ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები/არქივი/5
ყურადღება! ეს გვერდი არქივის ნაწილია! ეს გვერდი წარმოადგენს გამოუყენებელი, მოძველებული პროცედურის ნაწილს და შენახულია ისტორიული მიზნებისთვის. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს. |
Как это грузины платили дань аварцам? --46.16.228.151 00:11, 5 ოქტომბერი 2015 (UTC)
ქართული ვიკის განხილვა Forum.ge-ზე
განხილვა მიმდინარეობს აქ. თუ არ ვცდები, ერთ-ერთმა ვიკიპედიელმა გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ ბევრმა არ იცის ჩვენი მუშაობის პრინციპების შესახებ, სასიამოვნოა, რომ ავტორი სასარგებლო მითითებს იძლევა. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:01, 5 თებერვალი 2015 (UTC)
- გადავავლე თვალი. თუ მიხვდება ხალხი იმას, რომ საჭიროა ვიკიპედიაში ჩართვა მაშინ მოგებული ყველა დარჩება. მთავარია ნაკლები ვანდალი იყოს და რაც შეიძლება მეტი კეთილსინდისიერი მომხმარებელი. - OTOGI Messages 20:31, 5 თებერვალი 2015 (UTC)
- ვხვდები, ვინც გახსნა ეს თემა, მის გარდა კიდევ ერთიც ვიცანი. მე თუ მკითხავთ, ყველა მათგანს დიდ მახათებს დავურიგებდი, მანდ საქმის გამკეთებელი კაცი არ შედის და არ ჭორაობს. სიტყვები რჩება სიტყვებად. უმრავლესობას რა წარმოდგენა აქვს მანდ ვიკიზე, ერთ-ერთი გარედან მაყურებლის კომენტარიდანაც კარგად ჩანს: „რაოდენობაზე მეტად შინაარსია სამარცხვინო. ერთადერთი, ექსკურსიაზე თუ მიდის დედაშენი ეკლესიიდან და იმ ადგილის ისტორია აინტერესებს, მერე დანარჩენ მრევლთან რომ გაიმარიაჟოს, მაგაში თუ გამოგადგება რა. ქართული საბჭოთადან გადმოწერა კარგი იდეაა. იმ სტატიებს გადმოწერ, რაც არ არის დაძველებული.“
— ძნელია, ასეთი შეუგნებელი აიძულო, ვიკიპედიაში მოხალისე იყავიო. სულ ეს იყო, მხოლოდ ჩემი პირადი სასტიკად უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატე მსგავსი ფორუმებისადმი. — Mikheil მიწერა 20:56, 5 თებერვალი 2015 (UTC)
— კაი რა, რისი დამწერები პოლიტგანყის იუზერები არიან. გაურკვეველი სექტაა. ვანდალიზმის მომრავლებაა მოსალოდნელი --Waiper 22:21, 5 თებერვალი 2015 (UTC)
ვიღაც წერს, რომ ომის შემდეგ იარაღის რიცხვს წერდა საკუთარი ფანტაზიით. ტიპიური შემთხვევაა. პოლიტგანყის ხალხი კი უარესს არ დაგვმართებს, იმაზე მეტად, რაც ახლა ხდება. უბრალოდ არ მგონია, რაღაც შეიცვალოს. ჩვენი მთავარი ვანდალები სკოლის მერხებთან სხედან, თავში ავარდნილი ჰორმონებით და დიდების მანიით გამოტენილები. --მეეზოვე (aka Henry / მომწერეთ აქ) 07:43, 6 თებერვალი 2015 (UTC)
ენციკლოპედია „საქართველო“
გამარჯობა კოლეგებო,
მეცნიერებათა აკადემიას აქვს ენციკლოპედია „საქართველოს“ მე-2 ტომის (2012 წ.) ელ. ვერსია თავისუფალი წვდომით. იქნებ ნელ-ნელა დავიწყოთ მისი ადაპტირება?
ბმულები:
- გიმნაზია — გოქშო
- გოშაძე — დაავადებები სასოფლო-სამ...
- დაბა — დევიძე
- დევრა — დმანისის ნაქალაქარი
- დმანისის პლატო — ეკლესიათა მსოფლიო საბჭო
- ეკლესიასტე — ენდრო...
--Kober განხილვაწვლილი 11:33, 22 თებერვალი 2015 (UTC)
მომხმარებელი:Kober: მასალის გამოყენების უფლება ხომ გვაქვს ?. - OTOGI Messages 14:27, 22 თებერვალი 2015 (UTC)
- ქოფი-ფეისთით არ გამოვა, რა თქმა უნდა. მაგრამ ინფორმაციის გამოყენება და ადაპტირება შეიძლება.--Kober განხილვაწვლილი 16:37, 22 თებერვალი 2015 (UTC)
სიუჟეტი „მაესტროზე“
კოლეგებო, გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დამიკავშირდნენ ტელეკომპანია „მაესტროდან“, სურდათ სიუჟეტის მოზადება ქართული ვიკიპედიის შესახებ. ჩემ გარდა, უნდოდათ კიდევ 2 ადამიანის ჩაწერა. საბოლოოდ, ჩაგვწერეს მე, ცანგალა და ბექა. ეთერში გასვლის წინა დღეს შემატყობინებენ, ასევე გაცნობებთ თქვენც და შემდეგ ბმულსაც დავდებ. როგორც ფაქტი, მგონი ნამდვილად მისასალმებელია! — Mikheil მიწერა 21:28, 28 თებერვალი 2015 (UTC)
- ნამდვილად! მემგონი, რომ ხალხს ვიკიპედიაზე ცოტა მაინც შეეცვლება წარმოდგენა. - Hubble განხილვაწვლილი 22:18, 28 თებერვალი 2015 (UTC)
- სიუჟეტი ხვალ გავა, დილით, 8 საათიდან. — Mikheil მიწერა 18:03, 3 მარტი 2015 (UTC)
- რა იყო ხაშია? :(--დათო1010 20:00, 3 მარტი 2015 (UTC)
- სიუჟეტი ხვალ გავა, დილით, 8 საათიდან. — Mikheil მიწერა 18:03, 3 მარტი 2015 (UTC)
კარგი იყო. ცანგალამ თავისებური ჩაუტარა სპეციალისტებს. --ჯაბა 1977 13:08, 4 მარტი 2015 (UTC)
- მიხარია, რომ საზოგადოების ინტერესი მატულობს ქართული ვიკიპედიის მიმართ. ფაქტია, რომ ქართული ვიკიპედია წინ მიდის და სწორედ ეს არის აღსანიშნავი. მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა ვინც უანგაროდ 1 სტატია მაინც დაწერა ან განახორციელა 1 რედაქტირება მაინც. ახლა უფრო კარგად ჩანს მიშას, ჯაბას, ცანგალას, დავით 1010, ჰენრის და სხვათა მართლაც უზომოდ დიდი წვლილი ან მომავალში შესატანი წვლილი ახალი მომხმარებლების მხრიდან. ქართული ვიკიპედიის მიმართ ინტერესი, რომ გაღვივდა ეს თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა. ძალიან კარგია!. მაქვს იმედი, რომ მომავალში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პროექტში. - OTOGI Messages 19:07, 5 მარტი 2015 (UTC)
ოთო დიდი მადლობა, აქვე მინდა დავძინო, რომ შენი წვლილი განუზომელია ქართულ ვიკიპედიაში და ამაყად გვიდგახარ გვერდით შენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს. --ჯაბა 1977 19:19, 5 მარტი 2015 (UTC)
- გაიხარე ჯაბა!. - OTOGI Messages 19:36, 5 მარტი 2015 (UTC)
გლობალური ანგარიში
შესაძლოა უკვე შენიშნეთ კიდეც, მაგრამ ვისაც ჯერ არ უნახავს, ვეტყვი, რომ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ერთი სიახლე. იმ პროექტებში, რომლებიც მიბმულია თქვენს გლობალურ ანგარიშზე, ავტომატურადაა გადასული თქვენი ის პირადი გვერდი, რაც მეტაზე გავქთ შექმნილი. — Mikheil მიწერა 20:35, 5 აპრილი 2015 (UTC)
გილოცავთ ახალ სააღდგომო წელს!!!
უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. გისურვებთ სულ ჯანმრთელად, ბედნიერად და მხიარულად ჩაგეტარებინოთ!!! — G.G. 21:00, 11 აპრილი 2015 (UTC)
- გილოცავთ, ქრისტე აღსდგა! — Mikheil მიწერა 22:23, 11 აპრილი 2015 (UTC)
- ჭეშმარიტად აღსდგა!.. გილოცავთ ყველას, ვისაც გწამთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. — GIO→13 14:18, 12 აპრილი 2015 (UTC)
სტუმრად ისევ „მაესტროში“
კოლეგებო, ბოლო დროს, მედიასთან ჩვენი ურთიერთობა მართლაც გადასარევად მიდის. დღეს დამიკავშირდნენ ტელეკომპანია „მაესტროდან“, ხვალ უნდათ ჩემი მიწვევა დილის გადაცემაში „საქმიანი დილა“, პირდაპირ ეთერში. შეგიძლიათ უყუროთ 08:30 საათიდან; დაგვეთმობა 10-12 წუთი. — Mikheil მიწერა 13:28, 26 აპრილი 2015 (UTC)
- გადაცემა შედგა, ყოველი შემთხვევისათვის, აქაც ვდებ ჩანაწერის ბმულს. — Mikheil მიწერა 18:58, 27 აპრილი 2015 (UTC)
- ძალიან კარგი სიახლეა! მშვენიერია მიშა!. - OTOGI Messages 19:02, 1 მაისი 2015 (UTC)
ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნა
კოლეგებო, სამწუხაროდ, მოქმედი წესების თანახმად, ჰენრის ადმინისტრატორის სტატუსი ჩამოერთმევა, იძულებული ვარ, შესაბამისი მოთხოვნით მეტაზე სტიუარდებს მივმართო. ძალიან, ძალიან ვწუხვარ... თავის დროზე მეც მივწერე, შემდეგ ოთომაც, მაგრამ დღეს შესრულდა 3 თვე, რაც გაუჩინარებულია. — Mikheil მიწერა 13:42, 8 მაისი 2015 (UTC)
- სტატუსი მოხსნილია. — Mikheil მიწერა 17:34, 18 მაისი 2015 (UTC)
განახლებული ინფოდაფა
მეგობრებო თბილისის მეტროსადგურებისთვის შევქმენი ახალი ინფოდაფა. ეს ინფოდაფა ჯერჯერობით იქნება მხოლოდ თბილისის სადგურებისთვის! (სამომავლოდ მსოფლიოს ყველა მეტროსადგურისთვის ზუსტად ასეთივე ერთ უნივერსალურ ინფოდაფას გავაკეთებ) შესადარებლად შეგიძლიათ იხილოთ ძველი და ახალი ვერსიები. იმედია ამ ცვლილების წინააღმდეგი არავინ იქნება --დათო1010 17:25, 18 მაისი 2015 (UTC)
- მშვენიერია! — Mikheil მიწერა 17:34, 18 მაისი 2015 (UTC)
რადიო „ჯაკო“ ქართულ ვიკიპედიაზე
კოლეგებო, დაახლოებით 1 თვის წინ, რადიო „ჯაკომ“, ქართულ ვიკიპედიაზე სასაუბროდ, სტუმრად მიმიწვია თავის ერთ-ერთ გადაცემაში. გადაცემა გავიდა გუშინ, ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. — Mikheil მიწერა 19:08, 28 ივლისი 2015 (UTC)
ქართულ-სომხური ერთობლივი პროექტი
ვერ ვნახე, სად მიდის ამ პროექტის შესახებ განხილვა, ამიტომ აქ ვწერ ახალ სექციაში. თუ სადმეა განხილვა და მე ვერ მოვძებნე, გადაიტანეთ. Sitenotice-ში ამსისქე ჩარჩო მგონი უშნოდ ჩანს. გარდა ამისა, რამდენადაა ეს პროექტი ისეთი ზოგადვიკიპედიური მნიშვნელობის, რომ Sitenotice-ში გამოქვეყნდეს? სომხურ ვიკიპედიაში არათუ Sitenotice-ში, მთავარ გვერდზეც კი არაა ნახსენები. ან იმათაც მიუთითონ, ან აქ მიუჩინეთ შესაბამისი ადგილი განცხადებას. Deu. 08:00, 1 ოქტომბერი 2015 (UTC)
- სქელი ჩარჩო საერთოდ არ არის, ეგ შეიძლება შენთან ჩანს მასე სხვა გარჩევადობის ეკრანზე. რაც შეეხება კონკურსის მნიშვნელობას, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ნამდვილად საჭიროა მისი Sitenotice-ში განთავსება რათა ყველამ გაიგოს მის შესახებ. პროექტი დღეს დაიწყო ასე, რომ გასაკვირი არაა, რომ შეიძლება სომხებს ჯერ არ ჰქონდეთ შესაბამისი ბანერი განთავსებული--დათო1010 08:05, 1 ოქტომბერი 2015 (UTC)
- უდავოდ მნიშვნელოვანია. სომხებმა რაღაც პროცედურა ვერ დაასრულეს და ხვალიდან იწყებენ. — Mikheil მიწერა 08:20, 1 ოქტომბერი 2015 (UTC)
100 000 სტატია
კოლეგებო, დღეს განსაკუთრებული დღეა, ყველას გილოცავთ იმას, რაც ამდენი ხანია, მთავარ მიზნად გვაქვს დასახული — დღეს 100 000 სტატიას მივაღწიეთ! ყველას გისურვებთ უფრო მეტ სტიმულს, მოტივაციას და იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენ მართლაც უნიკალურ საქმეს ვაკეთებთ. წარმოიდგინეთ, თითოეული ჩვენგანის რამდენ ათას საათს, რამდენ ბედნიერსა თუ მრისხანე წუთს, რამდენ ემოციას, თავის გახურებას, ოფლს იტევს ეს 100 000 სტატია! აბა ჰე, არ მოვდუნდეთ, დავისახოთ ახალი მიზნები და სულ წინ! არასოდეს გაგვქრობოდეს ეს ენთუზიაზმი და მონდომება! — Mikheil მიწერა 21:09, 12 ოქტომბერი 2015 (UTC)
- გილოცავთ. ჩემი უახლოესი მიზანი უკვე ჰინდი ვიკიპედიაა. სულ რაღაც 470 სტატიაღა გვაშორებს. --ჯაბა 1977 03:36, 13 ოქტომბერი 2015 (UTC)
მართლაც ღირსშესანიშნავი ფაქტია ის, რომ ქართული ვიკიპედია შეიცავს 100 ათასზე მეტ სტატიას. ყველას გილოცავთ! მთავარ მიზანს უკვე მივაღწიეთ — მივაღწიეთ რა სტატიათა 100 ათასიან ზღვარს მას გავცდით კიდევაც. ამისთვის თითოეულ ვიკიპედიელს მადლობა მინდა გადავუხადო!. რეალურად, ქართული ვიკიპედია ქართულ ენაზე შექმნილი ყველაზე დიდი ენციკლოპედიაა, სადაც მოიპოვება ისეთი სტატიებიც, რომლებიც აქამდე საერთოდ, რომ არ დაწერილა ქართულ ენაზე. ეს ის სტატიებია, რომლებსაც უბრალოდ მოხალისეები წერენ, თუმცა თავისი საქმის შესანიშნავი მცოდნეები. ბევრს ჰქონია, რომ მოხალისე ეს არ პირი, რომელიც უბრალოდ რაღაცას აკეთებს ისე რა... თუმცა ეს მოხალისე შეიძლება მეცნიერ-მუშაკიც იყოს. ასე რომ, ვიკიპედიას უბრალოდ საქმის კარგი მცოდნეები ქმნიან. ვისურვებ, რომ სტატიათა რაოდენობით უფრო და უფრო წინ წავიდეთ. ეს რაც შეეხება სტატიათა რაოდენობას, ხოლო რაც შეეხება სტატიათა ხარისხს, რასაც მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ, აქაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ხარისხზეც ისე უნდა ვფიქრობდეთ როგორც სტატიათა რაოდენობაზე. ორი პროცესის — რაოდენობისა და ხარისხის წარმატებული შერწყმის შედეგად მივიღეთ მძლავრი უნივერსალური ენციკლოპედია ქართული ვიკიპედიის სახით. როგორც ერთი ადამიანი იძახდა ხოლმე შრომისმოყვარეობა ყოველი საქმის სული და კეთილდღეობის საწინდარია. კიდევ ერთხელ გილოცათ! - OTOGI Messages 09:36, 13 ოქტომბერი 2015 (UTC)
- I am very happy for the Georgian Wikipedia! I wish you new achievements and good luck! From ukwiki. — Green Zero обг 15:35, 15 ოქტომბერი 2015 (UTC)
- @Green Zero: Thank you and ukwiki! — Mikheil მიწერა 15:39, 15 ოქტომბერი 2015 (UTC)
- Congratulations also from alswiki! --Holder განხილვაწვლილი 06:08, 25 ოქტომბერი 2015 (UTC)
- Thank you Alemannic Wikipedia! — Mikheil მიწერა 11:10, 25 ოქტომბერი 2015 (UTC)
- Congratulations also from alswiki! --Holder განხილვაწვლილი 06:08, 25 ოქტომბერი 2015 (UTC)
- @Green Zero: Thank you and ukwiki! — Mikheil მიწერა 15:39, 15 ოქტომბერი 2015 (UTC)
კომპიუტერი ბექას
კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ჩვენს ფეისბუკ-გვერდზე საზოგადოებას ვთხოვეთ კომპიუტერი მომხმარებელ Beqabai-სთვის, რადგან შევიტყვეთ, რომ ის ვიკიპედიაში მობილური ტელეფონით მუშაობდა. როგორც იქნა, დღეს ერთად მოვუყარეთ თავი სხვადასხვა ადამიანების მიერ გადმოცემულ მონიტორს, კლავიატურას და სხვა აქსესუარებს. ყველაფერი ინახება ცანგალასთან; ვაპირებთ, შაბათს, 21 ნომებერს, 14:00 საათზე, წერეთლის მეტროსთან მდებარე „მაჭახელაში“, კომპიუტერი ბექას გადავცეთ. კარგი იქნება თუ მობრძანდებით. — Mikheil მიწერა 16:52, 19 ნოემბერი 2015 (UTC)
(მომხრე) — მოვდივარ. --ცანგალა (გ) 16:57, 19 ნოემბერი 2015 (UTC)
შაბათს ზუსტად ამ დროს კონფერენციაზე მე და ფიქრია წარვადგენთ თემას "ვიკიპედია სასწავლო პროცესში". --ჯაბა 1977 17:00, 19 ნოემბერი 2015 (UTC)
- კი, მართალია, მე და ჯაბა, სამწუხაროდ, ვერ მოვალთ. თუმცა წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩვენს თავსაც...--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 17:09, 19 ნოემბერი 2015 (UTC)
- მეც მოვდივარ :) ისე ეს თემა ვიკიშეხვედრებში უნდა გაგეხსნათ--დათო1010 18:52, 19 ნოემბერი 2015 (UTC)
ყოჩაღ! მე ჩემი თავი მგონია გმირი, იმედის გმირი აგერ სარკეში რო ვიხედები და ეგ ვაფშე ვინ ყოფილა!!!! როგორია მობილურით სტატიების წერა ))) მალადეც! რავი ჩემი მოსვლა უხერხული იქნება! მე კომიუტერის შეძენაში მონაწილეობა არ მიმიღია! დარწმუნებული ვარ ღირსეული ადამიანებმა შეიძინეს და მადლობაც მათ დაიმსახურეს პირადად ბაქბაისაგან! ვულოცავ სულით და გულით! მადლობა ყურადღებისა და დაპატიჟებისათვის!--Surprizi განხილვაწვლილი 19:02, 19 ნოემბერი 2015 (UTC)
- რა აუცილებელია მონაწილეობის მიღება კომპიუტერის შეძენაში შეხვედრაზე მისვლასთან :). არც მე მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვიდოდი. მაგრამ ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ არ ვიქნები საქართველოში :/. ყოჩაღ, ბიჭებო და გოგოებო! Deu. 19:09, 19 ნოემბერი 2015 (UTC)
- დარწმუნებული ვარ პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც მონაწილეობდით ამ კარგ წამოწყებაში. :)--Surprizi განხილვაწვლილი 03:58, 20 ნოემბერი 2015 (UTC)
- მონაწილეობდა ვიკიპედიის კოლექტივი და მათ შორის თქვენც მომხმარებელი:Surprizi. არ გაინტერესებთ გმირის გაცნობა, ის ხომ თქვენი კოლეგაა და უნდა ჩამოვიდეს კახეთიდან--ცანგალა (გ) 07:24, 20 ნოემბერი 2015 (UTC)
- კეთილი, რადგანაც მონაწილეობა მიმიღია დიდი სიამოვნებით გავიცნობ ჩემს კოლეგას.--Surprizi განხილვაწვლილი 07:50, 20 ნოემბერი 2015 (UTC)
- მონაწილეობდა ვიკიპედიის კოლექტივი და მათ შორის თქვენც მომხმარებელი:Surprizi. არ გაინტერესებთ გმირის გაცნობა, ის ხომ თქვენი კოლეგაა და უნდა ჩამოვიდეს კახეთიდან--ცანგალა (გ) 07:24, 20 ნოემბერი 2015 (UTC)
- გელოდებით.--ცანგალა (გ) 07:51, 20 ნოემბერი 2015 (UTC)
(მომხრე)!!! თქვენს მონა-მორჩილს სხვა გზა არც აქვს!!! ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 09:53, 20 ნოემბერი 2015 (UTC)
შედეგი
შეხვედრა შედგა, ბექას კომპიუტერი გადავეცით! შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებლები: Zangala, David1010, Beqabai, BRUTE, Surprizi და MIKHEIL. იმედი გვაქვს, ამის შემდეგ, ბექა ვიკიპედიაში კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება, წარმატებები!
— Mikheil მიწერა 22:04, 22 ნოემბერი 2015 (UTC)
რა თქმა უნდა! უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს! შრომით და სტატიებით დაგიფასებთ! ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 04:30, 23 ნოემბერი 2015 (UTC)
სომხეთის ზამთრის ვიკიბანაკი
მოგესალმებით მეგობრებო. სომხეთის ვიკიბანაკიდან მოგვივიდა მოწვევა, 6-11 იანვარს სომხეთში მიწვევულია ოთხი ვიკიპედიელი: მე, ზაფხულის ვიკიბანაკის გამარჯვებული Pkhoveli და საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ორი გამარჯვებული David1010 და GrigalashviliT. გასვლა თბილისიდან 5 იანვარს 11 საათზე, მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიიდან. სასტუმროში გავათენებთ ერთ ღამეს და 6 იანვარს დილის 9 საათზე გავეშურებით აღვერანისაკენ.
P. S. სასტუმროს ხარჯს არ აგვინაზღაურებენ. --ჯაბა 1977 11:32, 6 დეკემბერი 2015 (UTC)
- მშვენიერი ინფოა --დათო1010 13:36, 6 დეკემბერი 2015 (UTC)
ღონისძიებები
https://meta.wikimedia.org/wiki/Wikipedia_15/Events/Tbilisi - ამაზე რამეს ვაკეთებთ? --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 18:15, 15 დეკემბერი 2015 (UTC)