ვასილ გულეური

ქართველი საბავშვო მწერალი, მთარგმნელი

ვასილ გულეური (დ. 19 აგვისტო 1971, გორი) — ქართველი საბავშვო მწერალი, მთარგმნელი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი (2019; 2020; 2021); ლიტერატურული პრემია „საგურამოს“ ლაურეატი (2020)[1]; ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი (2018; 2024).

ვასილ გულეური
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1971(1971-08-19) (53 წლის)
დაბადების ადგილი გორი, საქართველო, სსრკ
საქმიანობა მწერალი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1971 წელს, ქალაქ გორში. 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტი. არის მედია ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ „კავკასიის ავტორთა სკოლის“ პირველი სასწავლო კურსის მონაწილე (2011).

სხვადასხვა წლებში მუშაობდა კორესპონდენტად გაზეთებში „გორი“, „ახალი ეპოქა“, „ახალი ქართული გაზეთი“, „24 საათი“, 2003–2005 წლებში იყო „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი.

შემოქმედება

რედაქტირება

პირველი თარგმანები დაიბეჭდა გაზეთებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“. საბავშვო ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „დილა“. 2007 წელს გახდა ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ გამარჯვებული (მე-2 ადგილი) საბავშვო ლექსების ციკლისთვის „საბავშვო ბაღი“. პირველი საბავშვო კრებული „მელაკუდას მაღაზია“ გამოვიდა 2007 წელს (გამომცემლობა „დიოგენე“). ავტორია წიგნებისა „ჩიტის მოტანილი ამბები“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2008), „საბავშვო ლექსები“ (GPC, 2009), „ხუთი ამბავი ლექსად“ (გამომცემლობა „სეზანი“, 2009), „ზოოპარკი“ (საკუთარი ფოტოილუსტრაციებით, გამომცემლობა „შემეცნება“, 2011), „ნაძვის ხის მოსართავი ლექსები“ (ლელა ცუცქირიძესთან ერთად, გამომცემლობა „დიოგენე“, 2012), „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“ (გამომცემლობა „საუნჯე“, 2013), ზღაპრები „თოვლის გუნდას“ სერიით (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2015). „მხიარული ლექსები“ („ელფის გამომცემლობა“, 2015) და სხვა.

2011 წელს საზოგადოებრივმა რადიომ და ელფის გამომცემლობამ გამოაცხადეს საშობაო ზღაპრის კონკურსი, სადაც ვასილ გულეურის პიესამ „დაბრუნებული ბგერები“ პირველი ადგილი დაიკავა. რადიოდადგმა 2012 წლის 7 იანვარს გადაიცა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, ხოლო წლის ბოლოს ცალკე წიგნად გამოვიდა ამავე სახელწოდების ზღაპარი.

თარგმნილი აქვს სერგეი ესენინის, ნიკოლოზ გუმილიოვის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ბელა ახმადულინას, იოსიფ ბროდსკის, ვერონიკა ტუშნოვას, ქრისტინე ლავანტის, ინგებორგ ბახმანის, ჟან ჟენეს, ჯეიმზ ჯოისის, რადიარდ კიპლინგის და სხვათა ლექსები.

თარგმანები დაბეჭდილია ალმანახებში „ახალი თარგმანები“, „აფრა“. შესულია დათო ბარბაქაძის პროექტის „XX საუკუნის ავსტრიული ლირიკა“ გამოცემებში.

გამომცემლობა „ინტელექტის“ პროექტის „ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი“ გამოცემებში დაბეჭდილია ვასილ გულეურის მიერ თარგმნილი მარინა ცვეტაევას, ბორის პასტერნაკის, რადიარდ კიპლინგის, უოლტ უიტმენის, ფრანსუა ვიიონის ლექსები. ამავე გამოცემის ფარგლებში, რადიარდ კიპლინგის ლექსის „If“ თარგმანზე გამოცხადებულ კონკურსში ვასილ გულეურის თარგმანმა მესამე პრემია დაიმსახურა.

2011 წელს გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ თარგმანის კონკურსში, რომელიც სახალხო დღესასწაულ „შოთაობას“ მიეძღვნა, ვასილ გულეურის თარგმანებმა მეორე პრემია მიიღო, ხოლო ამავე კონკურსში 2012 წელს — პირველი პრემია.

მის მიერ ქართულად პირველად ითარგმნა ცნობილი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის ლექსების კრებული „კამერული მუსიკა“, რომელიც 2012 წელს გამოსცა „არტანუჯმა“.

2015 წელს ასევე პირველად ქართულ ენაზე გამოიცა მის მიერ თარგმნილი არკადი და ბორის სტრუგაცკების რომანი „ორშაბათი იწყება შაბათს“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“).

2019 წელს მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია წიგნისთვის „მიკო და რეი“ (ნომინაცია „საუკეთესო პროზაული წიგნი“).

2021 წელს მისი საბავშვო წიგნი „ამბები კატა კოტოსი“, ია გიგოლაშვილის ილუსტრაციებით, გახდა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურული კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ ერთ-ერთი გამარჯვებული.[2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

საბავშვო

რედაქტირება
  • „მელაკუდას მაღაზია“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2007).
  • „ჩიტის მოტანილი ამბები“ (გამომცემლობა „დიოგენე“, 2008);
  • „საბავშვო ლექსები“ (GPC, 2009);
  • „ხუთი ამბავი ლექსად“ (გამომცემლობა „სეზანი“, 2009);
  • „ზოოპარკი“ (საკუთარი ფოტოილუსტრაციებით, გამომცემლობა „შემეცნება“, 2011);
  • „ნაძვის ხის მოსართავი ლექსები“ (ლელა ცუცქირიძესთან ერთად, გამომცემლობა „დიოგენე“, 2012);
  • „დაბრუნებული ბგერები“, საშობაო ზღაპარი („ელფის გამომცემლობა“, 2012; განმეორებითი გამოცემა 2021);
  • „ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი“ (გამომცემლობა „საუნჯე“, 2013);
  • „თოვლის შვილიშვილი“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2015);
  • „თოვლის გუნდა ცირკში“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2015);
  • „თოვლის გუნდა მეგობარს დაეძებს“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2015; განმეორებითი გამოცემა 2019);
  • „მხიარული ლექსები“ („ელფის გამომცემლობა“, 2016);
  • „ჩხუბი სამზარეულოში“ („ელფის გამომცემლობა“, 2017);
  • „გრაფიკული ლექსები“ (ჟურნალ „დილის“ ბიბლიოთეკა, 2017);
  • „მიკო და რეი“ (გამომცემლობა „ქართული“, 2018). იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია (2019);
  • „გუნდა და მისი მეგობრები“ (ნათია ჯანაშიასთან ერთად. გამომცემლობა „პალიტრა L“, 2019). იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია (2020);
  • „ნეტავ, მალე გავიზრდები?!“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2020). იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია (2021);
  • „შარლოტა და მისი მეგობრები“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2020);
  • „დინოზავრიდან კომპიუტერამდე“ (გამომცემლობა „სეზანი“, 2021);
  • „თოვლის გუნდა და საახალწლო საჩუქრები“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2021);
  • „ამბები კატა კოტოსი“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2022);
  • „ქუჩის ძაღლი“ (გამომცემლობა „სეზანი“, 2022);
  • „ლუკა და ნუკა“ („ელფის გამომცემლობა“, 2023);
  • „ქარის მოყოლილი ზღაპრები“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2023);
  • „მოგზაურები ზამბეზავრიიდან“ („ბიბლუსი“, 2023);
  • „თეთრი დათვი და მურა დათვი“ („ელფის გამომცემლობა“, 2024).

თარგმანები

რედაქტირება
  • ჯეიმზ ჯოისი, „კამერული მუსიკა“ (გამომცემლობა „არტანუჯი“, 2012).
  • არკადი და ბორის სტრუგაცკები, „ორშაბათი იწყება შაბათს“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2015);
  • ბეატრის პოტერი, „კურდღელი პიტერი და სხვა ზღაპრები“ („ელფის გამომცემლობა“, 2020);
  • ვიქტორია ლედერმანი, „მაიას კალენდარი“ („ელფის გამომცემლობა“, 2020);
  • ვერონიკა ტუშნოვა, „ბედნიერების ასი საათი“ („ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა“, 2020);
  • ამბროზ ბირსი, „ეშმაკის ლექსიკონი“ (თამარ კოტრიკაძესთან ერთად, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2020);
  • დოქტორი სიუზი, „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა!“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2020);
  • დოქტორი სიუზი, „მწვანე კვერცხები და ლორი“ (გამომცემლობა „პალიტრა L“, 2021);
  • „გულინარია გულეურისგან“. სამზარეულოს გზამკვლევი მამაკაცებისთვის („ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა“, 2018)
  • „ანდალუსიური ზღაპარი“ (სერია „მოგზაურობის ანაბეჭდები“, გამომცემლობა „პეგასი“, 2023)
  • გიორგი ლობჟანიძე — „როგორც დიდებისთვის, ოღონდ…უკეთესად…“, „პუბლიკა“, 2020
  • ანი კოპალიანი — „ძია ვასო“, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“, 2015.
  • გიორგი ლობჟანიძე — „დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთ…“, რადიო „თავისუფლების“ ბიბლიოთეკა, 2013.
  • ნინო ჩხიკვიშვილი — „მცირე ოპუსი ვასილ გულეურის საყმაწვილო პოეზიის შესახებ“, „ლიტერატურული პალიტრა“, 2009
  • თამარ კოტრიკაძე — „რა ამბები მოაქვთ ჩიტებს?“, ლიტერატურა, ცხელი შოკოლადი, 2008
  • თამარ კოტრიკაძე — „მე ვარ ადამიანი“. „აფრა“, #13, 2007–2008

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 8 ნოემბერს პრემია „საგურამოს“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, kvira.ge
  2. „ვასო გულეურის ახალი საბავშვო ბესტსელერი პლასტილინის ილუსტრაციებით - რა გამოცდილება ელით პატარა მკითხველებს?“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)