საყანჩიას ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
საყანჩიას ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ვანის მუნიციპალიტეტში. განეკუთვნება ელინისტურ პერიოდს, სავარაუდოდ ძვ. წ. III-I საუკუნეები.
აღწერა
რედაქტირებასაყანჩიის ნამოსახლარის გათხრისას გამოვლენილი და შესწავლილია რამდენიმე ნაგებობის ნაშთი. ძეგლზე მოპოვებულია კერამიკული, ასევე ლითონისა და მინის ნაწარმი. საყანჩიაზე მიკვლეული კერამიკის დიდ ნაწილს წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა ფორმა და მრავლად გვხვდება იმპორტული ნაწარმი, რომლებიც წარმოდგენილია ძირითადად სუფრის შავ, ყავისფერ და წითელლაკიანი ჭურჭლით, რომლებიც სხვადასხვა ბერძნულ საწარმოო ცენტრებს უკავშირდებიან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24357