ტურინის საკათედრო ტაძარი
იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი — მთავარი ტაძარი ტურინში. აშენდა 1491—1498 წლებში. კაპელა, სადაც ინახება ქრისტეს სუდარა.
ამჟამად ტაძარში ინახება ქრისტეს სუდარის ასლი; თავად სუდარა კი იშვიათად გამოაქვთ საჯაროდ. 1997 წ. 11 აპრილს ტურინის საკათედრო ტაძრის გუარინის სამრეკლოს გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც ძალზედ სწრაფად გავრცელდა მთელ ტაძარზე. ტურინის სახანძრო დეპარტამენტის დროულმა რეაგირებამ უძვირფასესი რელიკვია განადგურებას გადაარჩინა; სუდარის უსაფრთხო ადგილზე გადატანისთანავე გუმბათი ჩამოინგრა. გამოძიებისთვის დღემდე გაურკვეველი რჩება ხანძრის გამომწვევი მიზეზები.