ვასილ მურჯიკნელი

ინჟინერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვასილ მურჯიკნელი (დ.27 თებერვალი, 1931, უდე, საქართველო) — ქართველი ინჟინერი.

ვასილ მურჯიკნელი
დაბ. თარიღი 27 თებერვალი, 1931(1931-02-27)[1] (93 წლის)
დაბ. ადგილი სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს. 1955-1960 წლებში მუშაობდა საკავშირო სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N448 ხიდმშენი მატარებლის მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად კურსკში. 1960-1962 წლებში მუშაობდა N434 ხიდმშენი მატარებლის მთავარ ინჟინრად ელეცში. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუშაობის დროს აშენებული აქვს, ქალაქებში: ორიოლში, იაგოდინში, კურსკში, ელეცში, ტამბოვში, კოველში ხიდები, მდინარეებზე - ზაპადნი ბუგი, ოკა, დონი. ააშენა გზაგამტარები ლვოვსა და ორიოლში. 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე N454 ხიდმშენი მატარებლის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. N39 ხიდმშენი რაზმის უფროსის მოადგილედ. 1986 წლიდან N108 ხიდმშენი რაზმის უფროსად. 1996 წლიდან მუშაობს სააქციო საზოგადოება "ხიდმშენის" N1 ფილიალის საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად. საქართველოში მუშაობის პერიოდში მის მიერ აშენებულია 30-მდე მცირე, საშუალო და დიდი ხიდები, გზაგამტარები და ხელოვნური ნაგებობები. თბილისში მტკვარზე ორი საავტომობილო ხიდი, ხრამზე ორი სარკინიგზო ხიდი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ენგურზე, ნატანებზე, რიონზე საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობები.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება