ესტონეთისა და ლივონიის კაპიტულაცია
შვედეთის დომინიონების ესტონეთისა და ლივონიის კაპიტულაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის ომის დროს რუსეთმა მოახდინა მათი დაპყრობა. ლივონიის თავადაზნაურობის და ქალაქ რიგის კაპიტულაცია მოხდა 1710 წლის 15 ივლისს, პიარნუს კაპიტულაცია - ამავე წლის აგვისტოში, ესტონეთის და ქალაქ რეველის - 10 ოქტომბერს. რუსეთმა შეინარჩუნა თავისი ადგილობრივი მმართველობა და თავადაზნაურული პრივილეგიები დაპყრობილ ტერიტორიებზე. არ შეუზღუდავს ლუთერანული რელიგია.
შვედეთის იმპერიამ ცნო ეს კაპიტულაცია ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებით. ბალტიისპირეთის პროვინციების დაკარგვა ნიშნავდა შვედური მმართველობის დასასრულს ბალტიისპირეთში. ბალტიისპირეთის პროვინციებმა შეინარჩუნეს თავისი სტატუსი რუსეთის შემადგენლობაში XIX საუკუნის დასაწყისამდე.
წინაპირობები
რედაქტირებაშვედური ტერიტორიების შემდგომში დაპყრობისა და დანაწილების შესახებ, ავგუსტ ძლიერმა და პეტრე I-მა მოილაპარაკეს პრეობრაჟენსკის ხელშეკრულებაზე. ომის მიმდინარეობის დროს კარლ XII შეძლო გაენადგურებინა რუსული არმია ნარვასთან. შვედური არმიის წასვლის შემდეგ, რუსულმა ჯარებმა მოახერხეს თავისი ძალების განახლება და ბალტიისპირეთის დიდი ტერიტორიების დაპყრობა. 1710 წელს დაეცა ციხესიმაგრე რიგა, რეველი და პიარნუ. ამ დროისათვის შვედური არმიის ძირითადი ძალა გაანადგურეს პოლტავასთან. ომის დროს ბალტიის პროვინციები იყვნენ გაღატაკებულები გაუთავებელი ომებით და შავი ჭირის ეპიდემიით, ხოლო რიგის კედლებთან უკვე იდგა თვით იმპერატორი პეტრე I.
პირობები
რედაქტირებარუსეთმა შეინარჩუნა ძალაუფლება და პრივილეგიები განსაკუთრებით პროტესტანტულ მიმდინარეობაში. აქედან გამომდინარე ეკონომიკური, ადმინისტრაციული, სოციალური და კულტურული ავტონომიებიც. ძალაუფლება და პრივილეგიები ეყრდნობოდა ტევტონთა ორდენს, ხოლო ესტონეთში დანიურ სამართალს. პრივილეგიების შემცირების გამო შვედურ იმპერიაში განიდევნა ლივონიური თავადაზნაურობა. მათი წარმომადგენელი იოჰან პატკული წარმატებით ცდილობდა ენახა საბაბი შვედებთთნ ომის დაწყებაზე, რაც იძლეოდა ბალტიური ელიტის ერთგულების გარანტიას, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა რუსული მეფის დაპყრობას. კაპიტულაციის პირობები ვრცელდებოდა ზუსტად ბალტიურ-გერმანელ ტომებზე და ეს პირობები არ ეხებოდა ესტონელ და ლატვიურ ენოვან მოსახლეობას.
დამტკიცებული იყო ადგილობრივი კანონმდებლობა და მმართველობა, რის გამოც მრავალი შვედური კანონი აგრძელებდა მოქმედებას რუსული მმართველობის დროსაც.
ლივონიის კაპიტულაციამ გაანადგურა ავგუსტ ძლიერის პრეტენზიები, რომელიც გარანტირებული ჰქონდა პრეობრაჟენსკის ხელშეკრულებით და ტორუნის ხელშეკრულებით. როდესაც მოკავშირეებმა ამ მოლაპარაკებით გაინაწილეს შვედური ტერიტორიები ავგუსტი ეყრდნობოდა ლივონიას. იგი იგნორირებას უწევდა გერჰარდ იოჰან ფონის მოთხოვნებს. ბორის შერემეტევმა ფიცი დაადებინა ლივონიელებს პეტრე I-ის წინაშე. ავგუსტ ძლიერი იყო დანიშნუნლი პეტრე I-ის სრულუფლებიან წარმომადგენლად ლივონიაში. ის ამ თანამდებობაზე იყო 1713 წლამდე.
შედეგები
რედაქტირებაშვედეთმა არ ცნო ესტონეთის და ლივონიის კაპიტულაცია ომის დამთავრებამდე, 1721 წლამდე. მისი დაზვერვა მოქმედებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და კითხავდნენ პროვენციიდან გამოქცეულებს შვედეთში. 1711-1712 წლებში შვედურმა სამხედრო მეზღვაურებმა რამდენიმე სადესანტო გადასხმა გააკეთეს ესტონეთის ტერიტორიაზე, წვავდნენ სოფლებს და ტერიტორიებს. ამ დროისათვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა თავდასხმები, მათ შორის ციხესიმაგრე ეზელზე თავდასხმა 1711 წელს, შვედური არმია დისლოცირებული იყო ფინეთში, მაგრამ საბოლოოდ ბალტიისპირეთის დაბრუნების მცდელობა კვლავ კრახით დამთავრდა. რუსულმა ადმინისტრაციამ ბორის შერემეტევის ხელმძღვანელობით აუკრძალა ადგილობრივ მოსახლეობას კავშირი შვედებთან.
1721 წლის 30 აგვისტოს მშვიდობიანი ხელშეკრულებით ბალტიისპირეთის პროვინციები გადავიდნენ რუსეთის მმართველობის ქვეშ. შვედებმა სამუდამოდ თქვეს უარი ამ ტერიტორიებზე, ხოლო პეტრე I-მა შეიცვალა მეფის სტატუსი იმპერატორის სტატუსით. მთელი საუკუნის განმავლობაში შვედებმა რამდენიმეჯერ სცადეს ამ ტერიტორიების დაბრუნება რამეთუ ამ ტერიტორიებს მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ყველა ეს ცდა დამთავრდა უშედეგოდ. ბალტიისპირეთის დაპყრობა რუსეთის მიერ დამთავრდა 1795 წელს კურლანდიის მიერთებით პოლონეთის მესამე დანაწილების დროს.
ბალტიისპირეთის შეერთება რუსეთთან იძლეოდა საშუალებას გაჩენილიყო ახალი კლასი ბალტიის პირეთი გერმანელების, რომლებიც მთელი საუკუნის განმავლობაში იკავებდნენ მთავარ სახელმწიფოებრივ თანამდებობებს რუსულ იმპერიაში. პეტრეს მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე გერმანული იყო ოფიციალური ენა, ეკატერინე II რუსული ენა აქცია მეორე სახელმწიფოებრივ ენად. ბალტიის პირეთის სახელმწიფოებმა შეინარჩუნეს განსაკუთრებული სტატუსი მანამ დაიწყებოდა მასიური რუსიფიკაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bushkovitch Paul Peter the Great. The struggle for power, 1671–1725. — Cambridge University Press, 2001.
- Dauchert Helge "Anwalt der Balten" oder Anwalt in eigener Sache?. — Berliner Wissenschaftsverlag, 2006.
- Frost Robert The Northern Wars. War, State and Society in Northeastern Europe 1558–1721. — Longman, 2000.
- Hatlie Mark R. Crisis and Mass Conversion. Russian Orthodox Missions in Livonia, 1841–1917. — Frank & Timme Verlag für wissenschaftliche Literatur, 2005.
- Kappeler Andreas Rußland als Vielvölkerreich. Entstehung, Geschichte, Zerfall. — C.H.Beck, 2008.
- Koch Kristine Deutsch als Fremdsprache im Russland des 18. Jahrhunderts. — Walter de Gruyter, 2002.
- Loit Aleksander Ostseeprovinzen, Baltische Staaten und das Nationale. Festschrift für Gert von Pistohlkors zum 70. Geburtstag. — LIT, 2005.
- Luts Marju Modernisierung und deren Hemmnisse in den Ostseeprovinzen Est-, Liv- und Kurland im 19. Jahrhundert. Verfassungsrechtlicher Rahmen der Rechtsordnung. Die Kapitulationen von 1710 und 1795. — Klostermann, 2006.