ვალისნერია (ლათ. Vallisneria, სახელი ეწოდება ანტონიო ვალისნერის პატივსაცემად.[1]) — ერთლებნიან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი წყლის სუროსებრთა ოჯახისა. წყალში ჩაყურსული ბალახია.

Vallisneria spiralis

ამ გვარის 6 სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი სარტყლის წყალსატევებში ყველაზე მეტად ცნობილია Vallisneria spiralis, რომელიც გვხვდება დუნაის, დნეპრისა და ვოლგის შესართავში, კავკასიის, შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ტბებში; საქართველოში - ბებესირის ტბა (აფხაზეთი). მისი ცალსქესიანი ყვავილები დასამტვერად წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, შემდეგ კვლავ წყალში ჩაიძირება და ნაყოფიც იქ მწიფდება.

ვალისნერიას ხშირად ამრავლებენ აკვარიუმებში. საკვები ბალახია თევზებისა და მცურავი ფრინველებისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. D. Gledhill (1994). The Names of Plants. Cambridge University Press, Cambridge, UK.. ISBN 9780521366755.