სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გლუნჩაძე.

ვახტანგ სამსონის ძე გლუნჩაძე (დ. 23 ივნისი, 1925, თბილისი — გ. 2 იანვარი, 2006, იქვე) — ქართველი მომღერალი (ტენორი); საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967).

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქართულ საოპერო ხელოვნებაში მოვიდა მხატვრული თვითმოქმედებიდან. 1953–1960 მღეროდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში. 1960–1970 იყო ამავე თეატრის სოლისტი, ხოლო 1970–1977 — ქუთაისის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი. წარმატებით ასრულებდა ტენორის მთავარ პარტიებს ზაქარია ფალიაშვილის („დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“), ოთარ თაქთაქიშვილის („მინდია“, „სამი ნოველა“), სულხან ცინცაძის („განდეგილი“), არჩილ კერესელიძის („ბაში-აჩუკი“), ჟორჟ ბიზეს („კარმენი“, „მარგალიტის მაძიებლები“), ჯუზეპე ვერდის („ტრუბადური“), ჯაკომო პუჩინის („ტოსკა“), პიეტრო მასკანის („სოფლური ღირსება“), გაეტანო დონიცეტის („ლუჩია დი ლამერმური“), მიხეილ გლინკას („რუსლან და ლიუდმილა“), სერგეი რახმანინოვის („ალეკო“) და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა რომანსებსა და სიმღერებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება