ეფიმ ბაიკოვსკი
ეფიმ ბაიკოვსკი (რუს. Ефи́м Ицкович (Исаакович) Байко́вский; დ. 31 მარტი, 1928, სვერდლოვსკი — გ. 14 აპრილი, 2015) — საბჭოთა და რუსი მსახიობი, რომელიც 1969–75 წლებში მოღვაწეობდა საქართველოში. საქართველოს სახალხო არტისტი (1973). რუსეთის სახალხო არტისტი (2001).
ეფიმ ბაიკოვსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 მარტი, 1928 სვერდლოვსკი, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
14 აპრილი, 2015 (87 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1973) რუსეთის სახალხო არტისტი (2001) |
ბიოგრაფია
რედაქტირებათეატრალური განათლება მიიღო ლენინგრადის ახალ თეატრთან არსებულ სტუდიაში. მუშაობდა ორიოლის (1947–1951), მურმანსკის (1951–1952), ვილნიუსის (1952–1957), ჩელიაბინსკის (1957–1969) რუსულ დრამატულ თეატრებში. 1969–1975 წლებში მუშაობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში. გრიბოედოვის თატრიდან წასვლის შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო ლენინგრადის პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში და მოსკოვის საოლქო დრამატულ თეატრში.
გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: სემირამიდას ბაღები (1970, რეჟ. სიკო დოლიძე), გაქცევა გათენებისას (გუბერნატორი, 1975, რეჟ. სიკო დოლიძე), დათა თუთაშხია (მეფისნაცვალი, 1978, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე). წიგნი ფიცისა (პანინი, 1983, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე და ამირან დარსაველიძე) და სხვა.