ვალერი ასათიანი
ვალერი ასათიანი (დ. 15 ნოემბერი, 1950, თბილისი, საქართველო) — ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი 1985 წლის 17 სექტემბრიდან — 1990 წლის ნოემბრამდე და 1995 წლის 21 დეკემბრიდან— 2000 წლის 13 სექტემბრამდე.
ვალერი ასათიანი | |
საქართველოს სსრ-ის კულტურის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 სექტემბერი, 1985 – ნოემბერი, 1990 | |
წინამორბედი | თემურ ბადურაშვილი |
მემკვიდრე | ნოდარ წულეისკირი |
საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 დეკემბერი, 1995 – 13 სექტემბერი, 2000 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | დავით მაღრაძე |
მემკვიდრე | სესილი გოგიბერიძე |
დაბადებული | 15 ნოემბერი, 1950 (65 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ) |
განათლება | ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, დაამთავრა 1972 წლის 6 სექტემბერს. |
ჯილდოები | ალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენი. |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიყო სახელმწიფოს მეთაურის მთავარი მრჩეველი კულტურის დარგში 1988—1990 წლებში, არის პროფესორი, ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის მდივანი 1992 წლიდან და საერთაშორისო კულტურული პროგრამების საქართველოს ასოციაცია „ჰელიოსი“-ს პრეზიდენტი 1994 წლიდან. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაბინეტი, აპარატის ხელმძღვანელი (1994—)
- საქართველოს პარლამენტი, წევრი (1994—)
- უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1988—1990)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებაალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბიზანტიური ცივილიზაცია (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2006. - 563გვ.. - ISBN: 99940-31-98-8
- ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება (რედაქტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2005. - 270გვ.
- ჩვენებურებთან (თანაავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2003. - 366გვ.
- ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქათულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1996. - 368გვ.
- აკაკი ურუშაძე (ავტორი). - თბილისი, სახ. უნივერსიტეტი, 1995. - 47გვ.
- მოძღვართმოძღვარი (შემდგენელი). - თბილისი, 1991. - 133გვ.
- ანტიკურობა ძველ ქართულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1987. - 280გვ.