ვანათი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ვანათი, ყოფ. ვანეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ორბეთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
ვანათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ორბეთი |
კოორდინატები | 41°42′52″ ჩ. გ. 44°31′18″ ა. გ. / 41.71444° ჩ. გ. 44.52167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
მოსახლეობა | 8[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ვერის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 34 კილომეტრით.
ისტორია
რედაქტირებასოფელი პირველად იხსენიება დიმიტრი თავდადებულის 1289 წლის სიგელში, რომლითაც მეფეს სიონის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს „ვერის ჴევსა ვანანი სოფელი“. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ვერის ხევის დახასიათებისას გადმოგვცემს: „დიდგორის მთის კერძო არს უვენახო, უხილო ვანათამდე, მას ქუეით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინველიანი. ვანათს ქუეით არს ციხე წვერისა“. ვანათი ასევე მოიხსენიება ვერის ხევის სოფლებს შორის იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“. XIX-XX საუკუნეებში „ვანეთის“ სახელით იწოდებოდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 16 | 6 | 10 |
2014[1] | 8 | 3 | 5 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ვანათი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 209, თბ., 2013 წელი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II