ერქვანი
ერქვანი — ერთ-ერთი უძველესი სახვნელი იარაღი; იყენებდნენ ანეულის გადასახნავად. შედგება მხრის, ხელნის, კბილას, ხმალასა და სახნისაგან. გავრცელებული იყო უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში. ეთნიკურ ყოფაში შემოინახა ქვემო ქართლში, ჯავახეთსა და მესხეთში.
თუშეთში, იმერეთსა და გურიაში ერქვანს უწოდებდნენ გუთნის ხელნა-სახელურს, რაზედაც ხვნის პროცესში გუთნისდედას ხელი ეკიდა და მართავდა გუთანს.
სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს შემდეგნაირად:
„გუთანი სომხურია, ქართულად ერქვანი ეწოდების. უკეთუ უმცირე მისსა ჴარნი ებნეს და ერქვანსა არცა საკვეთელი ჰქონდეს და არცა ფიცარი ფრთად, მას ჯილღა ეწოდების და ყევარის ჴარისა საჴვნელსა — არონა და უღლეულის ჴარისასა — ოქონა[1].“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაბაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- ჩიტაია გ., ეთნოგრაფიული მოგზაურობიდან აღბულადის რაიონში, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1928, ტ., 4;
- ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960;
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ., 1991, გვ. 175