაიმე რეიტინგული ჟურნალიდან), დანარჩენ შემთხვევაში კი წყარო საჭიროებს ინდივიდუალურ განხილვას --Paata Ivanishvili
რაც მანდ წერია ეგ რომ ჩაითვალოს სანდოდ ამას რათქმაუნდა დამტკიცება სჭირდება. მაგრამ მე, როგორც მათემატიკოსი, ამას ვაღიარებ. და შესაბამისად გეკითხებით: კონკრეტულად რა არის მანდ არასწორი ან არასანდო, რა ინფორმაცია წერია შეცდომით? --Paata Ivanishvili
ბმულები ამოღებულია Nodar Kherkheulidze განხილვა 15:18, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
არავინ არ გეუბნებათ, რომ მანდ უეჭველად არასწორი ინფორმაცია წერია ან თქვენ არ გენდობით. უბრალოდ ქვენ მიერ მითითებული ბმულის ფორმატი (ფორუმი) არ არის მისაღები ქართული ვიკიპედიისათვის, როგორც სანდო წყარო. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:18, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ფორუმი როგორ წყარო არ გამოდგება. ჩემი აზრით ამ ფორუმის ბმულის მითითება (რომ ფორუმი არსებობს) საკმარისია მიეთითოს სტატიაში მათემატიკა. ისე ასეთი კითხვა დამებადა, თუ ამდენი მათემატიკოსები არსებობთ საქართველოში, რომ ფორუმი შეიქმნა, რატომ არ ეხმარებით ქართულ ვიკიპედიას მათემატიკის სრულყოფილი სტატიების შექმნაში? თქვენ ვიკიპედია კი არ უნდა გამოიყენოთ თქვენი ფორუმის რეკლამისთვის არამედ პირიქით. ვიკიპედიაში არსებობს ვიკიპედიის წესები და არა პრეზიდენტის (არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის) კანონები. არც წესები და არც კანონები არ უნდა ირღვეოდეს.--ცანგალა () 15:26, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია ეს არის არაკომერციული პროექტი. ეს ფორუმიც არაკომერციული პროექტია.

საქმე იმაშია, რომ ვიკიპედიაში შეიძლება მხოლოდ ზოგადად დაიწეროს კონკრეტული თეორიების, თეორემების და ასე შემდეგ, განმარტებები. ეს ფორუმი გამიზნულია უფრო ღრმად და კონკრეტულად, ამ ფუნდამენტური მეცნიერების შესწავლისათვის. მე გეთანხმებით, რომ მე რაც არ უნდა ვთვქა, ეგ ითვლება ფორმალურად რეკლამად, მაგრამ, მოდით შეხვედოთ მეორე მხრიდან: თუკი ადამიანმა წაიკითხა, მაგალითად ფრაქტალის შესახებ ეგ 9 ხაზიანი წინადადება, ჩემი აზრით ყველაზე კარგ წყაროდ (უფრო ღრმად გაცნობიერებისათვის) იქნება ეგ წყარო რომელსაც მე ვასახელებ (ქართულად). საერთოდ საქართველოში, ყველაზე ცოტა მათემატიკოსები არიან.. --Paata Ivanishvili

ცანგალ, მათემატიკაში ჩავსვი ამ ფორუმის ბმული, რადგან მათემატიკა ზოგადი საკითხია და მანდ მაგ ბმულის მიზანი არ არის წყაროდ ყოფნა. სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდებით, რადგან, რაც არ უნდა მოცულობითი იყოს ფორუმი, ფორუმის ფორმატი ქართული ვიკიპედიისთვის მიუღებელია, როგორც წყარო. თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ცნობები, ინფორმაციები და სხვ., შეგიძლიათ იგი კონკრეტულ სტატიაში ჩაწეროთ და განავრცოთ იგი. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:43, 4 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

Supporting input methods for Georgian

ეს თემა გადატანილია სხვა გვერდზე — იხ. ვიკიპედია:ფორუმი/მრავალენოვანი#Supporting input methods for Georgian .

შრიფტი მგონი ოდნავ შეიცვალა და სიმბოლოები გადაადგილდა.--ცანგალა () 17:05, 21 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფონტებშ ეს დღეებია ერთი პრობლემა მაწუხებს — რედაქტირებას რომ ვაძლევ გვერდს, ქართული შრიფტის მაგივრად კუბიკები მხვდება. --მიხეილ (მიწერა) 17:53, 21 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემთან ჩვეულებრივაა. შესაძლოა, ეგ ფონტების ბრალი სულაც არ იყოს. რედაქტირებას რომ აძლევ, შეამოწმე კოდირება რაზე დგა (უნდა იყოს Unicode (UTF-8) ან მსგავსი); სხვა ბრაუზერით სცადე. თუ კვლავ გაგრძელდა პრობლემები, მაშინ მელბერგი დაგვჭირდება. მან იცის სად რომელი ფონტია გამოყენებული.აქ წესით, Sylfaen უნდა იყოს, მაგრამ თავს ვერ დავდებ.— G.G. 06:46, 22 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასასწორებელია

ნებისმიერი გვერდის ქვემოთ, ვიკიპედიის პოლიტიკაზე რომ წერია, იქ წინადადებაში სიტყვებია გადაბმული „იხილეთ გამოყენების პირობებიდამატებითი ინფორმაციისთვის.“ ვინც იცით საიდან სწორდება, იქნებ მიხედოთ. --მიხეილ (მიწერა) 15:42, 24 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიების რაოდენობა თვეში

მეგობრებო, ტექნიჯურად სადმე აღირიცხება თვეში რამდენი ახალი სტატია შეიქმნა? კარგი იქნება თუ ვაწარმოებდით ამ მონაცემს. --მიხეილ (მიწერა) 18:04, 31 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

აღირიცხება მიშა აი აქ ბოლო სვეტში დეკემბერში შენ შეგიქმნია 131 სტატია მე კი 36. --ჯაბა ლაბა 18:13, 31 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ააა კუბაზე ვიღიმი კონკრეტული მომხმარებლების კი არა, ზოგადად, მთლიან ვიკიპედიაში ვიგულისხმე, ჯაბა. --მიხეილ (მიწერა) 18:17, 31 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაგდენი აღარ ვიცი, მარტივი ლოგიკით შეკრიბე და ეგაა რა. :) --ჯაბა ლაბა 18:20, 31 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს ხუმრობა, მაგრამ მგონია სადღაც აღირიცხება, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ. --ჯაბა ლაბა 18:21, 31 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა

რაღაც ტექნიკური პრობლემაა. სტატიებში და სპეცგვერდებში ენათშორისი ბმულები სტატიაშია გადმოსული. თქვენთანაც ასეა? – BruTe () 19:49, 1 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს რა ხდება ხალხო??? წუხელ გვიანაც ასე დაემართა. --მიხეილ (მიწერა) 19:53, 1 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
მასეა სანდრო, მასე. --ჯაბა ლაბა 19:54, 1 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
იმით შეგვიძლია დავიიმედოთ თავი რომ მარტო ჩვენი პრობლემა არაა. სხვა ვიკებშიც ასეა და გამოასწორებენ იმედია მალე. – BruTe () 19:56, 1 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
საშინელებაა... ყველაფერი ცუდი ვიფიქრე :D:D — GIO→13 20:31, 1 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
გასწორდა თუ ჩემთან არაა ეგ პრობლემა? Deu. 06:31, 2 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა მოუვიდა რუკებს?

ჩემთან საქართველოს ყველა სოფლის ინფოდაფაში გაქრა ადმინისტრაციული დაყოფის რუკები და თქვენთანაც ესეა?--David 11:45, 6 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი, პოზრუკაზე პირდაპირ წითელი წერტილი ჩანს... :? — GIO→13 11:47, 6 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემთანაც. --მიხეილ (მიწერა) 11:47, 6 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
ნეტავ რისი ბრალია. ინფოდაფა შევამოწმე და არავის არანაირი ცვლილება არ გაუკეტებია :(--David 11:51, 6 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
პოზრუკის წერტილის ფერის შეცვლამ ხომ არ გამოიწვია რამე? რავიცი მე... — GIO→13 11:55, 6 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
არა წერტილის შეცვლის მერე ისევ ჩვეულებრივად იყო. ბოლოს გუშინწინ ვნახე და ყველაფერი ნორმალურად იყო--David 12:05, 6 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

Thumb-ების გენერირება

არ ვიცი, თქვენთან როგორ, მაგრამ ჩემთან ბოლო დროს ასე ხდება (ბრაუზერი - Chrome, Firefox): ინფოდაფებში სურათის ჩასმის და სტატიის შენახვის შემდეგ დიდ ხას უჭირს thumb-ის გენერირება და ხოლმე ცარიელ სივრცეს აჩვენებს. რატომ, როგორ ფიქრობთ? --Henry McClean განხილვაწვლილი 18:44, 17 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

500 ლარიანი კუპიურა

მაქვს ხუთასლარიანი ბანკნოტის სურათი. სამწუხაროდ, არ მეხერხება სურათის ატვირთვა აქ. იქნებ ვინმემ ითაოთ და ჩასვათ ეს სურათი ,,ლარი"-ს გვერდებში ქართულად, ინგლისურად და რუსულად მაინც. --Achiko-84 განხილვაწვლილი 09:34, 18 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

Issues arising from rollout of mediawiki 1.19

ეს თემა გადატანილია სხვა გვერდზე — იხ. ვიკიპედია:ფორუმი/მრავალენოვანი#Issues arising from rollout of mediawiki 1.19 .

ახალი ჯგუფი?

ადმინებო, ეს ნახეთ აბა, მომხმარებელთა უფლებებს რაღაც ახალი ჯგუფი დაემატა „შემოწმებული“, რას ნიშნავს? --მიხეილ (მიწერა) 17:20, 1 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი... Deu. 17:21, 1 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ახლა ჩავირთე, მაგრამ ვერ ვხვდები, მომხმარებლის შემოწმება რას ნიშნავს. --მიხეილ (მიწერა) 17:22, 1 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
თუ მომხმარებლის შემოწმებაზეა საუბარი, Checkuser უნდა იყოს. — G.G. 06:10, 2 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

წითელი ფონი ბმულებზე

მთავარი გვერდისა და სტატიების ლურჯი ბმულების მასიური გადაწითლება შემთხვევით ამის ბრალი ხომ არააა? --ჯაბა ლაბა 14:14, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემთანაც ასეა, გული გამისკდა. --მიხეილ (მიწერა) 14:16, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე მგონი შენი მედიავიკის ცვლილება გასაუქმებელია. --ჯაბა ლაბა 14:17, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ყველა სიტყვა რომელსაც მრავამნიშვნელობა გააჩნია გაწითლდა. მე საშინლად არ მომწონს არ შეიძლება რომ როგორმე გამოირთოს? და მხოლოდ ნებაყოფლობითი იყოს ამის ჩართვა--David 14:18, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე აქამდე მქონდა ნებაყოფლობით და წითლდებოდა მხოლოდ მრავალმნიშვნელოვანი. ახლა კი ყველა ლურჯი გაწითლდა. --მიხეილ (მიწერა) 14:19, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს წესი სულ ახლახანს ჩაირთო რუსულში და უკვე დაკოპირდა ქართულში, როგორც ყოველთვის. გარდა ამისა, მე მგონი როდესაც ბმულზე კურსორი მიგვაქვს უნდა ეწეროს შემცველი და არა შემცვლელი. --ჯაბა ლაბა 14:20, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს გარკვეულწილად კარგიცაა, მაგრამ ასე უკითხავად ამის გაკეთება, რამდენად მიზანშეწონილია? როცა საკუთარი გვერდის დაცვას ამხელა აჟიოტაჟი მოყვება, იმედია ამაზეც გაამახვილებს ვინმე ყურადღებას. --ჯაბა ლაბა 14:21, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

(რედ. კონფლიქტი)ეგ მეც მქონდა მიშა და მშვენივრად ასრულებდა თავის მოვალეობას, ეს კი რაღაც უაზრობაა--David 14:22, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემი ცვლილება გავაუქმე, მაგრამ მაინც ანათებს. --მიხეილ (მიწერა) 14:25, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

იმიტომ ანათებს, რომ გიორგიმ იმ თავისი ძველი კონფიგურაციიდან წაშალა ყველაფერი და იქაც ახალი ჩასვა--David 14:28, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

რამდენად სწორია მედიავიკებში კონკრეტული მომხმარებლის სახელების გამოყენება? --ჯაბა ლაბა 14:32, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, გაჯეტმა არ იმუშავა ისე, როგორც უნდა ემუშავა. @მიშა - მადლობა, რომ ჩასვი, და ბოდიში, რომ ცუდად გამოვიდა. @დათო - კი, ნამდვილად ჩემი ბრალია. @ჯაბა - კონკრეტული მომხმარებლის სახელი გაოიყენება ტექნუკური ხასიათის გვერდებზე. @ნებისმიერ ადმინს - თუ შეიძლება, wikilove-ის ველი ამოშალეთ.--Melberg; 14:43, 3 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ერთი დარჩა

ვის შეუძლია ამ ერთი დარჩენილი მედიავიკის თარგმნა? მარტო ეს დამრჩა და მე ვერ ვთარგმნე--ათო 15:25, 11 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგეთი რამე? „ამ ვიკის გვერდების შიგთავსის ასახვის თქვენ მიერ არჩეული ორტოგრაფიის ვარიანტი“. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:29, 11 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
გერმანული ვარიანტიდან ვთარგმნე და ძალიან კარგად გამოვიდა მგონი: საურველი დაწერილობა ან ორთოგრაფია, რომელშიც უნდა იყოს ნაჩვენები ვიკის გვერდები. დავაფიქსირე ეს თარგმანი. თუ ვინმე მოიფიქრებთ უკეთესს, შეცვალეთ :). Deu. 15:47, 11 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ვიღიმი--ათო 15:55, 11 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

შენელებული ვიკიპედია

ეს ორი დღეა ვიკი საშინლად ჭედავს. ყველასთან ასეა? --მიხეილ (მიწერა) 17:24, 22 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

დღეს მნიშვნელოვნად მაყოვნებდა მეც. — G.G. 18:04, 22 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემთანაც. რა იყო, ანონიმუსმა შემოგვიტია? :) --Henry McClean განხილვაწვლილი 18:06, 22 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა უბედურებაა, ასე ნელა შეიძლება მუშაობდეს? როგორ უნდა გავიგოთ, რატომ არის ასე ნელი? --Henry McClean განხილვაწვლილი 16:39, 24 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

პირდაპირ საშინელებაა ვწუხვარ --მიხეილ (მიწერა) 17:09, 24 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ყველასთან ბოდიში და ეს ვიკიპედია თავს მაგინებინებს ალბათ. საშინლად ნელია. რედაქტირების პანელს ვერ ხსნის ერთი საათი. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:00, 24 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე შენზე მეტად ვაგინებ ვიკრიჭები) დღეს ფაქტიურად არაფერი გამიკეთებია, მაგის გამო. --მიხეილ (მიწერა) 18:02, 24 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო ეს რამდენიმე დღეა საშინლად დამტანჯა :( პ.ს. ვიკის არა ამას აგინეთ ვიკრიჭები--ათო 18:05, 24 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხო, საშინელებაა. არ გაგიგოს, დავით, თორემ ოო... :D:P:D — GIO→13 19:45, 24 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფოტოსურათი

გამარჯობა, მინდა რედაქტირებად გვერდზე ბაბუაჩემის პანტელეიმონ ბერაძის ავტობიოგრაფიასტან, სურათი დავამატო მას ბევრი მეცნიერი და გამოჩენილი მოღვაწე იცნობდა და ვერ ვახერხებ, მეჩვენება რომ ამ პროგრამასთან სპეციალური მომზადება ჭირდება? უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროდ და ამიხსნათ როგორ მოვახერხო ან დამაკვალიანრთ რამენაირად. პატივისცემით, არჩილ ბერაძე წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎Archilber (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. ეს იხილეთ --მიხეილ (მიწერა) 09:46, 23 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

იგივე სახელი, მაგრამ სხვა თემა

მინდა გვერდის შექმნა, მაგრამ ასეთი სათაურით სტატია უკვე არსებობს, თუმცა სხვა თემაზეა. ხდება ესეთი სიტუაციები და ინგლისურ ვერსიაში არის ლინკი "Disambiguation" (მაგ. For other uses, see Rose (disambiguation).), სადაც შეგიძლია აირჩიო სასურველი სტატია შინაარსის მიხედვით. როგორ გავაკეთო ეს? გმადლობთ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dartzow (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

დააკონკრეტეთ რომელი სტატიის შექმნა გსურთ. --მიხეილ მიწერა 12:27, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

"სინათლის წელიწადი" - ქართული მუსიკალური ჯგუფი არსებობს ესეთი. ასეთი სახელი აქვს ასტრონომიულ ტერმინს, რომელზედაც უკვე არსებობს ვიკიპედიის სტატია. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dartzow (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გასაგებია. ეს ტერმინი პირველ ყოვლისა ასტრონომიას ეკუთვნის, რა თქმა უნდა. თქვენ კი სტატია ამ სათაურით უნდა შექმნათ: სინათლის წელიწადი (ჯგუფი) --მიხეილ მიწერა 12:54, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dartzow (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ცვლილებების გაუქმება

ამ დროს ახლა ეს მინაწერი ჩნდება: (ბოლო ტექსტური ცვლილება გაუქმდა და 1900961 ვერსია დაბრუნდება EmausBot ვერსიაზე). „ბოლო ტექსტური“-ს მაგივრად მგონი სჯობდა როდესაც გვიწერდა რომელი მომხმარებლის ცვლილება გაუქმდა. --მიხეილ მიწერა 13:01, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ცვლილებების შედარების დროს ასევე რაღაც შეიცვალა ვიზუალურ სტილში. შეამჩნიე? --H.McC. (მომწერეთ) 13:05, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი, თავიდან მომეწონა, მაგრამ ახლა აღარ მომწონს. რაღაც უფრო ძნელია მგონი გარჩევა. ბერვი რამ შეიცვალა კიდევ, თუნდაც სტატიის სიტორიის ვიზუალური მხარე და ახალი სტატიის შექმნისას მაღლა მინაწერი „იქმნება“. --მიხეილ მიწერა 13:13, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ცენტრალურად შეცვალეს თუ ჩვენი შეცვლილია? უფრო კარგი რომ ჩანდეს ვისი ცვლილება შეიცვალა.--ცანგალა () 15:01, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ცენტრალურიდან შეცვალეს ყველა პროექტში, მაგრამ ამის გამოსწორება მგონი შესაძლებელია მედიავიკით, ოღონდ აღარ მახსოვს რომლით. --მიხეილ მიწერა 15:03, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მთავარი გვერდი Monobook-ზე

Monobook თემაზე მთავარი გვერდი ასე ჩანს. მრავალი თვეა უკვე. უბრალოდ სულ მავიწყდებოდა ამაზე დაწერა. არ ვიცი თქვენთან როგორ არის, ალბათ ყველა გადავიდა ახალ თემაზე. მე კი მონობუკს ვიყენებ და სავსებით კმაყოფილი ვარ, ასე უფრო მომწონს. ბევრი მიზეზი მაქვს, ჩამოწერა აქ უადგილოა. იქნებ უბრალოდ დახედოთ, გამოსწორებადია თუ არა და რატომ არის მონობუკზე ასე? --H.McC. (მომწერეთ) 11:42, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

??????????? --H.McC. (მომწერეთ) 00:16, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გვერდის კონტროლი

რა ხდება? ამ წუთებში ჩაირთო როგორც ჩანს, რომელ გვერდასც კი დავარედაქტირებ, ავტომატურად ემატება ჩემს კონტროლის სიას, დაბლა მონიშნულიცაა შესაბამისი აღნიშვნით. --მიხეილ მიწერა 23:07, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი. მე ისედაც მასე მქონდა, მე მაწყობს, რომ თითოეული ჩემ მიერ დარედაქტირებული გვერდი მოხვდეს კონტროლის სიაში. მაგისი გამორთვა ადრე კონფიგურაციიდან ხდებოდა, ახლა არ ვიცი :(. Deu. 05:31, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
1-2 დღეა ეგრეა და დამღალა. კონფიცურაციაში არ აქვს გამოსართავი. --H.McC. (მომწერეთ) 08:21, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ადრე ჰქონდა კონფიგურაციიდან გამორთვა, მაგრამ ეხლა აღარ აქვს, როგორც ჩანს გამორთვა შეუძლებელია. მე ეს ადრეც მქონდა ჩართული ამიტომ პირადად მე ნაკლებად მაწუხებს ვიღიმი--დათო1010 08:23, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
რიგ-რიგობით გვირთავენ? ვიკრიჭები მე წუხელ ჩამერთა და ვერ ვუპოვე გამოსართავი. მართლა დამღლელია, უცხო ხილია ჩემთვის. --მიხეილ მიწერა 08:25, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემთან გამორთულა ისევ. --მიხეილ მიწერა 08:46, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა გვერდის გადატანისას

გვერდის გადატანისას (სახელთა სივრცეს არ აქვს მნიშვნელობა) მიზეზის ველში ტექსტს ვერ ვწერ. ტექსტს სხვაგან ვკრეფ და შემდეგ ვაკოპირებ ველში. აღსანიშნავია რომ ეს პრობლემა მხოლოდ ქართულ ვიკიპედიაში კი არა, ყველა პროექტში მხვდება. მაინტერესებს ეს ამ ვერსიის პრობლემაა, თუ მხოლოდ ჩემთანაა ასე? – BruTe () 11:54, 12 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემთან იკრიფება უპრობლემოდ. --მიხეილ მიწერა 11:56, 12 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ე.ი. ჩემი ბრალია. :) თანაც მარტო გვერდის გადატანისას, სხვაგან – არა. – BruTe () 11:57, 12 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
იგივე პრობლემა ჩემთანაცაა. ე. ი. მარტო ბრუტეს კომპიუტერის ბრალი არაა. სანდრო, რა ბრაუზერს იყენებ? მე ოპერაში მაქვს ეგ პრობლემა, სხვაგან შევამოწმებ ახლავე. Deu. 05:15, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
Mozilla-ში არაა პრობლემა. ე. ი. ოპერას და ახალი ძრავის შეუთავსებლობას აქვს ადგილი : ). გაასწორებენ ალბათ. Deu. 05:18, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემთანაც იგივე პრობლემაა ოპერაში, ქრომით ჩვეულებრივად იწერება მიზეზის ველში ტექსტი. თან, მარტო ქავიკიში არ არის ეს პრობლემა, გამოსწორდება ალბათ.--ოდაბადე (მიწერა) 05:38, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

TOC არ ჩანს

მშვიდობაა? ახლა ერთ სტატიაში (და სხვებშიც) ვიყავი. სტატია გრძელია, სექცია ბევრია და მაინც - TOC არ ჩანს (იგივე სარჩევი). მშვგიდობაა? ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 14:51, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაგალითად ალპებში ჩემთან ჩანს. – BruTe () 14:55, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემთანაც ჩანს. --მიხეილ მიწერა 14:55, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ქეში გავწმინდე, არ უშველა. Chrome-ს ვიყენებ. --H.McC. (მომწერეთ) 15:00, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამოსწორდა. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 15:01, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეც ქრომს ვიყენებ და ისე, რამდენიმეჯერ დაემართა სასტიკი პრობლემები და მანამ არ გამოსწორდა, სანამ ბრაუზერის მთელი ისტორია არ გავასუფთავე. --მიხეილ მიწერა 15:04, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ისე ახლა ვნახე და The Dark Side of the Moon-ში არის, მაგრამ The Wall Live (ტურნე)-ში არ არის. --H.McC. (მომწერეთ) 15:05, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამოსწორდა მანდაც.--H.McC. (მომწერეთ) 15:06, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნელა მუშაობს

თქვენთანაც „ჭედავს“ ვიკიპედია? --მიხეილ მიწერა 13:06, 16 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემთან ძალიან. გამაწვალა უკვე--ოთოჯი / მომწერე 14:09, 16 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც. მომენტებში სწორდება, მაგრამ ძირითადად მაინც ჭედავს. --მიხეილ მიწერა 14:11, 16 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი ასეა. ეხლა კარგად მუშაობს.--ოთოჯი / მომწერე 14:20, 16 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა გადატანისას

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გვერდის გადატანისას მიზეზის მისათითებელ ველში ვერაფერს ვწერ... თქვენთანაც ეგრეა? Deu. 05:08, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეც იგივე პრობლემა მაქვს და ამას ვწერდი ზემოთ. – BruTe () 05:12, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
წავედით ზემოთ მაშინ :). Deu. 05:14, 3 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირების პანელი

ახლა ვნახე, რომ რედაქტირების ზედა პანელში რაღაცები შეიცვალა ჩემთან. შიდა ბმულის გაკეთებისას, სიტყვას პირდაპირ ფრჩხილებში სვამს და ფანჯარას აღარ მიგდებს გავბრაზდი თქვენთანაც ასეა? --მიხეილ მიწერა 09:39, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემთან ორივე ღილაკი ჩანს, რომელიც პირდაპირ სვამს და რომელიც ფანჯრის საშუალებით სვამს. --ჯაბა ლაბაძე 09:42, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
უი, ახლა შევამჩნიე, ადგილი შეუცვლიათ. მოკლედ, რას გააწყალეს გული გავბრაზდი --მიხეილ მიწერა 09:44, 21 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]