ეფროსინია პოლოცკაია (დ. 1101–1105 შორის, პოლოცკი, პოლოცკის სამთავრო — გ. 23 მაისი ან 25 მაისი, 1167[1], იერუსალიმი) — ვიტებსკის მთავრის სვიატოსლავ ვსესლავიჩის შვილი და ვსესლავ ბრიაჩისლავიჩის შვილიშვილი, პოლოცკის სამთავროს განმანათლებელი.

სრულწლოვნების მიღწევისას უარი თქვა დინასტიურ ქორწინებაზე და მონასტერში წავიდა. სოფიას მონასტერში გადასახლების შემდეგ აქტიურად ჩაერთო სამშვიდობო და საგანმანათლებლო საქმიანობაში. საკუთარი ხარჯებით ააშენა ორი ეკლესია პოლოცკში, დააარსა დედათა და მამათა მონასტრები, რომლებიც გახდნენ განათლების კერები პოლოცკის სამთავროში.

1167 წელს გარდაიცვალა იერუსალიმში, წმინდა მიწის მოლოცვის დროს. დაკრძალულია წმინდა თეოდოსიას მონასტერში. მისი კანონიზირება მოხდა 1984 წელს[2]. არის ბელარუსის მფარველი წმინდანი[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Мельников А.А. «Жыціе» і жыціё Еўфрасінні, ігуменні Полацкай. Адраджэнне: Гіст. альманах.. — Мн.: Універсітэцкае, 1995. — 259 с. — ISBN 985-09-0088-1.
  2. Kasaty, Peter. Saint Euphrosyne of Polatsk (1110 - 1173). ციტირების თარიღი: 2012-07-16.
  3. "Euphrosyne of Polotsk", Republic of Belarus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-25. ციტირების თარიღი: 2016-05-24.