ვახტანგ ბატონიშვილი (XIX საუკუნე)
ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) — იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის შვილიშვილი.
აქტიურად მონაწილეობდა 1819-1820 იმერეთის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ახალციხის საფაშოში გაიქცა. 1835 ვახტანგ ბატონიშვილი კონსტანტინოპოლში იყო, იქიდან თავის ძმასთან — ტარიელთან ერთად პარიზში წავიდა, ურთიერთობა ჰქონდა მ. ბროსთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 337.