ერონგოს მთები (ინგლ. Erongo Mountains) — ვულკანური წარმოშობის მთიანი წარმონაქმნი ნამიბიაში. ერონგოს მთები მდებარეობს ყოფილ ბანტუსტან დამარალენდში, ქალაქ ომარურუს დასავლეთით, ამავე დასახელების მდინარედან სამხრეთით და ვულკანიდან აღმოსავლეთით.[1]

ერონგოს მთები
კოორდინატები: 21°44′ ს. გ. 15°32′ ა. გ. / 21.733° ს. გ. 15.533° ა. გ. / -21.733; 15.533
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
სიმაღლე 2319 
ერონგოს მთები — ნამიბია
ერონგოს მთები

დღემდე თანამგზავრულ სურათზე შეიძლება დავინახოთ ძველი ვულკანური წარმონაქმნის დიდი რგოლური სტრუქტურა დიამეტრით დაახლოებით 30 კმ სამი სწორი აუზით.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

მთიანი ჯაჭვის ყველაზე უფრო მაღალი ადგილები — ქვის კლდეები მთიანი ჯაჭვის სამხრეთ-დასავლეთში, სიმაღლით 2319 მეტრი და ერონგოს მთა სამხრეთ-აღმოსავლეთში, სიმაღლით 2216 მეტრი. ადამიანებით დასახლებული ყველაზე უფრო მაღალი ადგილი ნამიბიაში მდებარეობს «Ombuwa»-ს ფერმაში, რომლის სიმაღლეა 1792 მეტრი. ნამიბიის ამ ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება მოდის ერონგოს მთების და ერონგოს მთის გეოგრაფიული დასახელებიდან.

ერონგოს მთებში მიმდინარეობს მინერალების მოპოვება, ძირითადად აკვამარინის.[2]

«Aleib»-ის ფერმის ტერიტორიაზე მდებარეობს ფილიპის გამოქვაბული, რომელიც დაცულია მისი სამეცნიერო მნიშვნელობის თვალსაზრისით, რადგანაც იქ ნაპოვნია გამოქვაბულში მხატვრობის ელემენტები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.bestofafrica.ru/countries/namibiya/362.html[მკვდარი ბმული] ერონგოს მთები
  2. http://geo.web.ru/druza/l-Erongo.htm სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ