ვაჩე (ჯავახეთის ერისთავი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაჩეჯავახეთის ერისთავი X საუკუნის 60-70-იან წლებში.

ვაჩე ერისთავი ცნობილია კუმურდოს ტაძრის სამხრეთის ფასადის მცირე შესასვლელის თავზე მოთავსებული ასომთავრული სააღაპე წარწერიდან: „სახელითა ღმრთისაითა, მე, იოვანე ეპისკოპოსმან დავდევ დღე აღვსებისაჲ აღაპად ვაჩე ერისთავისა“. წარწერა პალეოგრაფიულად X საუკუნით თარიღდება. მკვლევართა (ე. თაყაიშვილი, ვ. ცისკარიშვილი) მოსაზრებით, ვაჩე ჯავახეთის ერისთავი და ზვიად ერისთავის მემკვიდრე უნდა იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959. — გვ. 18.
  • შოშიაშვილი ნ., ქართული წარწერების კორპუსი 1: ლაპიდარული წარწერები: 1: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო V-X სს., თბ., 1980. — გვ. 267.
  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (პროექტის ხელმძღვ. — თამარ აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 179.