ომარურუ
ომარურუ — ქალაქი ნამიბიაში,[1] ერონგოს რეგიონში. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 6 300 ადამიანს შეადგენს,[2] ფართობი 352 კმ²-ს.[3] მდებარეობს ერონგოს მთის სიახლოვეს, სეზონურ მდინარე ომარურუს ნაპირებზე. ომარურუზე გადის ქალაქ სვაკოპმუნდისა და ოჩივარონგოს დამაკავშირებელი გზა.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ომარურუ | |||
| |||
ქვეყანა | ნამიბია | ||
რეგიონი | ერონგოს რეგიონი | ||
კოორდინატები | 21°26′00″ ს. გ. 15°56′00″ ა. გ. / 21.43333° ს. გ. 15.93333° ა. გ. | ||
დაარსდა | 1863 | ||
ფართობი | 352 კმ² | ||
მოსახლეობა | 6 300 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი.
ისტორია
რედაქტირებაომარურუ 1863 წელს ვილჰელმ ცერაუამ დააარსა.[4] 1871 წელს ომარურუში გაიხსნა ლუდის ქარხანა. ამავე პერიოდში, შვედმა ორინთოლოგმა აქსელ ერიქსონმა დააარსა სავაჭრო პოსტი, რომელზეც 1878 წლისთვის ორმოცი თეთრკანიანი იყო დასაქმებული.[5] ერიქსონის ბიზნესი დამყარებული იყო სამხრეთ ანგოლასა და კაპის კოლონიას შორის მიმდინარე ვაჭრობაზე, რომელიც რეგიონულ სავაჭრო გზებს საჭიროებდა.[6]
ქალაქი ძირითადად ვითარდებოდა 1872 წელს გერმანელი მქადაგებლის, გოტლიბ ვიეჰეს მიერ დაარსებული მისიის ირგვლივ.
მმართველობა
რედაქტირებაომარურუს მართავს მუნიციპალური საბჭო, რომელშიც ამჟამად შვიდი წევრი შედის.[7] წარმოადგენს ომარურუს საარჩევნო ოლქის რაიონულ ცენტრს.
ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა
რედაქტირებაომარურუ ერთადერთი ქალაქია ქვეყანაში, რომელიც წყლის მილსადენების ქსელ NamWater-ს არაა მიერთებული. საჭირო წყალს ქალაქი მდინარე ომარურუს მიდამოებში გაყვანილი ჭაბურღილებიდან იღებს.[8]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Local Authorities. Association of Local Authorities in Namibia (ALAN). ციტირების თარიღი: 1 October 2012.
- ↑ Table 4.2.2 Urban population by Census years (2001 and 2011). Namibia 2011 - Population and Housing Census Main Report. Namibia Statistics Agency. ციტირების თარიღი: 24 August 2016.
- ↑ „ELECTIONS 2010: Erongo regional profile“. New Era. 16 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2017.
- ↑ „Quantify German repatriation, Venaani says“. The Namibian. NAMPA. 8 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2017.
- ↑ Christison, G. BEYOND THE PALE: DAMARALAND & OVAMBOLAND. ციტირების თარიღი: 19 Nov 2009.[მკვდარი ბმული]
- ↑ Sellström, Tor. (1999)Sweden and National Liberation in Southern Africa: Volume 1. Nordiska Afrikainstitutet, Uppsala. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 19 Nov 2009.
- ↑ „Know Your Local Authority“. Election Watch (3). Institute for Public Policy Research. 2015. p. 4.
- ↑ Hartmann, Adam (2 April 2013). „Omaruru running dry“. The Namibian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2017.