ვახტანგ იმნაიშვილი
ვახტანგ იმნაიშვილი (დ. 22 სექტემბერი, 1939, ლანჩხუთი — გ. 24 იანვარი, 2017) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, ტექსტოლოგი, ქართველოლოგიის ისტორიის მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ვახტანგ იმნაიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 სექტემბერი, 1939 |
დაბ. ადგილი | ლანჩხუთი |
გარდ. თარიღი | 24 იანვარი, 2017 (77 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1968 წიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული ენის კათედრაზე. 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. 2006 წლიდან – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის წევრი. მისი კვლევის სფერო იყო ძველი და ახალი ქართული ენა, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერებისა და გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ამ მიზნით შეისწავლა ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტისა და ვენის ნაციონალური ბლიოთეკების ძველი ქართული ხელნაწერები და ავსტრიის მეცნიერის, ჰუგო შუხარდტის არქივის ქართული მასალები. გრაცში დამუშავებული მასალები (2000) საფუძვლად დაედო ნაშრომს „უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში“ (2004), რომელშიც იმავე წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია. ნაშრომს „ზმნა ძველ ქართულში“ (ტ. 1–2, მაინის ფრანკფურტი, 1996) შვეიცარიაში იოლანდა მარშევთან ერთად გამოსაცემად მოამზადა ვრცელი „გერმანულ-ქართული ლექსიკონი“, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა (1999). მისი შრომები იბეჭდებოდა საზღვარგარეთ (ავსტრია, ნიდერლანდები, გერმანია, ბელგია). კითხულობდა ლექციებს ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ ვენის, მაინის ფრანკფურტის, ბერნისა და სხვა უნივერსიტეტებში. 1997-2006 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენის მორფოლოგიისა და სინტაქსის კურსს.
ჯილდოები
რედაქტირება- 1999 — აკაკი შანიძის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მამათა ცხოვრებანი: ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა, თბ., ორთოდოქსი, 2011, გვ. 316
- უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში, თბ., საგამომც. ფირმა „ტრიადა“, 2004, გვ. 331 ISBN 9994078712
- სინას მთიდან გრაცამდის: გრაცის ქართული ხელნაწერების ისტორია, თბ., 2001, გვ. 52
- არდავიწყება მოყვრისა...: ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობიდან, თბ., საგამომც. ფირმა „ტრიადა“, გვ. 328 ISBN 9994062298
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია, ტ. IV, თბ., 2018, გვ. 259