ვაჩაგან ვანციანი
ვაჩაგან უნანის ძე ვანციანი (დ. 14 მაისი, 1913, სოფ. ზაკვი, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 მარტი, 1944, უკმერგე, ლიეტუვა) — საბჭოთა კავშირის გმირი (8 აპრილი 1945, სიკვდილის შემდეგ), სერჟანტი.
დაიბდა და ცხოვრობდა საქართველოში. აქვე მიიღო საშუალო განათლება. მეორე მსოფლიო (1939–1945) ომის დროს მონაწილეობდა ბრძოლებში ბელორუსიისა და ლიტვის ტერიტორიებზე. თავი გამოიჩინა ბრძოლაში მდინარე ნემანის გადალახვისას, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და ლენინის ორდენი (1945, სიკვდილის შემდეგ). მიღებული ჰქონდა ასევე მედალი „მამაცობისთვის“ (1944).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი ტ., ვანციანი, ვაჩაგან // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 160.