ეროვნული მუზეუმი (ნიუ-დელი)
ეროვნული მუზეუმი (ინგლ. National Museum, ჰინ. राष्ट्रीय पुरातात्विक संग्रहालय), ასევე ცნობილი როგორც ინდოეთის ეროვნული მუზეუმი (ინგლ. National Museum of India) — ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ნიუ-დელიში, ინდოეთი. ის 1949 წელს დაარსდა და ყველა პერიოდის ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. მუზეუმი ინდოეთის მთავრობის დაქვემდებარებაშია და მას ქვეყნის კულტურის სამინისტრო მართავს. ის ნიუ-დელის ჯანპათის რაიონში მდებარეობს. მუზეუმში განთავსებულია დაახლოებით 200 000-მდე ხელოვნების ნიმუში, რომელთა უდიდესი ნაწილი ინდოელი ხელოვანების შემოქმედებაა და 5 000 წელზე მეტს ითვლის.
ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
28.611811°00′00″ ჩ. გ. 77.219262°00′00″ ა. გ. / 28.61181° ჩ. გ. 77.21926° ა. გ. | |
დაარსდა | 15 აგვისტო, 1949 |
ქვეყანა | ინდოეთი |
მდებარეობა | ნიუ-დელი |
ექსპონატი | 206 000 |
დირექტორი | შრი რაგჰვენდრა სინგჰი |
ოფიციალური საიტი | nationalmuseumindia.gov.in/en |
ეროვნული მუზეუმის პირველ სართულზე მდებარეობს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუტი ხელოვნებათმცოდნეობის, მუზეოლოგიისა და კონსერვაციის განხრით. ეს დაწესებულება 1983 წელს დაარსდა და 1989 წლიდან უნივერსიტეტია. დაწესებულება ორგანიზებას უწევს სამაგისტრო და სადოქტორო კურსებს ხელოვნებათმცოდნეობაში, კონსერვაციასა და მუზეოლოგიაში.[1]
ისტორია
რედაქტირება1946 წელს, გუაიერის კომიტეტმა ინდოეთის მთავრობას ეროვნული მუზეუმის აშენების იდეა მიაწოდა. კომიტეტს ხელმძღვანელობდა სერ მაურის გუაიერი, ინდოეთის იუსტიციის ყოფილი აღმსრულებელი და დელის უნივერსიტეტის ვიცე კანცლერი. კომინტეტის ერთ-ერთი წვრი იყო სერ მორტიმერ უელერიც, რომელიც ინდოეთის არქეოლოგიური კვლევების დაწესებულების (ASI) ხელმძღვანელი იყო. ეს პიროვნება ხშირად მოიხსენება, როგორც ეროვნული მუზეუმის აშენების მთავარი ინიციატორი.[2]
ეროვნული მუზეუმის ჩამოყალიბება დაიწყო ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიის მიერ ინდური არტეფაქტების გამოფენით.[3] გამოფენა მოეწყო ბურლინგტონის სახლის გალერეებში, 1947-1948 წლების ზამთრის თვეებში.[4] არტეფაქტების ინდოეთში გადატანამდე, ჯავაჰარლალ ნერუს მხარდაჭერით, გადაწყდა, რომ ეს მნიშვნელოვანი კოლექციები ქვეყანაში შესვლისთანავე უნდა გამოფენილიყო და ინდოელ ხალხს ეს ნიმუშები უნდა დაეფასებინა. მას შემდეგ, რაც მუდმივი ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება,[5] ექსპონატები პირველად გამოფინა რაშტრაპატი-ბხავანში (ასევე ცნობილი, როგორც პრეზიდენტის სასახლე) 1949 წლის 15 აგვისტოს. ეს გამოფენა ოფიციალურად გახსნა ჩაკრავარტი რაჯაგოპალაჩარმა, ინდოეთის გენერალურმა გუბერნატორმა.[6] 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე, არტეფაქტები პრეზიდენტის სასახლეში ინახებოდა და ის მუდმივად ხელმისაწვდომი იყო დამთვალიერებლებისათვის. 1955 წელს დაიწყო ჯანპათის რაიონში მუზეუმისათვის ახალი შენობის მშენებლობა.[7] მუზეუმისათვის აშენებული ახალი ნაგებობა 1960 წელს უკვე მზად იყო. ამავე წელს, მუზეუმის ახალ შენობაში არტეფაქტების გადატანის მიუხედავად, ჯავაჰარლალ ნერუს მოთხოვნის შედეგად ბუდას ქანდაკება და რამპურვას ხარი რაშტრაპატი ბხავანში დარჩა.[8]
განყოფილებები და კოლექციები
რედაქტირებაამჟამად ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე განყოფილებაა:
- პრეისტორიული არქეოლოგია
- ხელნაწერები
- ნუმიზმატიკა და ეპიგრაფიკა
- ნახატები
- საბრძოლო იარაღები და ჯავშნები
- დეკორაციული ხელოვნება
- ცენტრალური აზიის სიძველეები
- კოლუმბამდელი ხელოვნება
- სამკაულები
- ანთროპოლოგია
- ანუბჰავი
- განათლება
- საზოგადოებრივი ურთიერთობები
- პუბლიკაციები
- კონსერვაციები
- ჩვენებები
ეროვნული მუზეუმის კოლექციები ხეოლვნების თითქმის ყველა მიმდინარეობას მოიცავს: არქეოლოგია (ქვის, ბრინჯაოსა და ტერაკოტას ქანდაკებები), საბრძოლო იარაღები, საბრძოლო ჯავშნები,[9] დეკორაციული ხელოვნება, ძვირფასეულობა, ხელნაწერები, მინიატურები და ტანჯორული ნახატები, ქსოვილები, ნუმიზმატიკა, ეპიგრაფიკა, ცენტრალური აზიის სიძველეები, ანთროპოლოგია, კოლუმბამდელი ამერიკული და დასავლური კოლექციები.
მუზეუმში დაცულია 200 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ინდოელი, ასევე უცხოელი ხელოვანების შემოქმედებას. არტეფაქტების სიდიდისდა მიუხედავად, ეროვნული მუზეუმი კოლექციის მხოლოდ 6-7 პროცენტს აჩვენებს საზოგადოებას. დანარჩენი ექსპონატები მცირეხნიან გამოფენებში გამოიყენება.[10]
მმართველობა
რედაქტირებაეროვნული მუზეუმი ინდოეთის ცენტრალური მთავრობის შემადგენლობაში შედის. 1957 წლამდე მუზეუმს მართავდა არქეოლოგიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი.[11] 1957 წლის შემდეგ განათლების სამინისტრომ, ინდოეთის მთავრობამ ეროვნული მუზეუმი საკუთარი, უშუალო კონტროლის ქვეშ არსებულ დაწესებულებად გამოაცხადა. ხელოვნების შესყიდვის კომიტეტის ფონდების დახმარებით, ინდოეთის მთავრობამ მუზეუმის კოლექციებისა და მომსახურე პერსონალის გაზრდას შეუწყო ხელი.[7] დღესდღეობით ინდოეთის ეროვნული მუზეუმი ქვეყნის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშაა.[12]
დონორები
რედაქტირებაბოლო წლებში, ტრანსპორტის, კულტურისა და ტურიზმის საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თანახმად, ეროვნული მუზეუმის კოლექციებს, საერთო ჯამში, 2269 ნივთი დაემატა (1994-2010 წლები). ამ ნივთებს შორის 1360 მუზეუმმა შეიძინა, დანარჩენი კი დაწესებულებას უსასყიდლოდ გადასცეს. 1997 წლიდან მუზეუმისათვის არტეფაქტების შეძენაზე სპეციალური შემსყიდველი კომიტეტი მუშაობს.[13]
დავა
რედაქტირება2010 წელს, პირველი სახის კვლევაში, იუნესკომ წარმოადგინა მოხსენება,[14] რომლის თანახმადაც ეროვნული მუზეუმი სხვა შვიდ მუზეუმთან ერთად შეფასდა როგორც ცუდად მოვლილი, ცუდად განათებული და არასწორი ნიშნებით აღნიშნული დაწესებულება. ამის საპასუხოდ სოციალური სამართლის, გაძლიერებისა და ტურიზმის მინისტრმა, სელჯა კუმარიმ პარლამენტს მოხსენება წარუდგინა, სადაც ამბობდა, რომ ანგარშში შეტანილი დასკვნები არასწორია და კვლევა, საერთო ჯამში, არაადეკვატურადაა შესრულებული.[15]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ National Museum Institute of History of Art, Conservation and Museology, website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2021-09-07.
- ↑ Phillips, Kristina (2006). A Museum for the Nation: Publics and Politics at the National Museum of India (PhD). Minnesota.
- ↑ History of the National Museum. ციტირების თარიღი: 19 December 2013
- ↑ National Museum, New Delhi. ციტირების თარიღი: 29 October 2019
- ↑ Buck, Tracy (2008). „Confronting the Other in the Nationalist Art History Narratives and National Museum of India“. NaMu Conference.
- ↑ National Museum- Bulletin No. 12
- ↑ 7.0 7.1 Buck, Tracy (2007). Confronting the Other in the Nationalist Art History Narratives and National Museum of India.
- ↑ Durbar Hall | Rashtrapati Bhavan. ციტირების თარიღი: 2019-10-29
- ↑ (2001) Indian Armours in the National Museum Collection - A catalogue. National Museum, New Delhi.
- ↑ Sharma, Ritwik. „The National Museum in Delhi is on its third and final phase of expansion“. Business Standard. ციტირების თარიღი: 23 October 2019.
- ↑ Baxi, Smita J. Dwivedi, Vinod P. (1973). Modern museum : organisation and practice in India. Abhinav. OCLC 471579325.
- ↑ National Museum. ციტირების თარიღი: 23 October 2019
- ↑ One Hundred Sixty Seventh Report on the Functioning of National Museum. ციტირების თარიღი: 2019-11-03
- ↑ Gahilote, Prarthna. „Exhibit 'A': Shame“. ციტირების თარიღი: 23 October 2019.
- ↑ VINCENT, PHEROZE. „Calcutta - Unesco report dismissed as 'inaccurate' by minister but spurs renovation“. ციტირების თარიღი: 23 October 2019.