ვენცესლაუს ჰოლარი

ვენცესლაუს ჰოლარი (ინგლ. Wenceslaus Hollar; 23 ივლისი, 1607 წელი, პრაღა, ბოჰემია - გ. 25 მარტი, 1677 წელი, ლონდონი, ინგლისი) - XVII საუკუნის ბოჰემელი გრაფიკოსი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა. ის გერმანულენოვანთათვის ცნობილია როგორც ვენცელ ჰოლარი; ჩეხურად მოსაუბრეებისთვის, როგორც ვაჩლავ ჰოლარი. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა გრავიურებით. იგი დაიბადა პრაღაში, გარდაიცვალა ლონდონში და დაკრძალეს წმინდა მარგარეტის ეკლესიაში, ვესტმინსტერში.[2]

ვენცესლაუს ჰოლარი
დაიბადა 23 ივლისი, 1607
დაბადების ადგილი პრაღა, ბოჰემია
გარდაიცვალა 25 მარტი, 1677 (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ბოჰემელი
ჟანრი პეიზაჟი[1] , პორტრეტი[1] და cityscape[1]
ცნობილი ნამუშევრები

ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი

გრინვიჩის ხედი
მასზე გავლენა მოახდინა ალბრეხტ დიურერი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

მას შემდეგ, რაც ოცწლიანმა ომმა მისი ოჯახი დაანგრია, ახალგაზრდა ჰოლარმა, რომელიც იურიდიული პროფესიისთვის იყო მზად, გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი. მისი ადრეული ნამუშევრები, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა, თარიღდება 1625 და 1626 წლებით; ისინი პატარა ფირფიტებია და ერთ-ერთი მათგანი არის დიურერის "ღვთისმშობლისა და ბავშვის" ასლი, რომლის გავლენა ჰოლარის შემოქმედებაზე ყოველთვის დიდი იყო. 1627 წელს იგი ფრანკფურტში იმყოფებოდა, სადაც იგი ცნობილ გრავიურისტ მატაუს მერიანისთან სწავლობდა. 1630 წელს იგი ცხოვრობდა სტრასბურგში, მაინცსა და კობლენცში, სადაც ჰოლარმა დახატა ქალაქები, ციხესიმაგრეები და პეიზაჟები. 1633 წელს იგი გადავიდა კიოლნში.[3] სწორედ 1636 წელს მიიპყრო მან ცნობილი ხელოვნების კოლექციონერის თომას ჰოვარდის ყურადღება (იგივე ლორდ არუნდელი). ის იმპერატორ ფერდინანდ II- ის საიმპერატორო კარზე დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა.

1635 წელს კელნში ჰოლარმა გამოსცა პირველი წიგნი. 1637 წელს იგი თომასთან ერთად გაემგზავრა ინგლისში, სადაც მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა.

ცხოვრება ინგლისში რედაქტირება

 
ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძარი
 
ლონდონის გრძელი ხედი ბანკსაიდიდან, 1647 წ

1646 წლიდან ჰოლარი სხვადასხვა გამომცემლობაში მუშაობდა, რაც შემდგომში მისი ძირითადი შემოსავალი იყო. ლორდ არუნდელის გარდაცვალების შემდეგ, 1646 წელს, ჰოლრდმა დაწერა სამახსოვრო წერილი არუნდელის პატივსაცემად.

ინგლისში პირველად მან შექმნა "გრინვიჩის ხედი". 1641 წლის 4 ივლისს ჰოლარმა იქორწინა ტრეისიზე (გვარი უცნობია) მათ ორი შვილი ჰყავდათ.

ნამუშვრები რედაქტირება

ჰოლარი თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი მხატვარი იყო. მისი ნამუშევრები მოიცავს დაახლოებით 400 ნახატს და 3000 ტილოს. ჰოლარმა შექმნა მრავალი ნაწარმოები. მისი ნამუშევრები ხედებს, პორტრეტებს, გემებს, რელიგიურ თემებს, ჰერალდიკურ საგნებს, პეიზაჟებს და ნატურმორტს სხვადასხვა ფორმით. მისი პროექტების სირთულისა და მასშტაბის მაგალითებია რვა ფირფიტული პორტუგალიური გენეალოგია და მწერების 12 ფირფიტიანი სერია, რომელიც გამოქვეყნდა Muscarum Scarabeorum Vermiumque varie-ის მიერ.[4] მისი არქიტექტურული ნახატები, როგორიცაა ანტვერპენისა და სტრასბურგის საკათედრო ტაძრები. მან აღადგინა სხვა მხატვრების დეკორატიული ნამუშევრები.

ჰოლარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა ანტვერპენის ღვთისმშობლის ტაძრის ხედი, რომელიც დათარიღებულია 1649 წლით. ნამუშევრის მშვენიერი ფიგურული გაფორმება, რომელიც ჰოლარის სტილისაა დამახასიათებელი, მოიცავს ტაძრის შესასვლელისკენ მსვლელობას, ცხენებით მოსიარულეებს, გამვლელებს და ძაღლები ეკლესიის წინ მდებარე სკვერში. ანტვერპენის საკათედრო ტაძრის სურათი გამოიფინა 2013 წელს ლობკოვიჩის სასახლეში, ლობკოვიჩის ბიბლიოთეკის გამოფენაზე "არქიტექტურა პიტერ პოლ რუბენსისა და ვაცლავ ჰოლარის შემოქმედებაში". ჰოლარი ცნობილი იყო თავისი ტოპოგრაფიული ნამუშევრებით და რუქებით. მან შეადგინა რამდენიმე სამხედრო რუქა, რომლებიც შედგენილია ფლამანდელი მხატვრისა და კარტოგრაფი იაკობ ვან ვერდენის მიერ. ამის მაგალითია Landrecies- ის ალყა 1648 წლით დათარიღებული. იგი მოიცავს ქალაქ ლანდრეცესიის გეგმას. ჰერცოგის ზოგიერთი ჯარი ნაჩვენებია ხის წინა პლანზე, ეტლებით და იარაღით. რუქა ასევე გთავაზობთ სქემატურ ხედვას სხვადასხვა პოლკისა და ძალების შესახებ რამდენიმე მეთაურის ქვეშ და მათ პოზიციებს ქალაქის გარშემო. მარცხენა წინა პლანზე ჩანს საფრანგეთის არმია, რომელიც უახლოვდება მიწინააღმდეგეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Griffiths, Antony; Kesnerová, Gabriela (1983) Wenceslaus Hollar : prints and drawings from the collections of the National Gallery, Prague, and the British Museum, London. London: British Museum Publications. ISBN 9780714107875. 
  • Gillian Tindall, The Man Who Drew London: Wenceslaus Hollar in reality and imagination (London, 2002).
  • Johannes Urzidil, Hollar, a Czech émigré in England (London, 1942).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ECARTICO
  2. Wenceslaus Hollar 1607–1677 | Tate. tete.org.uk
  3. Pennington 1982
  4. For these series see respectively, Connors, Joseph (March 2019). „The Portuguese Genealogy of Wenceslas Hollar and the Lost Lisbon Monouments by Francois Duquesnoy“. Print Quarterly. 36 (1): 17–30.; Stocker, Mark; Kaspar, Julia; Sirvid, Phil (December 2019). „Wenceslas Hollar's Muscarum Scarabeorum Vermiumque varie figure Anatomized and Identified“. Print Quarterly. 36 (4): 390–403.