ვახტანგ ონიანი

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ონიანი.

ვახტანგ ონიანი (დ. 14 აპრილი, 1930, ჟახუნდერი, ახლანდ. ლენტეხის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967). ღირსების ორდენის კავალერი (2002).

ვახტანგ ონიანი

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. ონიანის ნამუშევრებია: ქანდაკება — „გაქვავებული ცრემლი“, „სვანი გოგონა“ (ორივე 1958), „მახვში“ (1967), „ცოდნის სვეტი“ (1981), „მიხეილ ხერგიანის ბიუსტი“ მესტიაში ხერგიანის სახლ-მუზეუმთან; დაზგური ქანდაკება — „კაცი ლაშხეთიდან“, „ქალიშვილის პორტრეტი“ და სხვა; გრაფიკა — „მეუღლის პორტრეტი“ (1965), „წითელი ღრუბლები“ (1967) და სხვა.

მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: „გივარგილ“, „ამირანი“, „ბეთქილ“, „ლადლერი“, „დალის საუფლო“. 1957 წლიდან მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში; გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი — იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1968). ავტორია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოებისა, მათ შორის: „ოქროს ხანა“, „თეთრი მერცხლების გადაფრენა ანუ…“ და სხვ.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება