ვაის აჰმად ბარმაკი
ვაის აჰმად ბარმაკი
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აგვისტო 2017 – 23 დეკემბერი 2018
პრეზიდენტი  აშრაფ ღანი
წინამორბედიტაჯ მუჰამედ ჯაჰიდი
მემკვიდრეარმულა სალეჰი

დაბადებული1972
ქაბული ავღანეთის სამეფო
განათლებაქაბულის უნივერსიტეტი

ვაის აჰმად ბარმაკი (დაიბადა 1972 წელს) — ავღანელი პოლიტიკოსი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი . [1] მანამდე იკავებდა ავღანეთის კატასტროფების მართვისა და ჰუმანიტარულ საკითხების [2] და სოფლის რეაბილიტაციისა და განვითარების მინისტრის პოსტებს .

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ბარმაკი დაიბადა 1972 წელს ქაბულში, ავღანეთი. დაამთავრა ქაბულის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში. 2004 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკის კვლევების სკოლა (SOAS) მაგისტრის ხარისხით. [3] [4]

1990-იან წლებში ბარმაკმა დაიწყო მუშაობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საველე ასისტენტად და ავღანეთის დახმარების სააგენტოს საკოორდინაციო ორგანოს პროგრამის ოფიცრად. შემდეგ კი — ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) პროგრამის ოფიცრად.

ბარმაკი იყო კატასტროფების მართვისა და მზადყოფნის დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი . 2004 წელს გახდა მაღალი დონის საჯარო მოხელე ავღანეთის სოფლის მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების სამინისტროში (MRRD).

შემდგომში იყო უფროსი მრჩეველი შესაძლებლობების განვითარებისა და პროგრამების საკითხებში, სოფლად ხელმისაწვდომობის ეროვნული პროგრამის უფროსი მრჩეველი/მთავარი კოორდინატორი და ეროვნული სოლიდარობის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი. 2008 წლიდან — სოფლის მეურნეობის რეაბილიტაციის და განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილე პროგრამების საკითხში. [5]

როგორც ამბობენ, ბარმაკი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მოჰამედ ფაჰიმის მოკავშირეა. ის სოფლის რეაბილიტაციისა და განვითარების მინისტრის თანამდებობაზე 2010 წლის იანვარში იყო წარდგენილი, მაგრამ მისი კანდიდატურა პარლამენტის ქვედა პალატამ უარყო და მის ნაცვლად თანამდებობა დაიკავა ჯარულა მანსურმა. ორი წლის შემდეგ, მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ იმავე თანამდებობაზე ბარმაკის კანდიდატურა წარადგინა. ამჯერად მისი კანდიდატურა დამტკიცდა.

ავღანეთის პარლამენტმა 2012 წლის სესიაზე ცხრა მინისტრი დაამტკიცა. სოფლის განვითარების მინისტრად ვაის ბარმაკი დაინიშნა, რომელმაც 212 ხმა მიიღო.

მისი ხელმძღვანელობით სამინისტროს ეროვნული სოლიდარობის პროგრამამ მხარი დაუჭირა 70 000 სოფლის ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც უკავშირდებოდა გზების, ხიდების, საყრდენი კედლების, დამცავი კედლების, სარწყავი სქემების, სკოლების, კლინიკების აშენებას, შეკეთებას, რეაბილიტაციას. [6]

2014 წელს, მას შემდეგ რაც ქარზაის ადმინისტრაცია აშრაფ ღანის ადმინისტრაციამ ჩაანაცვლა, ბარმაკი მუშაობდა პრეზიდენტ ღანის სპეციალურ წარმომადგენლად ჰუმანიტარულ საკითხებში. [7] იყო აშრაფ ღანის მრჩეველი ჩრდილოეთ ზონაში. მას ევალებოდა შეეფასებინა თანამდებობის პირების და სამთავრობო უწყებები საქმიანობა და კორუფციასთან ბრძოლა. [8]

ვაის აჰმად ბარმაკი 2015 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად საგანგებო სიტუაციების მართვისა და ჰუმანიტარულ საკითხებში, ამავე დროს ხელმძღვანელობდა ავღანეთის კატასტროფების მართვის ეროვნულ ორგანოს. [9]

ვაის აჰმად ბარმაკი 173  ხმით 2017 წლის 13 აგვისტოს დაამტკიცეს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად.

პოლკოვნიკი კაბირ აჰმად ბარმაკი, მინისტრის უმცროსი ძმა, რომელიც ქაბულში PD5 და PD11 რაიონის პოლიციის უფროსად მუშაობდა, დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ 2018 წლის 21 იანვარს.

მშობლიური ენის, დარის (ტაჯიკური) გარდა, ბარმაკი ფლობს პუშტუს და ინგლისურს. [10] [11]

  1. „VIDEO: Barmak Rejects Claims Of Discrimination In Ministry“ (ინგლისური). Tolo TV. 2017-11-20. ციტირების თარიღი: 2017-11-23.
  2. „Geneva International Centre for Humanitarian Demining: H.E. Wais Barmak, Afghanistan State Minister for Disaster Management and Humanitarian Affairs addresses GICHD panel“. Geneva International Centre for Humanitarian Demining (ინგლისური). 29 March 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 2017-05-21.
  3. The Cabinet list. Afghanistan Analysis Network (24 December 2009).
  4. Barmak, Wais Ahmad Eng..
  5. „Wais Ahmad Barmak | HuffPost“ (ინგლისური). www.huffingtonpost.com. ციტირების თარიღი: 2017-05-21.
  6. Grants To Rural Afghan Villages Pays off en. WFAE. ციტირების თარიღი: 2017-05-21
  7. Afghanistan: Opportunity in Crisis: Wais Ahmad Barmak en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-01. ციტირების თარიღი: 2017-05-21
  8. „Corrupt Badakhshan officials to be sacked: Barmak“. Pajhwok Afghan News. ციტირების თარიღი: 2017-05-21.
  9. Moosakhail, Zabihullah (October 21, 2015). „Afghanistan National Disaster Management Authority (ANDMA) upgraded to ‘Ministry’“ (ინგლისური). www.khaama.com. ციტირების თარიღი: 2017-05-21.
  10. Wais Barmak Nominated As Interior Minister.
  11. Wais Barmak appointed as acting interior minister.