ვერა ხარაზია
ვერა ნიკოლოზის ასული ხარაზია (დ. 1896, სოფელი აჭანდარა, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) — პედაგოგი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებავერა ხარაზია დაიბადა 1896 წელს სოფელ აჭანდარაში ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლა დაიწყო 1904 წელს სიღნაღის საეკლესიო სასწავლებელში. 1912 წელს შევიდა სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1915 წელს და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სოფელ ლიხნში. 10 წლის მანძილზე განუწყვეტლად მუშაობდა მასწავლებლად გუდაუთის რაიონის სოფლის კოლებში. 1925 წელს იგი დანიშნეს გუდაუთის ათწლედის მასწავლებლად, იქიდან კი გადაიყვანეს სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის აფხაზურ საშუალო სკოლაში.
1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად გუდაუთის რაიონის გუდაუთის №211 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
1939 წელს ვერა ხარაზიას მიენიჭა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №114 (212), 21 მაისი, 1938