ესპანური ვიკიპედია
ესპანური ვიკიპედია (ესპ. Wikipedia en español) — თავისუფალი ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედიის განყოფილება ესპანურ ენაზე. 2012 წლის იანვრისთვის შეიცავდა 862 100 სტატიაზე მეტს. გაეშვა 2001 წელს და სტატიათა რაოდენობამ 2006 წლის 8 მარტს 100 000-ს მიაღწია. ამჟამად, სტატიათა რაოდენობის მხრივ ის მეექვსე უდიდესი ვიკიპედიაა. 2011 წლის 26 ოქტომბერს მან გადაასწრო პოლონურ ვიკიპედიას, მაგრამ 30 ოქტომბერს იგი ნიდერლანდურმა ვიკიპედიამ ჩამოიტოვა უკან. დიდი ხნის განმავლობაში ესპანური განყოფილება სიდიდით მეექვსე იყო, სანამ 2005 წლის მაისში დაეწეოდა პორტუგალიური, ამავე წლის აგვისტოში კი იტალიური ვიკიპედია, შემდეგ კი სხვები, რის შედეგადაც ესპანურმა ვიკიპედიამ მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. 2007 წლის 18 ნოემბერს, სტატიათა რაოდენობამ 300 000 შეადგინა. 2013 წლის 17 მაისს, ესპანური ვიკიპედიის სტატიათა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.
ესპანური ვიკიპედია Wikipedia en español | |
---|---|
მისამართი: | es.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ესპანური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 11 მაისი, 2001 |
სტატიების რაოდენობა: | 1 987 715 |
გვერდების რაოდენობა: | 8 286 456 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 162 929 617 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 7 269 317 |
აქტიური მომხმარებელი: | 14 012 |
ადმინისტრატორი: | 56 |
სიღრმე: | 197.4 |
2002 წლის თებერვალში, განყოფილების ბევრი მონაწილე არ დაეთანხმა (შემდეგ უარყოფილ) ფინანსების მოზიდვას რეკლამის გზით, რომლებიც ვიკიპედიას გამოეყვნენ და ჩამოაყალიბეს ფორკი Enciclopedia Libre Universal en Español. განხეთქილების შემდეგ, ვიკიპედიაში ძალიან მცირე აქტიურობა იყო პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მესამე ფაზამდე, რომელსაც შემდეგში მედიავიკი ეწოდა. ამ მომენტიდან ახალ მომხმარებელთა რიცხვმა კვლავ ზრდა დაიწყო. ორივე პროექტი თანაარსებობას განაგრძობს, მაგრამ ესპანური ვიკიპედია ამ ორს შორის უსიტყვოდ უფრო აქტიურია.
ზომა და მომხმარებლები
რედაქტირებაესპანურ ვიკიპედიას მომხმარებელთა მეორე უდიდესი მოსახლეობა ჰყავს ინგლისურის შემდეგ.[1] თუმცა, სტატიათა რაოდენობის მხრივ მეექვსეა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე წინ მყოფ ვიკიპედიებს იმ ენებზე მოლაპარაკეთა ბევრად მცირე მოსახლეობა ყავთ, მაგალითად გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ განყოფილებებს. ხარისხის მიხედვით, მაგალითად სტატიის ზომით (2 KB-ზე მეტი: 40%) ათ უდიდეს ვიკიპედიას შორის მეორე ადგილზეა გერმანულის შემდეგ.[2]
2006 წლის მონაცემებით, ქვეყანათა მიხედვით, წვლილის შემტანი მთავარი ქვეყანა იყო ესპანეთი (რედაქტირებათა 39,2%), მას მოყვებოდა არგენტინა (10,7%), ჩილე (8,8%), ნიდერლანდები (8,4%), მექსიკა (7,0%), ვენესუელა (5,1%), პერუ (3,5%), აშშ (3,1%), კოლუმბია (2,7%), ურუგვაი (1,3%) და გერმანია (1,1%).[3]
იმ ქვეყანათა შორის, სადაც ესპანური ოფიციალური ენაა, არგენტინაში, ესპანეთში, ვენესუელაში, მექსიკასა და ჩილეში ფუნქციონირებს ფონდ ვიკიმედიის ადგილობრივი განყოფილებები.
გამოყენება ესპანეთში
რედაქტირებაNetsuus-ის კვლევების თანახმად, ესპანეთში, ვიკიპედიის მომხმარებლეთა 97% ესპანურ ვიკიპედიას იყენებს, 2,17% კატალანურს, 0,64% გალისიურს და 0,26% ბასკურს.[4]
განსხვავებები სხვა ვიკიპედიებისგან
რედაქტირება- 2004 წლიდან, ესპანური ვიკიპედია ემხრობა მხოლოდ თავისუფალ სურათებს, fair use კი საჯარო ხმის მიცემით უარყო.[5] 2006 წლიდან გადაწყდა, რომ უარი თქვან ადგილობრივად ატვირთულ ფაილებზე და გამოიყენონ მხოლოდ ვიკისაწყობის ფაილები.[6]
- ფრანგული და ინგლისური ვიკიპედიებისგან განსხვავებით, ესპანურს 2007 წლის იანვრამდე არ ჰყავდა საარბიტრაჟო კომიტეტი.
- დაპატარავდა სტატიის სათაურის გვერდით არსებული ზოგიერთი თარგი, მაგალითად სანავიგაციო ან გეოგრაფიული კოორდინატების.[7]
- 2004 წლის აგვისტოდან, ხმის მიცემის საფუძველზე ადმინისტრატორებს ეწოდა bibliotecarios (ბიბლიოთეკარები).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Alexa:Wikipedia Traffic Details[მკვდარი ბმული]
- ↑ Wikipedia Statistics Tables - Articles over 2Kb
- ↑ Edits by project and country of origin as described in Meta.
- ↑ Especial: Lenguas Oficiales en Wikipedia. Netsuus.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-07-26.
- ↑ Votaciones/2004/Usar sólo imágenes libres, Spanish Wikipedia
- ↑ Votaciones/2006/Cambiar políticas y reglas de uso de imágenes, Spanish Wikipedia
- ↑ Plantillas de navegación, Spanish Wikipedia