ვალერიან რამიშვილი
ვალერიან რამიშვილი (დ. 14 იანვარი, 1907, დიდი ვანი — გ. 14 ნოემბერი, 1990) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967).
ვალერიან რამიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 იანვარი, 1907 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში, გორის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; იყო განათლების სამინისტროს მეთოდგანყოფილების გამგე; პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1959 წლიდან მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; 1960-1968 წლებში იყო დაწყებითი განათლების პედაგოგი და მეთოდიკის კათედრის გამგე; 1968 წლიდან — ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის კათედრის გამგე. ავტორია 750 ნაშრომისა. მათი ძირითადი ნაწილი ეძღვნება ქართული ენის სწავლების მეთოდიკას; ავტორია დაწყებითი კლასების პროგრამებისა და სახელმძღვანელოებისა.
ჯილდოები
რედაქტირება- 1978 — იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 1977 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1960 — საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები : დაწყ. კლ. ქართ. ენის მასწავლებელთათვის (ავტორი), თბ., განათლება, 1987, გვ. 358
- განმავითარებელი სწავლების პრობლემატიკა დედა ენაში (ავტორი), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1982, გვ. 91
- მეტყველების კულტურის საკითხები: საშუალო სკოლაში : საშუალო სკოლაში (ავტორი), თბ., განათლება, 1971, გვ. 71
- ქართული ენის სწავლების მეთოდიკა : [სახელმძღვ. პედ. ინ-ტების დაწყ. განათლ. პედ. და მეთოდ. ფაკ-ტების სტუდენტთათვის] (ავტორი), თბ., განათლება, 1969, გვ. 361
- მშობლიური ლიტერატურა : V კლასის სახელმძღვ. (თანაავტორი), თბ., განათლება, 1969, გვ. 253
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 298.
- ქართული ენა: ენციკლოპედია, თბ., 2008, გვ. 388