(ნომინაცია) საკმაოდ დიდი ხანია უკვე, რაც ამ სტატიაზე ვმუშაობ. ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და კიდევ რამდენიმე სხვა დიდ ვიკიპედიაში რჩეულის სტატუსი აქვს. ჩემი აზრით, ახლა უკვე ქართულშიც იმსახურებს ამ სტატუსს, თანაც, მგონი, ასეთი ტიპის რჩეული სტატია არ გვაქვს. მადლობელი დავრჩები, ვინმე თუ გადაავლებს თვალს და დარჩენილ შეცდომებს გაასწორებს. ველი შენიშვნებს --შოთა[UT]18:43, 2 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) ძალიან, ძალიან მომეწონა! განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი თარგმანია, არაა კალკირებული. ბოლომდე წავიკითხე სტატია და ერთი-ორი მექანიკურის გარდა სტილისტური ხარვეზებიც კი არ მომხვედრია თვალში (თუ ყურში? :)). განსაკუთრებით გამიკვირდა, რომ სიტყვა „მკვლევარი“ ნათესაობითშიც სწორად წერია — „მკვლევრის“ — ამ სიტყვას ბევრი ფილოლოგიც კი არასწორად წერს. ყოჩაღ შოთას! Deu.17:43, 3 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]