ეძოს რესპუბლიკა
ეძოს რესპუბლიკა (იაპონ. 蝦夷共和国) — ხანმოკლე სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 1869 წელს ტოკუგავას მიმდევრების მიერ იაპონიის თანამედროვე, დიდმოსახლეობიან კუნძულზე, ჰოკაიდოზე.
ეძოს რესპუბლიკა 蝦夷共和国 | |||||
დაიშალა | |||||
| |||||
ეძოს მდებარეობა
| |||||
დედაქალაქი | ჰაკოდატე | ||||
ენები | იაპონური, აინუური | ||||
მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
პრეზიდენტი | ენომოტო ტაკეაკი | ||||
ვიცე-პრეზიდენტი | მაცუდაირა ტარო | ||||
ისტორიული ერა | ბაკუმაცუ | ||||
- | შეიქმნა | 27 იანვარი 1869 | |||
- | გაუქმდა | 27 ივნისი 1869 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | იაპონია რუსეთი |
ისტორია
რედაქტირებამეიძის რესტავრაციის დროს, ტოკუგავას ძალების ბოშინის ომში დამარცხების შემდეგ, შოგუნის ფლოტის ნაწილმა ადმირალ ენომოტო ტაკეაკის მეთაურობით ეძოს ჩრდილოეთ კუნძულზე (ახლა ცნობილია, როგორც ჰოკაიდო) გადაინაცვლა. მათ თან ახლდნენ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და საფრანგეთის სამხედრო მრჩეველები ჟიულ ბრიუნეს მეთაურობით. ენომოტომ უკანასკნელად სცადა ხელი მოეწერა საიმპერატორო კართან, რომ დაერთოთ ნება განევითარებინათ ჰოკაიდო და მხარი დაეჭირათ სამურაების ტრადიციების შენარჩუნებას, რის პასუხადაც უარი მიიღო.[1]
რესპუბლიკის შექმნა
რედაქტირებაახალი სტილით 1869 წლის 27 იანვარს შეიქმნა დამოუკიდებელი „ეძოს რესპუბლიკა“, რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შექმინილი სამთავრობო ორგანიზაცია. რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად საყოველთაო არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა ენომოტო.[2] ეს იყო პირველი არჩევნები აზიის ისტორიაში, სადაც ფეოდალური სტრუქტურა იმპერატორის და სამხედრო მთავარსარდლების ქვეშ მმართველობის ჩვეულებრივ ფორმას წარმოადგენდა. ჰაკოდატეს მოსამართლე ნაგაი ნაოიუკი ცდილობდა განეხორციელებინა დიპლომატიური მისიები რესპუბლიკის დედაქალაქში, რათა ეძოს მიღო საერთაშორისო დიპლომატიური აღიარება.
ეძოს რესპუბლიკას ჰქონდა თავისი საკუთარი დროშა,[3] რომელზეც გამოსახული იყო ქრიზანთემა (საიმპერატორო კარის სიმბოლო) და წითელი ვარსკვალავი ლურჯი ფონით. ხაზინა მოიცავდა 180 000 ოქრო რიოს მონეტებს, რომელიც ენომოტომ დაიბრუნა ოსაკას სასახლიდან, მას შემდეგ, რაც 1868 წელს ტობა-ფუშიმის ბრძოლაში შოგუნი ტოკუგავა იოშინობუ გარდაიცვალა.[4]
1868–1869 წლების ზამთრის დროს, ჰაკოდატეს სამხრეთ ნახევარკუნძულზე, გოროკაკუს ხუთკუთხა ციხესიმაგრის ჩათვლით, თავდაცვა გაძლიერდა. ჯარს ორგანიზება საფრანგეთ-იაპონიის ბრძანებით, მთავარსარდალმა ოტორი კეისუკემ გაუწია, რომელსაც ეხმარებოდა ფრანგი კაპიტანი ჟიულ ბრიუნე. ჯარი დაყოფილი იყო ოთხ ბრიგადად, რომელთაც სათავეში ფრანგი ოფიცრები ფორტანტი, მერლინი, კაზენუვე და ბოუფერი ედგათ. ბრიგადები იყოფოდა ორნახევრად რომელთაც იაპონელი ჯარისკაცები ხელმძღვანელობდნენ.
მარცხი იმპერიულ ჯარებთან
რედაქტირებამალე საიმპერატორო ჯარებმა განამტკიცეს თავიანთი უფლებები იაპონიის კუნძულებზე და 1869 წლის აპრილში ჰოკაიდოში გაგზავნეს ფლოტი და 7 000 კაციანი ქვეითი ჯარი. საიმპერატორო ჯარებმა სწრაფადვე მოიგეს ჰაკოდატეს ბრძოლა და ალყაში მოაქციეს გოროკაკუს ხუთკუთხა ციხესიმაგრე. 1869 წლის 26 ივნისს ენომოტო დანებდა და 27 ივნისს ციხესიმაგრე ოფცერ კუროდა კიოტაკას გადასცა.[5] კუროდამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ენომოტოზე ბრძოლის დროს, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან იგი სიკვდილით არ დასაჯა. იმავე წლის 20 სექტემბერს კუნძულმა ამჟამინდელი სახელი ჰოკაიდო („ჩრდილოეთ ზღვის რაიონი“) მიიღო.[5]
გალერია
რედაქტირება-
ენომოტო ტაკეაკი, პრეზიდენტი.
-
ოტორი კეისუკე, მთავარსარდალი.
-
არაი იკუნოსუკე, ფლოტის მეთაური.
-
ჰიჯიკატა ტოშიძო, შინსენგუმის მეთაური.
-
ეძოს რესპუბლიკის ლიდერები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ballard C.B., Vice-Admiral G.A. The Influence of the Sea on the Political History of Japan. London: John Murray, 1921.
- Black, John R. Young Japan: Yokohama and Yedo, Vol. II. London: Trubner & Co., 1881.
- Hillsborough, Romulus (2005). Shinsengumi: The Shogun's Last Samurai Corps. Tuttle Publishing. ISBN 0-8048-3627-2.
- Onodera Eikō, Boshin Nanboku Senso to Tohoku Seiken. Sendai: Kita no Sha, 2004.
- Sims, Richard. French Policy towards the Bakufu and Meiji Japan 1854 - 1895, Richmond: Japan Library, 1998.
- Suzuki, Tessa Morris. Re-Inventing Japan: Time Space Nation. New York: M.E. Sharpe, 1998.
- Yamaguchi, Ken. Kinsé shiriaku A history of Japan, from the first visit of Commodore Perry in 1853 to the capture of Hakodate by the Mikado's forces in 1869. Trans. Sir Ernest Satow. Wilmington, Del., Scholarly Resources, 1973.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hillsborough, p. 4.
- ↑ Hübner, Joseph Alexander (1874). A Ramble Round the World, 1871: Japan. Lodon: Macmillan, გვ. 138. ციტირების თარიღი: 2013-05-23.
- ↑ Serekishi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-09.
- ↑ Onodera, 2004, p. 97.
- ↑ 5.0 5.1 Onodera, 2004, p. 196.