ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ვანეთი)

ვანათი, ყოფ. ვანეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ორბეთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
ვანათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ორბეთი
კოორდინატები 41°42′52″ ჩ. გ. 44°31′18″ ა. გ. / 41.71444° ჩ. გ. 44.52167° ა. გ. / 41.71444; 44.52167
ცენტრის სიმაღლე 1100
მოსახლეობა 8[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

სოფელი მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ვერის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 34 კილომეტრით.

სოფელი პირველად იხსენიება დიმიტრი თავდადებულის 1289 წლის სიგელში, რომლითაც მეფეს სიონის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს „ვერის ჴევსა ვანანი სოფელი“. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ვერის ხევის დახასიათებისას გადმოგვცემს: „დიდგორის მთის კერძო არს უვენახო, უხილო ვანათამდე, მას ქუეით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინველიანი. ვანათს ქუეით არს ციხე წვერისა“. ვანათი ასევე მოიხსენიება ვერის ხევის სოფლებს შორის იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. XIX-XX საუკუნეებში „ვანეთის“ სახელით იწოდებოდა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 16 6 10
2014[1]   8 3 5

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II