ვარტბურგის ციხესიმაგრე

ვარტბურგის ციხესიმაგრე (გერმ. Wartburg) — ციხესიმაგრე გერმანიის თიურინგიის მხარეში. მდებარეობს მთის წვერზე, ქალაქ აიზენახის მახლობლად, თიურინგიის ტყეში, ზღვის დონიდან 441 მეტრზე. 1999 წელს, იუნესკომ იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც „ფეოდალური პერიოდის თვალსაჩინო მონუმენტი მთლს ევროპაში".[1]

ვარტბურგის ციხესიმაგრე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 50°57′58″ ჩ. გ. 10°18′23″ ა. გ. / 50.96611° ჩ. გ. 10.30639° ა. გ. / 50.96611; 10.30639
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 897
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 897
ინგლ.რუს.ფრ.

ციხესიმაგრე 1068 წელს აშენდა. გადმოცემის თანახმად, ნაგებობის სახელის ისტორია შემდეგნაირია: როდესაც მისმა დამფუძნებელმა, ლუდვიგ დერ სპრინგერმა პირველად დაინახა მთა, რომელზეც ახლა ის მდებარეობს, გაოცებულმა წამოიძახა - "Warte, Berg -- du sollst mir eine Burg werden!" (მოიცადე, მთაო - შენ ჩემი ციხესიმაგრე გახდები!).[2] შესაბამისად, სახელწოდება გერმანულ სიტყვათა თამაშია - (Berg) მთა და (Burg) ციხესიმაგრე. დამატებით, სპრინგერმა ბრძანა, რომ მისი მიწიდან მოეტანათ თიხა, რომელიც ამ ტერიტორიაზე არ მოიპოვებოდა, აეტანათ მთის წვერზე და სიმაგრე ზედ აეშენებინათ, შედეგად მას შეეძლებოდა დაეფიცა, რომ ციხე მის მიწაზეა აშენებული.

1440 წლამდე, ციხესიმაგრე თიურინგის საგრაფოს რეზიდენციას წარმოადგენდა. ოთხი წლის ასაკში, ვარტბურგში მამამისმა ელიზაბეტ უნგრელი გაგზავნა, რომელიც მომავალში თიურინგიის მმართველის, ლუდვიგ IV-ის მეუღლე უნდა გამხდარიყო. იგი აქ 1211 - 1228 წლებში ცხოვრობდა და მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმნიანობას ეწეოდა. როდესაც ელიზაბეტის მეუღლე გარდაიცვალა, იგი მარბურგში გადავიდა, სადაც სამი წლის შემდეგ, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.[3]

1521 წლიდან 1522 წლის მარტამდე, ციხესიმაგრეს თავს აფარებდა მარტინ ლუთერი, როდესაც იგი რომის პაპმა ლეო X-მ განკვეთა. სწორედ ამ პერიოდში, ჯუნკერ ჯორჯის სახელით, ლუთერმა გერმანულად თარგმნა სახარება, რომელიც თანამედროვე გერმანულ ენაზე პირველ თარგმანს წარმოადგენს.

1817 წლის 18 ოქტომბერს, ციხესიმაგრეში 450-მა სტუდენტმა პირველად გამართა ვარტბურგის ფესტივალი, როდესაც მათ ნაპოლეონზე გერმანიის ორი წლის წინანდელი გამარჯვება იზეიმეს.

არსებობის მანძილზე, ციხესიმაგრე არაერთხელ გადაკეთდა, იცვლებოდა ფორმები, ძველი ნაწილები იცვლებოდა და იფარებოდა ახალი სტრუქტურებით. 1952 წლიდან 1966 წლამდე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ციხესიმაგრეს მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარა და ის XVI საუკუნის ფორმებს დაუბრუნა, განსაკუთრებით ის ოთახი, რომელშიც მარტინ ლუთერი ცხოვრობდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://whc.unesco.org/pg.cfm?cid=31&id_site=897 for its citation as an outstanding monument of the feudal period in central Europe
  2. Reported by Hilmar Schwartz, in Die Ludowinger. Aufstieg und Fall des ersten thüringischen Landgrafengeschlechts ( Wartburg-Stiftung: Eisenach) 1993. დაარქივებული 2007-03-17 საიტზე Wayback Machine. Though the source reports the incident, it states that written records cannot be found to that effect.
  3. http://www.stelizabethaiea.org/stelizabeth.htm დაარქივებული 2007-12-29 საიტზე Wayback Machine. Retrieved March 05 2008, St Elisabeth on the Wartburg