ვალეს კანტონი
ვალე (ფრანგ. Valais; გერმ. Wallis) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რონის ხეობის ირგვლივ, სადაც ის სათავეს იღებს ჟენევის ტბიდან და ერთმანეთისგან ჰყოფს პენინისა და ბერნის ალპებს. კანტონი ერთ-ერთი უმშრალესი ადგილია მთელს შვეიცარიაში. განთქმულია მატერჰორნის მთითა და სათხილამურო კურორტ ცერმატითა და ვერბიეთი.
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვალე Valais | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | სიონი[1] | ||||
შიდა დაყოფა | Goms District, Östlich Raron District, Brig District, Visp District, Westlich Raron District, Leuk District, Sierre District, Sion District, Conthey District, Hérens District, Entremont District, Martigny District, Saint-Maurice District და Monthey District | ||||
კოორდინატები | 46°16′30″ ჩ. გ. 7°30′00″ ა. გ. / 46.27500° ჩ. გ. 7.50000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1815[2] | ||||
ფართობი | 5 224,25 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა და Swiss High German | ||||
სალაპარაკო ენები |
ფრანგული, გერმანული | ||||
მოსახლეობა | 312 684 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 60 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | VS | ||||
ოფიციალური საიტი | vs.ch | ||||
ვალეს კანტონი შვეიცარიის კონფედერაციის ნაწილი 1815 წელს გახდა. ადმინისტრაციულად 13 რაიონად იყოფა.
2010 წლის მონაცემებით, კანტონის მოსახლეობა 312 684 ადამიანს შეადგენს. 81% კათოლიკეა, 6% პროტესტანტი.[3] ძირითადი ენებია ფრანგული და ფრანკო-პროვანსული. თუმცა, აღმოსავლეთ ნაწილში ასევე საუბრობენ გერმანული ენის ვალურ დიალექტზე. უმსხვილესი ქალაქი და დედაქალაქია სიონი.
კანტონის ეკონომიკის მთავარი საფუძვლებია მეღვინეობა-მეხილეობა და ტურიზმი.
გალერეა
რედაქტირება-
მატერჰორნის მთა
-
ლოტშენტალის ხეობა
-
ვენახები რონის ხეობაში
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Cantonal ოფიციალური საიტი (ფრანგული) (გერმანული)
- ტურისტული ინფორმაცია დაარქივებული 2012-08-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Валлис, кантон в Швейцарии // Большая советская энциклопедия. Том 8. Буковые — Варле — 1927. — Т. 8. — С. 659.
- ↑ Валлис (швейцарский кантон) // Малый энциклопедический словарь — 2 — СПб: 1907. — Т. 1.
- ↑ Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). ციტირების თარიღი: 2009-01-15.