ესტერგომის ალყა (1543)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ესტერგომის ალყა (1543)
ავსტრია-ოსმალეთის ომები ნაწილი

ესტერგომის ალყა 1543 წელს, სებასტიან ვრანქსის ფერწერული ნამუშევარი
თარიღი 1543
მდებარეობა ესტერგომი, უნგრეთი
შედეგი ოსმალეთის გამარჯვება
მხარეები
საღვთო რომის იმპერია ოსმალეთის იმპერია

საფრანგეთის სამეფო

მეთაურები
მარტინ ლასკანო

ფრანცისკე სალამანკა ტრისტან ვაიერტალერი

სულეიმან I

სოკოლუ მეჰმედ-ფაშა ულამა ბეი აჰმედ ფაშა

ძალები
~1.300[1]-6.000[2] 13000-15000 ჯარისკაცი
დანაკარგები
უცნობია 1000-ზე მეტი

ესტერგომის ალყა (1543) 一 მიმდინარეობდა 1543 წლის 25 ივლისიდან 10 აგვისტომდე, როდესაც ოსმალეთის იმპერიის არმიამ, სულთან სულეიმან დიდის მეთაურობით, ალყაში მოაქცია დღესდღეობით უნგრეთში არსებული ქალაქი ესტერგომი. ქალაქი ორი კვირის შემდეგ ოსმალებმა აიღეს.[3]

ალყა წარმოადგენს ჰაბსბურგებისა და ოსმალეთის დაპირისპირების ერთ-ერთ საკვანძო მომენტს, რომელსაც 1540 წლის 20 ივლისს იოანე ზაპოლიას სიცოცხლეც შეეწირა.[4] ეს არის უნგრეთის ისტორიაში ე.წ. „ცივი ომების ხანის“ ნაწილი.[5] სულეიმანმა 1541 წელს დაიპყრო ქალაქები ბუდა და პეშტი, რითაც მან უნგრეთზე კონტროლი კვლავ აღიდგინა, შედეგად კი შეიქმნა ე.წ. ბუდას ბეილერბეკი.[6][4]

როგორც ფრანკო-ოსმალური ალიანსის ნაწილი, საფრანგეთმა 1543-1544 წლებში საკუთარი საარტილერიო დანაყოფები ოსმალებს გადასცა და შეუერთა. [7][8][9] ამასობაშ, სულთანმა საკუთარი ფლოტის ადმირალი, ხაირ ალ-დინ ბარბაროსა ფრანგებთან სათანამშრომლოდ გაგზავნა, რის შედეგადაც ბრძოლა ნიცის ალყაში გადაიზარდა.[4]

ესტერგომის ალყა მოჰყვა ფერდინანდ I-ის 1542 წელს განხორციელებულ წარუმატებელ მცდელობას, უკან დაებრუნებინა ბუდა. ბუდას უკეთესი პროტექციის კონტროლის მიზნით, თურქებმა ხელთ იგდეს, როგორც შიკლოშის, ისე სეგედის ციხეები. ამ ომის დამთავრებისტანავე, ოსმალეთს ჰქონდა შანსი, შემოეერთებინა ვენა და საკუთარ გარნიზონებში მოექცია ის, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სულთან სულეიმანს არ ჰქონდა დამადასტურებელი ინფორმაცია დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვაში ფრანგ მოკავშირეთა მხარდაჭერაზე, მან თავი შეიკავა.[10]

ოსმალთა წარმატებული კამპანიის შემდეგ, 1545 წელს კარლ V-სთან დაიდო ერთწლიანი ზავი, საფრანგეთის მეფის, ფრანსუა I-ის შუამავლობით. თავად სულეიმანი დაინტერესებული იყო საომარი მოქმედებების დასრულებით, რადგან იგი საომარ მოქმედებებს სპარსეთთანაც აწარმოებდა 一 მიმდინარეობდა ირან-ოსმალეთის ომის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი.[4] ორი წლის შემდეგ, ფერდინანდმა და კარლ V-მ, ადრიანოპოლის ზავის მიხედვით, აღიარეს ოსმალთა სრული კონტროლი უნგრეთის ტერიტორიაზე, შედეგად, ფერდინანდიც დათანხმდა სულეიმანის შემოთავაზებას 一 ყოველწლიურად ეხადა ხარკი 30000 ოქროს ოდენობით, ჰაბსბურგთა მიწის საკუთრებისთვის.[4][11]

შეთანხმების თანახმად, ცენტრალური უნგრეთის ტერიტორია 1686 წლამდე ოსმალეთის განკარგულებაში უდნა დარჩენილიყო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Hammer-Purgstall, Joseph von; sf. 569
  2. İpcioğlu, Mehmet; sf 55
  3. Slovak history: chronology & lexicon Július Bartl p.59
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 The Cambridge history of Islam by Peter Malcolm Holt p.328
  5. Ottomans, Hungarians, and Habsburgs in Central Europe by Pál Fodor p.164 [1]
  6. Emperor Charles V, impresario of war by James D. Tracy p.206
  7. The Ottoman Empire and early modern Europe by Daniel Goffman, p.111 [2]
  8. Firearms of the Islamic world, p.38
  9. The Cambridge History of Islam, p.328
  10. International encyclopaedia of Islamic dynasties by Nagendra Kr. Singh p.516 [3][მკვდარი ბმული]
  11. Cartography in the traditional Islamic and South Asian societies by John Brian Harley p.245 [4]