ერმილე მოლარიშვილი

ერმილე მოლარიშვილი (დ.1860, ბოხვაური — გ. 1922, მაკვანეთი) — ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, ლოტბარი. გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ერმილე მოლარიშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ერმალოზ მაქსიმელის ძე მოლარიშვილი
დაბ. თარიღი 1855
დაბ. ადგილი შუხუთი
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 1922
გარდ. ადგილი მაკვანეთი
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სიმღერები პატარაობიდანვე შეისწავლა ვარლამ სიმონიშვილისგან და სამუელ ჩავლეიშვილისგან. დაოსტატდა გიგო ერქომაიშვილთან, რომელმაც ანსამბლში მიიყვანა. კარგად უკრავდა ჩონგურსა და დოლზე. იყო ნადურების კარგი მცოდნე. გარდაეცვალა. აღზარდა ბიძამ, ეგნატე იობიშვილმა. იობიშვილმა ბურძგლა გადაიყვანა მაკვანეთში, სადაც ბურძგლა დაუახლოვდა გიორგი იობიშვილს, რომელთან ერთადაც სწავლობდა სიმღერას ეგნატესგან. დაუახლოვდა გიგო ერქომაიშვილს და გახდა მისი გუნდის წევრი. იყო გონებაგამჭრიახი, ხუმარა, ენაწყლიანი, მშრომელი გლეხი.ჰქონდა დიდი დიაპაზონი ხმა. ასრულებდა როგორც პირველ ხმას, ასევე გამყივანს. მოლარიშვილი თავადაც ასწავლიდა სიმღერებს.

ლიტერატურა

რედაქტირება