ვენკატრამან რამაკრიშნანი
ვენკატრამან „ვენკი“ რამაკრიშნანი (დ. 1952)[16] — ინდური წარმოშობის ამერიკელი და ბრიტანელი სტრუქტურული ბიოლოგი. 2009 წელს ტომას სტეიცთან და ადა იონათთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „რიბოსომის სტრუქტურული და ფუნქციური შესწავლისათვის“.[17][18] 2015 წელს აირჩიეს სამეფო საზოგადოების პრეზიდენტად.[19].
ვენკატრამან რამაკრიშნანი | |
---|---|
ტამილ. வெங்கட்ராமன் ராமகிருஷ்ணன் | |
დაბ. თარიღი | 1952[1] |
დაბ. ადგილი | Chidambaram[2] |
მოქალაქეობა | აშშ[3] |
საქმიანობა | ბიოლოგი, ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი და molecular biologist[4] |
მუშაობის ადგილი | Laboratory of Molecular Biology[5] , University of Utah School of Medicine[6] , ბრუკჰეივენის ნაციონალური ლაბორატორია[7] და იელის უნივერსიტეტი[8] |
ალმა-მატერი | Maharaja Sayajirao University of Baroda[9] , Ohio University და კალიფორნიის უნივერსიტეტი[10] |
დედა | R. Rajalakshmi |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[11] , სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემია ქიმიაში[12] [13] , Padma Vibhushan in science & engineering[14] , სერ ჰანს კრებსის მედალი, EMBO-ს წევრობა, რაინდი-ბაკალავრი, Louis-Jeantet Prize for Medicine[15] , ღირსების ორდენი და Honorary member of the British Biophysical Society |
საიტი | mrc-lmb.cam.ac.uk/ribo/homepage/ramak/index.html |
1999 წლიდან მუშაობს კემბრიჯის ბიოსამედიცინო კამპუსის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სამედიცინო კვლევითი საბჭოს ჯგუფის ხელმძღვანელად.[20][21][22][23]
განათლება და ადრეული წლები
რედაქტირებარამაკრიშნანი ინდოეთში, ტამილნადუს შტატში, კუდალორის რაიონში, ჩიდამბარამში დაიბადა. მისი ორივე მშობელი მეცნიერი იყო. მამამისი ბაროდას მაჰარაჯა საიაჯირაოს უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.[24][25] ვენკატრამანის დაბადებისას მამამისი აშშ-ში, უისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში პოსდოქტორანტ მკვლევრად მუშაობდა.
რამაკრიშნანის დედამ მაკგილის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაში ფილოსოფიის დოქტორის წოდება 1959 წელს მიიღო. მან ეს კურსი 18 თვეში დაასრულა დონალ ჰიბის ხელმძღვანელობით. მისი უმცროსი და, ლალია რამაკრიშნანი კემბრიჯის უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტის იმუნოლოგიისა და ინფექციური დაავადებების პროფესორი და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრია.[26]
3 წლის ასაკში რამაკრიშნანის ოჯახი გუჯარათის რაიონში, ვადოდარაში გადავიდა საცხოვრებლად. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ რამაკრიშნანი აშშ-ში გადავიდა და ფიზიკაში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი 1976 წელს ოჰაიოს უნივერსიტეტისგან მიიღო „მონოკალიუმის ფოსფატის ფეროელექტრული ფაზური გადასვლის“ კვლევისთვის. რამაკრიშნანის ხელმძღვანელი ტომოიასუ ტანაკა იყო.[27][28][29] შემდეგ რამაკრიშნანი 2 წელი სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტში ბიოლოგიაზე სწავლობდა და თეორიული ფიზიკიდან ბიოლოგიაზე გადაერთო.[30]
კარიერა
რედაქტირებარამაკრიშნანმა რიბოსომებზე მუშაობა იელის უნივერსიტეტში დაიწყო. 1983-1995 წლებში ქიმიკოსმა რიბოსომებზე მუშაობა ბრუკჰევენის ეროვნულ ლაბორატორიაში გააგრძელა.[31]}} 1995 წელს ის იუტას უნივერსიტეტში ბიოქიმიის პროფესორად დაინიშნა, ხოლო 1999 წელს ინგლისში,კემბრიჯის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის სამედიცინო კვლევის საბჭოს წევრი გახდა.
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება2002 წელს რამაკრიშნანი ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ორგანიზაციის წევრად აირჩიეს, 2003 წელს კი სამეფო საზოგადოების წევრად.2004 წელს მეცნიერი აშშ-ის მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრი გახდა. 2007 წელს ლუის ჟანეტის პრიზით, ხოლო ევროპის ბიოქიმიური საზოგადოებების ფედერაციისგან მედლით დაჯილდოვდა. 2008 წელს ბრიტანეთის ბიოქიმიის საზოგადოებისგან ჰითლის მედალი მიიღო. იმავე წელს კემბრიჯის ტრინიტის კოლეჯის წევრად აირჩიეს, მოგიანებით კი ინდოეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის უცხოელ წევრად. 2010 წელს სამედიცინო მეცნიერებების აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს და ბაროდასმაჰარაჯა საიაჯირაოს უნივერსიტეტის, იუტის უნივერსიტეტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი მიენიჭა. არის ოქსფორდის სამერვილის კოლეჯის საპატიო წევრიც.[32]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებარამაკრიშნანი 1975 წელს საბავშვო წიგნების ავტორსა და ილუსტრატორ ვერა როზენბერიზე დაქორწინდა. მისი შვილიშვილი, ტანია კაპკა ორეგონში მეცნიერია, ხოლო მისი ვაჟი, რამან რამაკრიშნანი ნიუ-იორკში მოღვაწეობს და ჩელოისტია.[33]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Munzinger Personen
- ↑ Cambridge scientist scoops Nobel Prize for Chemistry // The Daily Telegraph / C. Evans — London: 2009. — ed. size: 622719 — ISSN 0307-1235; 1477-3805
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Venki Ramakrishnan - mrc LABORATORY // The Salt Lake Tribune — Salt Lake City: 2009. — ISSN 0746-3502
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ MSU diary with sadhus as inventors brings disrepute to India: Ex-student, Nobel Laureate // The Indian Express — 2017.
- ↑ Nobel Prize 2017: Know where India’s Nobel laureates studied // The Indian Express — 2017.
- ↑ https://www.gf.org/fellows/all-fellows/venkatraman-ramakrishnan/
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 2009 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Padma Vibhushan for P.C. Reddy, Ramakrishnan and four others // The Hindu — 2010. — ISSN 0971-751X
- ↑ https://www.jeantet.ch/en/prix-louis-jeantet/laureats/2007-en/docteur-venki-ramakrishnan/
- ↑ Ramakrishnan, Sir Venkatraman, online Oxford University Press, Who's Who, A & C Black an imprint of Bloomsbury Publishing plc. (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ 2009 Chemistry Nobel Laureates. Nobel Foundation (2009). ციტირების თარიღი: 2009-10-14.
- ↑ Rodnina, Marina V.; Wintermeyer, Wolfgang (2010). „The ribosome goes Nobel“. Trends in Biochemical Sciences. 35 (1): 1–5. doi:10.1016/j.tibs.2009.11.003. PMID 19962317.
- ↑ Peplow, M. (2015). „Structural biologist named president of UK Royal Society“. Nature. doi:10.1038/nature.2015.17153.
- ↑ Nair, Prashant (2011). „Profile of Venkatraman Ramakrishnan“. Proceedings of the National Academy of Sciences. 108 (38): 15676–15678. doi:10.1073/pnas.1113044108. PMC 3179092. PMID 21914843.
- ↑ Biologist Venki Ramakrishnan to lead Royal Society. BBC News (2015-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-10.
- ↑ Venki Ramakrishnan
- ↑ Ramakrishnan, Venki (2018). Gene machine. The race to decipher the secrets of the ribosome. London: Oneworld. ISBN 9781786074362. OCLC 1080631601. დაარქივებული 2019-03-27 საიტზე Wayback Machine.
- ↑ http://www.asianwindow.com/tag/venkatraman-venki-ramakrishnan/
- ↑ Ramakrishnan, C. V.; Banerjee, B. N. (1951). „Mould Lipase: Effect of Addition of Vitamins and Sterol to the Cake Medium on the Growth and the Activity of the Lipolytic Mould“. Nature. 168 (4282): 917–918. doi:10.1038/168917a0. PMID 14899529.
- ↑ „Lalita Ramakrishnan elected to the U.S. National Academy of Sciences“. University of Cambridge. ციტირების თარიღი: 30 January 2016.
- ↑ Ramakrishnan, Venkatraman; Tanaka, Tomoyasu (1977). „Green's-function theory of the ferroelectric phase transition in potassium dihydrogen phosphate (KDP)“. Physical Review B. 16 (1): 422–426. doi:10.1103/physrevb.16.422.
- ↑ „Venkatraman Ramakrishnan: a profile“. Times of India. 2009-10-07. ციტირების თარიღი: 2009-10-07.
- ↑ „FACTBOX: Nobel chemistry prize – Who are the winners?“. Reuters. 2009-10-07. ციტირების თარიღი: 2009-10-07.
- ↑ „Profile: Dr Venkatraman Ramakrishnan“. Indian Express. 7 October 2009. ციტირების თარიღი: 2009-10-07.
- ↑ Cerf, Corinne; Lippens, Guy; Muyldermans, Serge; Segers, Alain; Ramakrishnan, V.; Wodak, Shoshana J.; Hallenga, Klaas; Wyns, Lode (1993). „Homo- and heteronuclear two-dimensional NMR“. Biochemistry. 32 (42): 11345–11351. doi:10.1021/bi00093a011.
- ↑ Emeritus and Honorary Fellows. Somerville College, Oxford. ციტირების თარიღი: 26 August 2018
- ↑ Amit Roy (17 Oct 2009). „'Venki' makes light of India link – Winner says not to treat science like cricket; league of misses grows“. The Telegraph (Kolkata). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-20. ციტირების თარიღი: 2009-10-17.