ვენცესლავ რიხტერი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვენცესლავ რიხტერი (ხორვ. Vjenceslav Richter; დ. 8 აპრილი 1917, დონია-დრენოვა — გ. 2 დეკემბერი, 2002, ზაგრები) — ხორვატი არქიტექტორი. იგი აგრეთვე ცნობილია თავისი ნამუშევრებით ხელოვნების სხვადასხვა დარგში, რომელთა შორისაა: სკულპტურა, გრაფიკა, ფერწერა, ქანდაკება და სცენის დიზაინი. [1][2]

ვენცესლავ რიხტერი
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1917
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 2002 (85 წლის)
ზაგრები, ხორვატია
მოქალაქეობა იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ხორვატიის დროშა ხორვატია
განათლება ზაგრების უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1949 წელს ვენცესლავ რიხტერმა დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. მისი ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი ზდენკო სტრიჯიჩი. იგი გახლდათ ხელოვნების ჯგუფის Exat 51-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის აქტიური წევრები 1950-1956 წლებში იყვნენ არქიტექტორები: ბერნარდო ბერნარდი, ზდრავკო ბრეგოვაცი, ბოზიდარ რაშიცა და ვლადიმერ ზახაროვიჩი, ასევე მხატვრები ვლადო კრისტლი, ივან პისელი და ალექსანდრე სრნეცი. რიხტერი ასევე იყო წევრი მხატვრული მოძრაობისა „ახალი ტენდენციები“  (1961 წლიდან).[3]

ვენცესლავ რიხტერმა დააპროექტა საგამოფენო პავილიონები (1958 წელს მსოფლიო გამოფენისთვის ბრიუსელში, ტურინსა და მილანში), რამდენიმე მუზეუმის შენობა. დაკავებული იყო  სამრეწველო და ინტერიერის დიზაინით. 1962 წლიდან რიხტერმა დაიწყო ქანდაკების ხელოვნების შესწავლა, რასაც მოჰყვა მისი "Reliefmeter" ქანდაკებების სერია.

1955 წელს ვენცესლავ რიხტერი მონაწილეობდა ზაგრების პირველი ტრიენალეს ორგანიზებაში.  ხელოვნებისა და დიზაინის ფესტივალზე ცდილობდა გაეერთიანებინა დიზაინის დისციპლინების ფართო სპექტრი, მათ შორის გამოყენებითი ხელოვნება, ინდუსტრიული დიზაინი და სახვითი ხელოვნება. მეორე ტრიენალე მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაიმართა. იგი ისეთივე წარუმატებელი იყო, როგორც პირველი ბიენალე, როდესაც ცდილობდა მოდერნისტული დიზაინის პოპულარიზაციას.

ვენცესლავ რიხტერმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გამოფენებში ხორვატიაში და მის ფარგლებს გარეთ.  მათ შორის იყო: ხელოვნებისა და ხელოსნობის მუზეუმი ზაგრებში (1964), ოლბრაიტ-ნოქსის სამხატვრო გალერეა ბუფალოში (1968), თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ზაგრებში (1968), სტემპფლის გალერეა ნიუ-იორკში (1968), სემიხა უბერის გალერეა ციურიხში (1969), ვენეციის ბიენალე (1972), გალერეა 58 რაპერსვილში (1972), დელნავილიოს გალერეა მილანში (1973), ალ ჩენტროს გალერეა ნეაპოლში (1973), ვისკონტის გალერეა მილანში (1976) და გალერეა ლა ლოჯა უდინეში (1977). [4]

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
 
ვენცესლავ რიხტერი (მარჯვნივ) 2000 წ.
 
რიხტერის მიერ შექმნილი ორიგინალური დიზაინი იუგოსლავიის პავილიონისთვის 1958 წ. ბრიუსელის მსოფლიო გამოფენაზე.

ვენცესლავ რიხტერს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ქალაქ ზაგრების პრემია (1959), ოქროს მედალი მილანის მე-13 ტრიენალზე (1964), სკულპტურის პრიზი სან - პაულუს მე-11 ბიენალეზე (1971) და ჰერდერის პრემია (1981). მას ასევე მიღებული აქვს ორი ჯილდო მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიღწევისთვის: ვიქტორ კოვაჩიჩის პრემია (1988) და ვლადიმერ ნაზორის პრემია (1993). რიხტერის გრაფიკის რეტროსპექტიული გამოფენა "გეომეტრია და სპონტანურობა" მოეწყო ხორვატიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის გრაფიკულ ოთახში ზაგრებში 2002 წელს.[5][6][7]

რიხტერის გამოფენა

რედაქტირება

ვენცესლავ რიხტერის და ნადი კარეშ-რიხტერის კოლექცია განთავსებულია ვხროვეცის ვილაში (ზაგრები). იმართება ზაგრების თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიერ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Ed. Susovski, Marijan, Richter Collection: The Conceptual Spaces of Vjenceslav Richter’s Art Synthesis/Catalogue of the Richter Collection, (Museum of Contemporary Art, Zagreb, 2003).

სქოლიო     

რედაქტირება
  1. Beroš, Nada Highlights: Collection in Motion p.81 (Muzej Suvremene Umjetnosti, Zagreb 2010)
  2. https://rkd.nl/explore/artists/252471
  3. Vjenceslav Richter
  4. Brozović D., Ladan T. Vjenceslav Richter // Hrvatska enciklopedija (ხორვატ.) — LZMK, 1999. — 9272 с. — ISBN 978-953-6036-31-8
  5. Bibliothèque nationale de France Record #15517015n // BnF catalogue général (ფრანგ.) — Paris: BnF.
  6. Nina Ožegović. Vjenceslav Richter - slikarska retrospektiva avangardnog arhitekta[მკვდარი ბმული] (ხორვ.) . Nacional (23 октября 2002). ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი 2019. დაარქივებულია 3 ივლისი 2012 .
  7. Vjenceslav Richter — 2003.