პოლ ვალერი
პოლ ვალერი (ფრანგ. Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry; დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი — გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.
პოლ ვალერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1871[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
დაბადების ადგილი | სეტი[20] [21] |
გარდაცვალების თარიღი | 20 ივლისი, 1945[22] [20] [1] [4] [5] [6] [7] [10] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[20] [21] |
დასაფლავებულია | Cimetière Marin, Sète |
ფსევდონიმი | Doris[23] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[21] , პოეტი[17] , ჟურნალისტი, მწერალი, ესეისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი[24] [25] და ლიბრეტისტი[21] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[21] |
ალმა-მატერი | კონდორსეს ლიცეუმი |
Magnum opus | Q115950265? და The Crisis of the Mind |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი[26] , Louis Barthou Prize, პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, Goethe Medal for Art and Science და Q123571217? |
მეუღლე | Jeannie Valéry[21] |
შვილ(ებ)ი | Agathe Rouart-Valéry[21] |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპოლ ვალერი დაიბადა 1871 წლის 30 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ სეტში. მამამისი ფრანგი იყო, დედა კი იტალიელი. 1892 წლიდან დაუახლოვდა პარიზის ლიტერატურულ წრეებს, სადაც გაიცნო სტეფან მალარმე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის ინტელექტუალურ განვითარებაზე. პოლ ვალერის ლიტერატურული მოღვაწეობა 1889-90 წლებიდან დაიწყო, სიმბოლისტურ ჟურნალებში გამოქვეყნებული ლექსებით. მათ მოჰყვა „ლეონარდო დავინჩის მეთოდის შესავალი“ და „საღამო ბატონ ტესტთან“, მაგრამ 1900 წლიდან მოყოლებული თავს ანებებს ლიტერატურულ საქმიანობას და წლების მანძილზე კარჩაკეტილად ცხოვრობს აბსოლუტურ მდუმარებაში, რომელსაც 1917 წელს არღვევს „ნორჩი პარკას“-(მიჩნეული ვალერის ყველაზე მნიშვნელოვან პოემად) გამოქვეყნებით. ამ წიგნმა მას ჭეშმარიტი პოეტის სახელი მოუხვეჭა მეგობრებსა და პოეზიის მოტრფიალეთა შორის. 1920 წელს აქვეყნებს ”ოდებსა” და ლირიკულ პოემებს, რომელებიც შემდეგ გაერთიანდნენ კრებულში ”ხიბლლი”. ამას მოჰყვა დიალოგები: ”ევპალინოსი, ანუ ხუროთმოძღვარი” და ”სული და როკვა” (1923 წ.) ესეების ორი ტომი ”ნარევი-1” (1924 წ.) და ”ნარევი-2” (1930 წ.), აგრეთვე მრავალი მომცრო წიგნი და ლიტერატურულ-ფილოსოფიური ხასიათის ფრაგმენტები. 1925 წელს ვალერი არჩეულ იქნა საფრანგეთის აკადემიის წევრად, სადაც დაიკავა ანატოლ ფრანსის ადგილი. პოლ ვალერი შედარებულია სპინოზასა და დეკარტთან, რადგან მათი ბიოგრაფიული მსგავსებანი თუ სულიერი სივრცე არაერთ წერტილში ავლენს მსგავსებას და ზოგან იკვეთება კიდეც. მას უწოდეს ”ახალი გოეთე”, სერჯო სოლომიმ მასზე დაწერა: ”თანამედროვეობის ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი ხმა მე ვალერისგან მესმის”. როდესაც რაინერ მარია რილკემ ვალერის ”ზღვის სასაფლაო” თარგმნა - აღნიშნა, რომ ჭეშმარიტად აღფრთოვანებული, როგორიც იგი ვალერის შემოქმედებითაა ძალზე იშვიათად თუ ყოფილა. რილკე: ”მე მგონია, თავისი ცხოვრების რომელიღაც ეპიზოდში ამ დიდმა პოეტმა დათრგუნა ყოველივე წარმავალი არსებითისა და მარადიულის გულისთვის, -იმდენად ნათელი ჩანს იქ, სადაც სხვები მხოლოდ სიცხადის ხარჯზე თუ აღწევენ სიღრმეს...” ასევე რილკემ აღნიშნა: ”თუ არა ვცდები, ის სწავლობდა მათემატიკას და იმდენად ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა ამ დარგში, რომ სხვა ფრანგ სწავლულებზე ადრე შეეძლო გაეგო და ჩამოეყალიბებინა აინშტაინის მნიშვნელობა”. მასთან მეგობრობდნენ: ანდრე ჟიდი, ანრი ბერგსონი და ალბერტ აინშტაინი, რომელთა დაჟინებითაც მან არაერთი სტატია გამოაქვეყნა. პოლ ვალერი გარდაიცვალა პარიზში 1945 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.paulvalery.org
- Ressources sur Paul Valéry. დაარქივებული 2006-04-24 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Paul Ambroise Valery
- ↑ Ambroise Paul Toussaint Valery — ministère de la Culture.
- ↑ 4.0 4.1 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 5.0 5.1 Robert Donald Davidson Gibson Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 SNAC — 2010.
- ↑ 7.0 7.1 IMSLP — 2006.
- ↑ Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ birth certificate
- ↑ 10.0 10.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 13.0 13.1 Austin L. J. Valéry, Paul // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T087655
- ↑ 14.0 14.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 15.0 15.1 GeneaStar
- ↑ 16.0 16.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 17.0 17.1 17.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 18.0 18.1 Paul Valery / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ 19.0 19.1 Munzinger Personen
- ↑ 20.0 20.1 20.2 Валери Поль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 21.6 Catalog of the German National Library
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ Chimère (1891-1893)
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
- ↑ http://www2.culture.gouv.fr/public/mistral/leonore_fr?ACTION=RETROUVER&FIELD_1=Cnoms&VALUE_1=valery&FIELD_2=PRENOMS&VALUE_2=paul&FIELD_3=DATE%2dNSS&VALUE_3=&FIELD_4=LIEU%2dNSS&VALUE_4=&FIELD_5=Nom%20de%20jeune%20fille&VALUE_5=&FIELD_6=SEXE&VALUE_6=%20&FIELD_7=COTE&VALUE_7=&NUMBER=1&GRP=0&REQ=%28%28valery%29%20%3aNOM%2cNOM2%2cNOM%2dJF%2cNOM%2dMARI%2cSURNOM%2cNOTES%20%20ET%20%20%28%28paul%29%20%3aPRENOMS%20%29%29&USRNAME=nobody&USRPWD=4%24%2534P&SPEC=9&SYN=1&IMLY=&MAX1=1&MAX2=1&MAX3=100&DOM=All