ვეფხია ჯიშკარიანი

ქართველი სამხედრო პირი. საინჟინრო დაგეგმარების ოფიცერი, კაპიტანი.

ვეფხია ჯიშკარიანი (დ. 20 მაისი, 1968, საწულუკიძეო — გ. 11 აგვისტო, 2008, შინდისი) — ქართველი სამხედრო პირი. საინჟინრო დაგეგმარების ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის კაპიტანი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული. „შინდისის გმირი“.

ვეფხია ჯიშკარიანი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1968
დაბადების ადგილი საწულუკიძეო, ხონის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 აგვისტო, 2008 (40 წლის)
გარდაცვალების ადგილი შინდისი, გორის მუნიციპალიტეტი, საქართველო
კუთვნილება საქართველოს შეიარაღებული ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 1992–2008
წოდება კაპიტანი
ნაწილი II ქვეითი ბრიგადა
ბრძოლები/ომები

რუსეთ-საქართველოს ომი

ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1992 წლიდან, ხოლო სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში 2005 წლიდან კონტრაქტით. დაიღუპა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს შინდისთან. ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად (ცხედარი ვერ იქნა ნაპოვნი).

სიკვდილის შემდგომ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება