ვალერი გელბახიანი

ვალერიან გელბახიანი, 1955 Lawyer, Politician.; born 28 May, 1955
(გადამისამართდა გვერდიდან ვალერიან გელბახიანი)

ვალერიან (ვალერი) გელბახიანი (დ. 28 მაისი, 1955, საჩხერე) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

ვალერი გელბახიანი
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1955 (1955-05-28) (69 წლის)
დაბადების ადგილი საჩხერე, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1985 წელს ასპირანტურა. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“.

2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (საჩხერის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან საინიციატივო ჯგუფი. 2008 წლის 22 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გელბახიანი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. [1] 2012 წლის 20 თებერვალს გელბახიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს, მეორე დღეს გირაოთი გათავისუფლდა. [2] 2014 წელს გელბახიანმა განაცხადა რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას 2006 წლიდან გეგმავდა. [3]

2019 წლის 10 ივნისს გუბაზ სანიკიძესთან, კოტე კემულარიასთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გამარჯვებული საქართველო“ დააფუძნა. [4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება