ვესტგუთები

(გადამისამართდა გვერდიდან ვესტგოთები)

ვესტგუთები (Westgoten), ვიზიგოთები (Wisigoten) ანუ თერვინგები (Therwingen),[1] — ძველი გერმანული ტომების გუთების დასავლეთი შტო. III-IV საუკუნეებში ცხოვრობდნენ მდინარე დნესტრის აღმოსავლეთით. IV საუკუნის 70-იან წლებიდან მონაწილეობდნენ ხალხთა დიდ გადასახლებაში, როგორც რომაელთა ფედერატები (მოკავშირეები). 382 წელს დასახლდნენ მეზიის პროვინციაში. ბარბაროსულ ტომთა შორის პირველებმა აიღეს რომი (410) წელს. 418 წელს დააარსეს სამეფო აკვიტანიაში. მეფე თეოდორიხ I-ის (418-451) მეთაურობით დიდი როლი ითამაშეს ატილას დამარცხებაში (451), მეფეების თეოდორიხ II-ისა და ევრიხის (466-484) მმართველობის დროს დაიპყრეს ესპანეთის დიდი ნაწილი, ჩაიწერა ვესტგუთების პირველი სამართალი „ევრიხის კოდექსი“. მეფე ალარიხ II-ის (484-507) დროს ფრანკთაგან განცდილი დამარცხების შედეგად (507) დაკარგეს სამხრეთ გალიის მიწები. VI საუკუნის შუა ხანებიდან ვესტგუთების სამეფოს დედაქალაქი იყო ტოლედო. ადგილობრივ მიწათმფლობელთა ნაწილს ვესტგუთებმა ჩამოართვეს მიწების 2/3. 586 წელს ვესტგუთებმა მიიღეს კათოლიკობა, რამაც დააჩქარა მათი რომანიზაციის და ესპანურ-რომაულ მოსახლეობასთან ასიმილაციის პროცესი, განაპირობა გვაროვნულ-ტომური წყობილებიდან ადრინდელ ფეოდალურზე გადასვლა. 711-718 წწ. ვესტგუთების სამეფო არაბებმა დაიპყრეს, ვესტგუთებმა შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა ჩრდილოეთ ესპანეთში და განაგრძეს ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ.

ვესტგუთების მიგრაცია

ვესტგუთების მეფეები

რედაქტირება
 
ვესტგუთების სამეფო 500 წელს

ბალტის დინასტია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 382.