ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი — საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფილიალი ვანში. მდებარეობს ვანის ანტიკური ნაქალაქარის მიდამოებში.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | |
---|---|
42°05′08″ ჩ. გ. 42°30′17″ ა. გ. / 42.0855889° ჩ. გ. 42.5047750° ა. გ. | |
დაარსდა | 1985 |
ქვეყანა | საქართველო |
დამაარსებლები | ოთარ ლორთქიფანიძე |
მდებარეობა | ვანი |
სტატუსი | ისტორიული |
ექსპონატი | 4000-ზე მეტი |
ვიზიტორები | 5909 |
დირექტორი | ომარ გაბუნია |
ისტორია რედაქტირება
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. 2020 წელს გაიხსნა მუზეუმის განახლებული შენობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონისაა და უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი.
ექსპონატები რედაქტირება
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).
საკონტაქტო ინფორმაცია რედაქტირება
მუზეუმის მისამართია ოთარ ლორთქიფანიძის ქ. 32 (ყოფ. ვახტანგ გორგასლის ქ. 7). ტელეფონი: +995 432 221602. მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე.
გალერეა რედაქტირება
-
ვანის ნაქალაქარის კედლები
-
ანტიკური ხანის ოქროს ნივთები
-
ანტიკური ტაძრის ნანგრევები
-
მუზეუმის ინტერიერი განახლებამდე
-
თორმეტსაფეხურიანი საკურთხეველი