იოლანდა მარშევი
იოლანდა მარშევი (Yolanda Marchev) (დ. 11 მაისი, 1920, ციურიხი, შვეიცარია — გ. 3 მაისი, 2015) — შვეიცარიელი ქართველოლოგი.
1939 წელს დაამთავრა გიმნაზია. სწავლობდა რომანულ და კლასიკურ ენებს. ციურიხის უნივერსიტეტში პროფ. კიტა ჩხენკელის ხელმძღვანელობით შეისწავლა ქართული ენა და ლიტერატურა. თანამშრომლობდა კ. ჩხენკელის მიერ გერმანულ ენაზე გამოცემული „ქართული ენის შესავლის“ და „ქართულ-გერმანული ლექსიკონის“ შედგენაში. კიტა ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ მარშევს მიენდო ამ ლექსიკონის დამთავრება. ლეა ფლურისთან და რუთ ნოიკომთან ერთად მან ლექსიკონის გამოცემა დაამთავრა 1974 წელს (გამოიცა 3 ტომად). 1964 წლიდან განაგებდა ქართული ენის კათედრას ციურიხის უნივერსიტეტში. ასწავლიდა ქართულ ენას, კითხულობდა ლექციებს ქართული ენის სტრუქტურისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 472.