შინდისის ბრძოლა
შინდისის ბრძოლა — ბრძოლა ერთი მხრივ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მეორე მხრივ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც გაიმართა 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან. 21 ქართველი 100-ზე მეტ რუსს ებრძოდა.
რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.